https://sputnik-georgia.com/20250306/ilia-meore-nugzar-bagrationis-gardacvalebis-gamo-mwuxarebas-gamotqvams-292401187.html
ილია მეორე ნუგზარ ბაგრატიონის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ილია მეორე ნუგზარ ბაგრატიონის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
Sputnik საქართველო
ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი ბაგრატიონთა შთამომავალი და "საქართველოს სამეფო სახლის" მეთაური იყო. 06.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-06T17:31+0400
2025-03-06T17:31+0400
2025-03-06T17:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/14/263748779_0:241:1939:1332_1920x0_80_0_0_5740fae27b3b37a72e32f41762f8cf59.jpg
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ნუგზარ ბაგრატიონის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს. ბაგრატიონთა შთამომავალი ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი 75 წლის ასაკში 1 მარტს გარდაიცვალა. ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი საქართველოს სამეფო სახლს 1984 წლიდან, 40-ზე მეტი წლის განმავლობაში მეთაურობდა. იგი იყო მიხეილ თუმანიშვილის მოსწავლე და მისი თანამოაზრე, რეჟისორი და პედაგოგი, პოეტ პეტრე გრუზინსკის შვილი, ბაგრატიონთა შთამომავალი. ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ეკუთვნის შემდეგი დადგმები: მიშელ ფერმოს "კარებს აჯახუნებენ", მიხეილ მრევლიშვილის "წამება დედოფლისა", ილია ჭავჭავაძის "განდეგილი", გურამ დოჩანაშვილის "აღდგენითი სამუშაოები", ნოდარ დუმბაძის "ასტვაც ინჩუ ჰამარ", გურამ დოჩანაშვილის "ჰარალეთი, ჰარალეთი", გურამ დოჩანაშვილის "მხოლოდ ერთი კაცი", ანზორ სალუქვაძის "ნანილი", გურამ დოჩანაშვილის "მფრინავი ხვლიკი ქართულა" და სხვ. მას შესრულებული აქვს ერთ-ერთი მთავარი როლი ფილმში "ღიმილის ბიჭები".
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/14/263748779_0:60:1939:1514_1920x0_80_0_0_14e3765b7e66215e2a24569dcbcee109.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
ილია მეორე ნუგზარ ბაგრატიონის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი ბაგრატიონთა შთამომავალი და "საქართველოს სამეფო სახლის" მეთაური იყო.
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ნუგზარ ბაგრატიონის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს.
ბაგრატიონთა შთამომავალი ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი 75 წლის ასაკში 1 მარტს გარდაიცვალა.
„დიდად ვწუხვართ ბატონი ნუგზარის გარდაცვალების გამო. ბაგრატიონთა დიდებული გვარის გამორჩეული წარმომადგენელი დღეს განსასვენებელს სვეტიცხოვლის დედა ეკლესიაში ჰპოვებს. ვემშვიდობებით განსაკუთრებულ პიროვნებას, წარმომავლობის გამო საუკუნეთა სიღრმიდან უხილავად თითოეულ ჩვენგანთან დაკავშირებულს", - ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.
ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი საქართველოს სამეფო სახლს 1984 წლიდან, 40-ზე მეტი წლის განმავლობაში მეთაურობდა.
იგი იყო მიხეილ თუმანიშვილის მოსწავლე და მისი თანამოაზრე, რეჟისორი და პედაგოგი, პოეტ პეტრე გრუზინსკის შვილი, ბაგრატიონთა შთამომავალი.
ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ეკუთვნის შემდეგი დადგმები: მიშელ ფერმოს "კარებს აჯახუნებენ", მიხეილ მრევლიშვილის "წამება დედოფლისა", ილია ჭავჭავაძის "განდეგილი", გურამ დოჩანაშვილის "აღდგენითი სამუშაოები", ნოდარ დუმბაძის "ასტვაც ინჩუ ჰამარ", გურამ დოჩანაშვილის "ჰარალეთი, ჰარალეთი", გურამ დოჩანაშვილის "მხოლოდ ერთი კაცი", ანზორ სალუქვაძის "ნანილი", გურამ დოჩანაშვილის "მფრინავი ხვლიკი ქართულა" და სხვ. მას შესრულებული აქვს ერთ-ერთი მთავარი როლი ფილმში "ღიმილის ბიჭები".