https://sputnik-georgia.com/20250305/bochorishvili-saqartvelom-da-uzbeketma-tanamshromloba-unda-gaapartovon-292370825.html
საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველომ და უზბეკეთმა თანამშრომლობა უნდა გააფართოონ
საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველომ და უზბეკეთმა თანამშრომლობა უნდა გააფართოონ
Sputnik საქართველო
ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პოტენციალი არის საკმაოდ საინტერესო, მისი ეფექტურად გამოყენებისთვის კი საჭიროა პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება. 05.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-05T18:00+0400
2025-03-05T18:00+0400
2025-03-05T18:00+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/05/292367921_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_2b807bce1522ed555ef19664813bf697.jpg
თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისო კომისია მნიშვნელოვანი ფორმატია ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებისთვის, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისო კომისიის მეათე სხდომაში.მისი თქმით, ეკონომიკური კომისია კარგ შესაძლებლობას იძლევა იმისთვის, რომ განხილული იყოს სხვადასხვა სფეროები, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებასა და გაღრმავებას.როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პოტენციალი არის საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი, მისი ეფექტურად გამოყენებისთვის კი საჭიროა პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება.ასეთი ფორმატის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმაც და აღნიშნა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისო კომისია არის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა თბილისსა და ტაშკენტს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცებისთვის.მისი თქმით, კომისიის სხდომა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების მიმართულებით.ეკონომიკის მინისტრმა როგორც აღნიშნა, არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ქვეყნებს ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი, რათა მჭიდრო თანამშრომლობის გზით გააუმჯობესონ თავიანთი სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლები.საქართველოსა და უზბეკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 19 აგვისტოს დამყარდა. მას შემდეგ ქვეყნები თანამშრომლობენ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ფარმაციის და სხვა სფეროებში. უზბეკეთს საქართველოში საელჩო არ აქვს, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობებისთვის უზბეკეთი იყენებს საელჩოს ბაქოში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/05/292367921_263:0:1875:1209_1920x0_80_0_0_fe88b645c326238f4c48a1feffc54572.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები
საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველომ და უზბეკეთმა თანამშრომლობა უნდა გააფართოონ
ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პოტენციალი არის საკმაოდ საინტერესო, მისი ეფექტურად გამოყენებისთვის კი საჭიროა პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება.
თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისო კომისია მნიშვნელოვანი ფორმატია ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებისთვის, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისო კომისიის მეათე სხდომაში.
„ეს არის მნიშვნელოვანი ფორმატი, რაც არსებობს საქართველოსა და უზბეკეთს შორის. ისევე, როგორც სხვა ქვეყნებთან, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება უზბეკეთთან, ზოგადად ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და ამ მიმართულებით თანამშრომლობა", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ეკონომიკური კომისია კარგ შესაძლებლობას იძლევა იმისთვის, რომ განხილული იყოს სხვადასხვა სფეროები, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებასა და გაღრმავებას.
„იგი ასევე არის კარგი შესაძლებლობა, დავგეგმოთ სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები თუ რა სფეროებში არის პრიორიტეტული საქართველოსთვის უზბეკეთთან თანამშრომლობა. ასევე, მოვისმინოთ ჩვენი პარტნიორების მოსაზრებები და წინადადებები“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პოტენციალი არის საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი, მისი ეფექტურად გამოყენებისთვის კი საჭიროა პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება.
ასეთი ფორმატის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმაც და აღნიშნა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისო კომისია არის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა თბილისსა და ტაშკენტს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცებისთვის.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელი შეხვედრა იქნება ჩვენი პარტნიორობის დამატებითი მტკიცებულება და ხაზს გაუსვამს თანამშრომლობის ყველა გადამწყვეტ სფეროს, მათ შორის ორმხრივი ვაჭრობის განვითარებას, თანამშრომლობას ტრანსპორტის, ტურიზმისა და კომუნიკაციების სექტორში", - განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, კომისიის სხდომა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების მიმართულებით.
ეკონომიკის მინისტრმა როგორც აღნიშნა, არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ქვეყნებს ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი, რათა მჭიდრო თანამშრომლობის გზით გააუმჯობესონ თავიანთი სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლები.
საქართველოსა და უზბეკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 19 აგვისტოს დამყარდა. მას შემდეგ ქვეყნები თანამშრომლობენ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ფარმაციის და სხვა სფეროებში. უზბეკეთს საქართველოში საელჩო არ აქვს, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობებისთვის უზბეკეთი იყენებს საელჩოს ბაქოში.