https://sputnik-georgia.com/20250306/borjomsi-xutvarskvlaviani-mulktifunqciuri-balneologiuri-kompleqsi-asendeba-292396707.html
ბორჯომში ხუთვარსკვლავიანი მულტიფუნქციური ბალნეოლოგიური კომპლექსი აშენდება
ბორჯომში ხუთვარსკვლავიანი მულტიფუნქციური ბალნეოლოგიური კომპლექსი აშენდება
Sputnik საქართველო
პროექტის განხორციელებისას 300-ე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება. 06.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-06T15:21+0400
2025-03-06T15:21+0400
2025-03-06T15:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22831/85/228318500_0:118:3221:1930_1920x0_80_0_0_0bddbc223de4071916acd73a0a343ffb.jpg
პროექტის განხორციელებისას 300-ე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება. თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ბორჯომში 60 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით Wyndham Grand-ის ხუთვარსკვლავიანი მულტიფუნქციური ბალნეოლოგიური კომპლექსი აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თამაზ იორაშვილმა განაცხადა, მულტიფუნქციური კომპლექსის Wyndham Grand Borjomi-ის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უშუალოდ ბორჯომისა და მთლიანად საქართველოს, როგორც განვითარებული ბალნეოლოგიური ტურისტული მიმართულების პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზრებზე. "ბორჯომი და მისი სამკურნალო წყაროები საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი სავიზიტო ბარათია. პროექტში საერთაშორისო ბრენდის Wyndham-ის აქტიური ჩართულობა კარგი გზავნილია სხვა საერთაშორისო კომპანიებისთვისაც, რათა მათ ასევე მიიღონ მონაწილეობა საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში", – აღნიშნა იორაშვილმა. კომპლექსი გააერთიანებს 5-ვარსკვლავიან სასტუმროს, 400-ზე მეტ საინვესტიციო რეზიდენციას და ბალნეოლოგიურ ცენტრს. რაც შეეხება სარეკრეაციო ზონას, იქ განთავსდება ზიპლაინი, სათხილამურო ტრასა, ფეხბურთის მოედანი, საფეხმავლო და ველობილიკები. უწყების ინფორმაციით, Wyndham Grand Borjomi-ის პროექტის განხორციელებისას 300-ე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება. პროექტის პირველი ეტაპი 2027 წლის ბოლოს დასრულდება, ხოლო კომპლექსი სრულად 2029 წელს ამოქმედდება. Wyndham Grand Borjomi-ის პროექტი ხორციელდება დეველოპერული კომპანიების – "ნიუ სითი დეველოპმენტის" და "აპკოს" მიერ Wyndham Hotels & Resorts-თან და სასტუმრო მენეჯმენტის გლობალურ ლიდერ კომპანია Aimbridge Hospitality-თან თანამშრომლობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22831/85/228318500_245:0:2976:2048_1920x0_80_0_0_fb8170690fac8a988c422d5a119b8049.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
პროექტის განხორციელებისას 300-ე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ბორჯომში 60 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით Wyndham Grand-ის ხუთვარსკვლავიანი მულტიფუნქციური ბალნეოლოგიური კომპლექსი აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თამაზ იორაშვილმა განაცხადა, მულტიფუნქციური კომპლექსის Wyndham Grand Borjomi-ის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უშუალოდ ბორჯომისა და მთლიანად საქართველოს, როგორც განვითარებული ბალნეოლოგიური ტურისტული მიმართულების პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზრებზე.
"ბორჯომი და მისი სამკურნალო წყაროები საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი სავიზიტო ბარათია. პროექტში საერთაშორისო ბრენდის Wyndham-ის აქტიური ჩართულობა კარგი გზავნილია სხვა საერთაშორისო კომპანიებისთვისაც, რათა მათ ასევე მიიღონ მონაწილეობა საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში", – აღნიშნა იორაშვილმა.
კომპლექსი გააერთიანებს 5-ვარსკვლავიან სასტუმროს, 400-ზე მეტ საინვესტიციო რეზიდენციას და ბალნეოლოგიურ ცენტრს. რაც შეეხება სარეკრეაციო ზონას, იქ განთავსდება ზიპლაინი, სათხილამურო ტრასა, ფეხბურთის მოედანი, საფეხმავლო და ველობილიკები.
უწყების ინფორმაციით, Wyndham Grand Borjomi-ის პროექტის განხორციელებისას 300-ე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
პროექტის პირველი ეტაპი 2027 წლის ბოლოს დასრულდება, ხოლო კომპლექსი სრულად 2029 წელს ამოქმედდება.
Wyndham Grand Borjomi-ის პროექტი ხორციელდება დეველოპერული კომპანიების – "ნიუ სითი დეველოპმენტის" და "აპკოს" მიერ Wyndham Hotels & Resorts-თან და სასტუმრო მენეჯმენტის გლობალურ ლიდერ კომპანია Aimbridge Hospitality-თან თანამშრომლობით.