https://sputnik-georgia.com/20250306/irakli-kobaxizis-oficialuri-viziti-uzbeketsi-dasrulda-292398732.html
ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთში დასრულდა
ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთში დასრულდა
Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტაშკენტში ქართულ დელეგაციასთან ერთად ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა 06.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-06T16:02+0400
2025-03-06T16:02+0400
2025-03-06T16:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
უზბეკეთი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/05/292368770_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_f01dcc8c5e0a7c497fd9db00b02adf79.jpg
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი ტაშკენტში დასრულდა, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ბოლო შეხვედრა საქართველოს მთავრობის მეთაურმა უზბეკეთის პრეზიდენტთან გამართა. ირაკლი კობახიძემ და შავკატ მირზიოევმა ორი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნები სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან. ირაკლი კობახიძე ტაშკეტში ქართულ დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. ტაშკენტში ვიზიტის დროს, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი შეხვდა ასევე ქვეყნის პრემიერ მინისტრსა და საკანონმდებლო ორგანოს პირველ პირებს. ასევე შედგა საქართველო-უზბეკეთის მთავრობათაშორისი კომისიის საიუბილეო, რიგით მეათე სხდომა. შეხვედრებისას განისაზღვრა ბევრი პრიორიტეტული მიმართულება, თუ როგორ უნდა განვითარდეს ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალზე, რომელიც არსებულზე მეტად უნდა იყოს ათვისებული. მთავრობის მეთაური საერთაშორისო აეროპორტში უზბეკმა კოლეგამ გააცილა. საქართველოსა და უზბეკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 19 აგვისტოს დამყარდა. მას შემდეგ ქვეყნები თანამშრომლობენ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ფარმაციის და სხვა სფეროებში. უზბეკეთს საქართველოში საელჩო არ აქვს, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობებისთვის უზბეკეთი იყენებს საელჩოს ბაქოში.
საქართველო
უზბეკეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/05/292368770_0:0:1916:1437_1920x0_80_0_0_6fbabcce49e6f167d3eb6a3ab41f90d4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, უზბეკეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, უზბეკეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთში დასრულდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტაშკენტში ქართულ დელეგაციასთან ერთად ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი ტაშკენტში დასრულდა, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ბოლო შეხვედრა საქართველოს მთავრობის მეთაურმა უზბეკეთის პრეზიდენტთან გამართა.
ირაკლი კობახიძემ და შავკატ მირზიოევმა ორი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნები სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან.
ირაკლი კობახიძე ტაშკეტში ქართულ დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. ტაშკენტში ვიზიტის დროს, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი შეხვდა ასევე ქვეყნის პრემიერ მინისტრსა და საკანონმდებლო ორგანოს პირველ პირებს.
ასევე შედგა საქართველო-უზბეკეთის მთავრობათაშორისი კომისიის საიუბილეო, რიგით მეათე სხდომა.
შეხვედრებისას განისაზღვრა ბევრი პრიორიტეტული მიმართულება, თუ როგორ უნდა განვითარდეს ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალზე, რომელიც არსებულზე მეტად უნდა იყოს ათვისებული.
მთავრობის მეთაური საერთაშორისო აეროპორტში უზბეკმა კოლეგამ გააცილა.
საქართველოსა და უზბეკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 19 აგვისტოს დამყარდა. მას შემდეგ ქვეყნები თანამშრომლობენ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ფარმაციის და სხვა სფეროებში. უზბეკეთს საქართველოში საელჩო არ აქვს, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობებისთვის უზბეკეთი იყენებს საელჩოს ბაქოში.