უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში მოიწვიეს: დეტალები ვიზიტის შესახებ

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე და აბდულა არიპოვი
ირაკლი კობახიძე და აბდულა არიპოვი - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2025
გამოწერა
საქართველოს დაინტერესებულია უზბეკეთთან სავაჭრო პარტნიორობის შემდგომი გაფართოებით, განაცხადა კობახიძემ
თბილისი, 5 მარტი — Sputnik. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტაშკენტში ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა და უზბეკეთის მთავრობის მეთაური აბდულა არიპოვი საქართველოში მოიწვია.
საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისო კომისიის მეათე სხდომაში.
© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე და აბდულა არიპოვი
Встреча премьер-министра Грузии Ираклия Кобахидзе и главы узбекского правительства Абдуллы Арипова - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2025
ირაკლი კობახიძე და აბდულა არიპოვი
„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის მთავრობათაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობა. მიხარია, რომ ჩვენი მთავრობების წარმომადგენლებმა გუშინ და დღეს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გამართეს ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე. ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური თანამშრომლობა ძალზე მნიშვნელოვანია", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოს დაინტერესებულია უზბეკეთთან სავაჭრო პარტნიორობის შემდგომი გაფართოებით.
© Сourtesy of Georgian Governmentსაქართველოს და უზბეკეთის მთავრობების წარმომადგენელთა შეხვედრა
Встреча премьер-министра Грузии Ираклия Кобахидзе и главы узбекского правительства Абдуллы Арипова - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2025
საქართველოს და უზბეკეთის მთავრობების წარმომადგენელთა შეხვედრა
„თქვენი საინვესტიციო კლიმატი შეიძლება იყოს ძალიან მიმზიდველი ქართველი ინვესტორებისთვის და საქართველო ასევეგთავაზობთ ძალიან საინტერესო საინვესტიციო კლიმატს პოტენციური ინვესტორებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს „შუა დერეფანს" და ამ მიმართულებით თანამშრომლობას.
© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა აბდულა არიპოვთან
Встреча премьер-министра Грузии Ираклия Кобахидзе и главы узбекского правительства Абдуллы Арипова - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2025
ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა აბდულა არიპოვთან
„საქართველოს აქვს სტრატეგიული მდებარეობა და ისტორიულად აკავშირებს ევროპასა და აზიას, დასავლეთსა და აღმოსავლეთს. ჩვენ გვინდა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს სტრატეგიული მდებარეობა და ამ მიმართულებით საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობა შეიძლება იყოს ძალიან ნაყოფიერი და სასარგებლო", - განაცხადა კობახიძემ.
თავის მხრივ, უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიპოვმა აღნიშნა თავისი ქვეყნის ინტერესი საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით.
„უზბეკეთი ყოველთვის მზადაა საქართველოსთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობების ყველა ფორმატში. დღეს ჩვენი მთავრობების მთავარ ამოცანას წარმოადგენს იმ შეთანხმებების დროული განხორციელება, რომლებიც ეხება ახალ შეთავაზებებს ჩვენი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის", - განაცხადა არიპოვმა.
© Сourtesy of Georgian Governmentსაქართველოს სამთავრობო დელეგაცია უზბეკეთში
Встреча премьер-министра Грузии Ираклия Кобахидзе и главы узбекского правительства Абдуллы Арипова - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2025
საქართველოს სამთავრობო დელეგაცია უზბეკეთში
მან იმედი გამოთქვა, რომ რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უზბეკეთში კიდევ უფრო განამტკიცებს ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის.
საქართველოსა და უზბეკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 19 აგვისტოს დამყარდა. მას შემდეგ ქვეყნები თანამშრომლობენ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ფარმაციის და სხვა სფეროებში. უზბეკეთს საქართველოში საელჩო არ აქვს, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობებისთვის უზბეკეთი იყენებს საელჩოს ბაქოში.
ყველა ახალი ამბავი
0