რასთან არის დაკავშირებული პურზე ფასის მომატება? ვიდეო

გამოწერა
საქართველოში მარტის დასაწყისიდან საცალო სავაჭრო ქსელებში პური საშუალოდ 10 თეთრით გაძვირდა. პირველ რიგში საუბარია თეთრ პურზე
„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირში“ მიაჩნიათ, რომ ამაზე გავლენა ხორბალზე ფასების ზრდამ იქონია.

ადრე 1 ტონა ხორბალი 700 ლარი ღირდა, ახლა კი ფასმა 1000 ლარს გადააჭარბა. პურის ღირებულების გაზრდაზე მოქმედებს საწვავის ფასი და ტრანსპორტირების ხარჯებიც. მსოფლიო ბაზრებზე ასევე გაიზარდა შესაფუთი მასალების ღირებულება.

ფქვილის იმპორტზე, რომელიც საქართველოში ძირითადად რუსეთიდან შემოდის, დაწესებული დროებითი გადასახადის გაგრძელება ასევე აისახა პურის ფასზე.

ხელისუფლება დროებითი გადასახადის დაწესებას ხორბლის ქართველი მწარმოებლების ინტერესების დაცვითა და ადგილობრივ ბაზარზე მისი რეალიზაციის ხელშეწყობით ხსნის.
ყველა ახალი ამბავი
0