https://sputnik-georgia.com/20250305/kaladze-aravin-icis-rogor-da-saidan-gavida-bachiashvili-292372329.html
კალაძე: არავინ იცის, როგორ და საიდან გავიდა ბაჩიაშვილი ქვეყნიდან
კალაძე: არავინ იცის, როგორ და საიდან გავიდა ბაჩიაშვილი ქვეყნიდან
Sputnik საქართველო
გუშინ ცნობილი გახდა, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა გენდირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა 05.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-05T15:29+0400
2025-03-05T15:29+0400
2025-03-05T19:49+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
კახა კალაძე
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286042771_0:52:1280:773_1920x0_80_0_0_30a713d70f84c14c00bd44eafc661a97.jpg
თბილისი, 5 მარტი — Sputnik. არ ვიცნობ აღნიშნულ თემას, თუმცა, გამოძიება ყველაფერს დაადგენს, ასე გამოეხმაურა მმართბელი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენმდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას ქვეყნის დატოვების შესახებ. გუშინ ცნობილი გახდა, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა, რომელსაც საქართველოში ორ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი აქვს წაყენებული, ქვეყანა დატოვა. ამის შესახებ მან თავად დაწერა სოციალურ ქსელში. გიორგი ბაჩიაშვილს „ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. გასულ თვეში მას პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალდება „მტკვარი ჰესის“ საქმესთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე წარუდგინა.როგორც გუშინ ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, მისი ქვეყნიდან წასვლა არა დანებება, არამედ გააზრებული და სტრატეგიული ნაბიჯია. მისი თქმით, ქვეყნის დატოვების მიზეზი გახდა „შეთითხნილი ბრალდებები". ამასთან, როგორც ბაჩიაშვილმა აღნიშნა, მან მიიღო „სანდო ინფორმაცია მის უსაფრთხოებაზე რეალური საფრთხეების შესახებ". გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ პირველი საქმე ბიძინა ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წელს აღიძრა. მას ივანიშვილის კრიპტოვალუტის გაფლანგვასა და 39,2 მლნ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ედება ბრალი. გამოძიების ვერსიით, ბაჩიაშვილმა დაარწმუნა ივანიშვილი ბიტკოინის მაინინგში თანხა ჩაედო, შემდეგ კი შემოსავალი თავადვე მიითვისა. ივანიშვილის ყოფილ პატრნიორს აღნიშნულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 2,5 მლნ ლარის ოდენობით გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები. აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „მტკვარი ჰესის“ საქმეზე მეორე ბრალდება ბიზნესმენს მიმდინარე წლის 25 თებერვალს წაუყენეს და ამ შემთხვევაშიც მას გირაო შეუფარდეს - ამჯერად 50 ათასი ლარი. გამოძიების ვერსიით ბაჩიაშვილმა, როგორც ფონდის გენდირექტორმა, არაჯეროვნად შეასრულა თავისი მოვალეობა „მტკვარი ჰესის" მშენებლობის პროექტში ინვესტირების საკითხში. აღნიშნული ბრალდება 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბაჩიაშვილს თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორის პოსტი 2013 წლიდან 2019 წლის მაისამდე პერიოდში ეკავა, შემდეგ კი 2023 წლამდე იყო ამავე ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286042771_97:0:1236:854_1920x0_80_0_0_a386af6684d4b7ad01d8d0b82a3c3d27.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კახა კალაძე , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კახა კალაძე , საზოგადოება, ახალი ამბები
კალაძე: არავინ იცის, როგორ და საიდან გავიდა ბაჩიაშვილი ქვეყნიდან
15:29 05.03.2025 (განახლებულია: 19:49 05.03.2025) გუშინ ცნობილი გახდა, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა გენდირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა
თბილისი, 5 მარტი — Sputnik. არ ვიცნობ აღნიშნულ თემას, თუმცა, გამოძიება ყველაფერს დაადგენს, ასე გამოეხმაურა მმართბელი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენმდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას ქვეყნის დატოვების შესახებ.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა, რომელსაც საქართველოში ორ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი აქვს წაყენებული, ქვეყანა დატოვა. ამის შესახებ მან თავად დაწერა სოციალურ ქსელში.
გიორგი ბაჩიაშვილს „ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. გასულ თვეში მას პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალდება „მტკვარი ჰესის“ საქმესთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე წარუდგინა.
„არ ვიცი, არ ვიცნობ აღნიშნულ თემას. არავინ იცის, როგორ და საიდან გავიდა გიორგი ბაჩიაშვილი ან საერთოდ, გავიდა თუ არა. შესაბამისად, გამოძიება ყველაფერს დაადგენს“, - განაცხადა კალაძემ.
როგორც გუშინ ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, მისი ქვეყნიდან წასვლა არა დანებება, არამედ გააზრებული და სტრატეგიული ნაბიჯია. მისი თქმით, ქვეყნის დატოვების მიზეზი გახდა „შეთითხნილი ბრალდებები". ამასთან, როგორც ბაჩიაშვილმა აღნიშნა, მან მიიღო „სანდო ინფორმაცია მის უსაფრთხოებაზე რეალური საფრთხეების შესახებ".
გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ პირველი საქმე ბიძინა ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წელს აღიძრა. მას ივანიშვილის კრიპტოვალუტის გაფლანგვასა და 39,2 მლნ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ედება ბრალი. გამოძიების ვერსიით, ბაჩიაშვილმა დაარწმუნა ივანიშვილი ბიტკოინის მაინინგში თანხა ჩაედო, შემდეგ კი შემოსავალი თავადვე მიითვისა. ივანიშვილის ყოფილ პატრნიორს აღნიშნულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 2,5 მლნ ლარის ოდენობით გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები. აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„მტკვარი ჰესის“ საქმეზე მეორე ბრალდება ბიზნესმენს მიმდინარე წლის 25 თებერვალს წაუყენეს და ამ შემთხვევაშიც მას გირაო შეუფარდეს - ამჯერად 50 ათასი ლარი. გამოძიების ვერსიით ბაჩიაშვილმა, როგორც ფონდის გენდირექტორმა, არაჯეროვნად შეასრულა თავისი მოვალეობა „მტკვარი ჰესის" მშენებლობის პროექტში ინვესტირების საკითხში. აღნიშნული ბრალდება 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბაჩიაშვილს თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორის პოსტი 2013 წლიდან 2019 წლის მაისამდე პერიოდში ეკავა, შემდეგ კი 2023 წლამდე იყო ამავე ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.