კონფლიქტის ზონა - მიმოხილვა: ვითარება პოკროვსკის მიმართულებით

© photo: Sputnik / Sergei bobilev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2025
გამოწერა
რუსეთის შეიარაღებული ძალები მტკიცედ ინარჩუნებენ ინიციატივას სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში და წარმატებით უტევენ დონბასში. ძლიერი ძალებით უტევენ ქალაქ პოკროვსკს (ყოფილი კრასნოარმეისკი), როგორც ფრონტიდან, ისე ფლანგებიდან.
რუსული რაკეტების, არტილერიის, ავიაციისა და უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმების შედეგად, უკრაინული მხარე მძიმე დანაკარგებს განიცდის, ტოვებს პოზიციებს და უკან იხევს. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა პოკროვსკის მიმართულებას ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ ზონად მიიჩნევს და ცდილობს, ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს ბოლო მოქმედი ქვანახშირის მაღარო – პოკროვსკის შახტა.
რუსული ძალები ავიწროებენ ალყას პოკროვსკის სამხრეთითა და ჩრდილოეთით. დღეს მოიერიშე ჯგუფები ბრძოლაში ათავისუფლებენ სოფელ პესჩანოეს, რომელიც ქალაქის სამხრეთ განაპირას, ხუთ კილომეტრში მდებარეობს. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს უდაჩნოესა და უსპენოვკასთან. უკრაინული სარდლობა კვლავ ცდილობს, გააძლიეროს პოკროვსკის დაცვა – იყენებს რკინის კონსტრუქციებს სანგრებში, ქალაქში ელიტურ დანაყოფებს აგზავნის, თუმცა, უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ პოკროვსკი უკვე დატოვა და ოპერაციებს დნეპროპეტროვსკიდან მართავს.
მანამდე, რუსულმა ძალებმა კონტროლი დაამყარეს დასახლებულ პუნქტებზე – დაჩენსკოე, ნოვოანდრეევკა და პოკროვსკი–კურახოვოს გზატკეცილზე. მოწინააღმდეგის თავდაცვა გარღვეულია მირნოგრადის აღმოსავლეთით, ხოლო პოკროვსკი–კონსტანტინოვკას გზა ბლოკირებულია. გერმანული გამოცემის „ბილდის“ სამხედრო ანალიტიკოსი იულიან რეპკე აღნიშნავს: „არაფერია იმის მიმანიშნებელი, რომ მანამდე წარმატებული ფლანგური მანევრები ამჯერად არ იმუშავებს და რუსული ძალები კიდევ ერთ ქალაქს არ აიღებენ.“
პოკროვსკის წარმატებული შტურმი და შემდგომი წინსვლა რუსულ ძალებს საშუალებას მისცემს, გავიდნენ ოპერატიულ სივრცეში დნეპროპეტროვსკის ოლქში და მიაღწიონ სლავიანსკო-კრამატორსკის აგლომერაციას, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების ბოლო დიდი გამაგრებული რაიონია დონბასში.
პოკროვსკის მიმართულებაზე მიმდინარე შეტევა გამოირჩევა უპრეცედენტო რაოდენობის საბრძოლო დრონების (БПЛА) კონცენტრაციით ფრონტის ხაზზე. ამასთან, უკრაინის სამხედრო დაზვერვა შეშფოთებით წინასწარმეტყველებს: ივნისიდან რუსეთის ძალები ერთდროულად გაუშვებენ 500 „გერანის“ ტიპის კამიკაძე-დრონს – დღევანდელზე ორნახევარჯერ მეტს. და, უდავოდ, ეს დრონები კიდევ უფრო დახვეწილი გახდება.
გარდა პოკროვსკისა, რუსეთის შეიარაღებული ძალები მეთოდურად აყენებენ მაღალზუსტ კომბინირებულ დარტყმებს მოწინააღმდეგის ოპერატიული უკანა ხაზის მთელ სიღრმეზე.
4 მარტის ღამეს რუსულმა რაკეტებმა, დამრტყმელმა დრონებმა და მსხვილკალიბრიანმა საავიაციო ბომბებმა УМПК-ით მიაღწიეს მიზნებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებზე ქალაქებში – მირგოროდი, ხარკოვი, სუმი, სვეტლოვოდსკი, კრემენჩუგი. ოდესაში უკრაინის არმიის შეიარაღების საწყობები განადგურდა.
სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს: 656 თვითმფრინავი, 283 ვერტმფრენი, 45 260 უპილოტო საფრენი აპარატი , 600 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი, 22 000-ზე მეტი ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 1 523 რეაქტიული ზალპური ცეცხლის საბრძოლო მანქანა, 22 224 საარტილერიო დანადგარი და ნაღმმტყორცნი.
ასეთ სტატისტიკას უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ნატოსთვის კარგი არაფერი მოაქვს. „პოკროვსკის ციხესიმაგრის“ ბედი საკმაოდ პროგნოზირებადია.
დასავლელი ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ პოკროვსკის მნიშვნელოვან სამხედრო (ოპერატიულ-სტრატეგიულ) და ეკონომიკურ როლს. 1990 წელს გახსნილი უნიკალური შახტა „პოკროვსკოე“ 5 მილიონ ტონაზე მეტ კოქსირებად ნახშირს მოიცავს. მეზობელ შახტაზე „ნოვოგროდოვსკაია“ მხოლოდ 2020 წელს 1 მილიონ ტონაზე მეტი ნახშირი მოიპოვეს.
რუსული ქალაქი პოკროვსკის უკრაინის მიერ დროებითი ოკუპაცია კვლავ კვებავს კიევის რეჟიმის ილუზიებს „ნათელი წარსულის“ დაბრუნებაზე. რუსული ძალები კი მთელ ფრონტზე უტევენ, ხოლო დასავლეთ ევროპა ბანდერეველების უკრაინას და მის მთავარ „ებრაელი ხალხის მოღალატეს“ ისეთ ქაოსში მიაქანებს, სადაც კოქსირებადი ნახშირი აღარ დასჭირდებათ. მაგალითი: კიევმა პოლონეთისგან კიდევ ერთი პარტია ტანკები მიიღო – დაახლოებით, 60 მოდერნიზებული Т-72. ბოლო სამი წლის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 7 000-მდე ტანკი დაკარგეს (მათ შორის, დასავლური წარმოების), რაც ნიშნავს, რომ დღეში, საშუალოდ, 6 უკრაინული ტანკი ნადგურდება. შესაბამისად, ვარშავის „საჩუქარი“ მაქსიმუმ, ათი დღის ბრძოლებისთვის იქნება საკმარისი.
თუ გავმიჯნავთ ევროპელი ლიდერების უღიმღამო დაპირებებს და რეალობას, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შანსი კვლავ რჩება. და ეს, პირველ რიგში, აშშ-სა და რუსეთის კონსტრუქციულ მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული, და არა უკრაინაში დასავლელი „მშვიდობისმყოფელების“ რაოდენობაზე, რომლებიც საბრძოლო „დროშებით“ გამოდიან.
დღეს, რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა საერთაშორისო ორგანიზაციებში ვენაში, მიხაილ ულიანოვმა კიდევ ერთხელ შეახსენა მსოფლიო საზოგადოებას, რომ რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება უცხოური სამხედრო კონტინგენტის ყოფნას უკრაინაში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0