https://sputnik-georgia.com/20250304/shida-turistebis-ricxvi-gaizarda-292338675.html
შიდა ტურისტების რიცხვი იზრდება - სტატისტიკური მონაცემები
შიდა ტურისტების რიცხვი იზრდება - სტატისტიკური მონაცემები
Sputnik საქართველო
ვიზიტების დროს ფული უმეტესად დაიხარჯა საყიდლებზე, კვებასა და ტრანსპორტზე. 04.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-04T12:13+0400
2025-03-04T12:13+0400
2025-03-04T12:13+0400
საქართველო
საქსტატი
ტურიზმი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0e/277661366_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_a1497e446122abba32dc17d6d0f1385a.jpg
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. 2024 წელს საქართველოში შიდა ტურისტების რიცხვი 5,9%-ით გაიზარდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ინფორმაციაში.უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს შიგნით თვეში საშუალოდ იმოგზაურა ქვეყნის 1.354,8 ათასმა მოქალაქემ. მათ განახორციელეს 1.638,7 ათასი ვიზიტი (2,5%-ით მეტი 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით) სხვა დასახლებულ პუნქტში, საიდანაც ტურისტული ვიზიტი 735,8 ათასი იყო.საქართველოში ადგილობრივი მოგზაური მოსახლეობის ძირითადი ასაკია 31–50 წელი, მათ საერთო რაოდენობის 36,5% შეადგინეს. მოგზაურობის მთავარი მიმართულება იყო თბილისი, მეორე ადგილზეა იმერეთი, მესამეზე – აჭარა.სად იყვნენ და რამდენი დახარჯეს ადგილობრივმა ტურისტებმა2024 წელს ყველაზე ხშირად იმოგზაურეს მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად. ხშირი იყო მოგზაურობები საყიდლებზე, დასასვენებლად და გასართობად.შიდა ტურისტების საშუალო ხარჯმა 300 მლნ ლარი შეადგინა, რაც 7,9%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ერთი ადამიანის საშუალო ხარჯი თვეში გაიზარდა 5,4%-ით და 183,1ლარი შეადგინა.ვიზიტების დროს ფული უმეტესად დაიხარჯა საყიდლებზე, კვებასა და ტრანსპორტზე.ვიზიტების დროს ფული უმეტესად დაიხარჯა საყიდლებზე, კვებასა და ტრანსპორტზე.შიდა ტურისტების 55,6%-ს ქალები შეადგენენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0e/277661366_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_8edff8cb13022b875f90b611769fbeb4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
საქართველო, საქსტატი, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
შიდა ტურისტების რიცხვი იზრდება - სტატისტიკური მონაცემები
ვიზიტების დროს ფული უმეტესად დაიხარჯა საყიდლებზე, კვებასა და ტრანსპორტზე.
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. 2024 წელს საქართველოში შიდა ტურისტების რიცხვი 5,9%-ით გაიზარდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს შიგნით თვეში საშუალოდ იმოგზაურა ქვეყნის 1.354,8 ათასმა მოქალაქემ. მათ განახორციელეს 1.638,7 ათასი ვიზიტი (2,5%-ით მეტი 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით) სხვა დასახლებულ პუნქტში, საიდანაც ტურისტული ვიზიტი 735,8 ათასი იყო.
საქართველოში ადგილობრივი მოგზაური მოსახლეობის ძირითადი ასაკია 31–50 წელი, მათ საერთო რაოდენობის 36,5% შეადგინეს. მოგზაურობის მთავარი მიმართულება იყო თბილისი, მეორე ადგილზეა იმერეთი, მესამეზე – აჭარა.
სად იყვნენ და რამდენი დახარჯეს ადგილობრივმა ტურისტებმა
2024 წელს ყველაზე ხშირად იმოგზაურეს მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად. ხშირი იყო მოგზაურობები საყიდლებზე, დასასვენებლად და გასართობად.
რეზიდენტი ტურისტების ვიზიტების მიზანი (ერთი თვის საშუალო მაჩვენებელი)
ვიზიტის მიზანი | ვიზიტების რაოდენობა, ათასი | წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში, % |
ვიზიტი ნათესავებთან და მეგობრებთან | 842,9 | 51,4 |
შოპინგი | 257,1 | 15,7 |
დასვენება და გართობა | 186,1 | 11,4 |
მეორე სახლის მონახულება | 137,8 | 8,4 |
მკურნალობა | 136,0 | 8,3 |
პროფესიული საქმიანობა | 32,5 | 2,0 |
სხვა | 46,3 | 2,8 |
შიდა ტურისტების საშუალო ხარჯმა 300 მლნ ლარი შეადგინა, რაც 7,9%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ერთი ადამიანის საშუალო ხარჯი თვეში გაიზარდა 5,4%-ით და 183,1ლარი შეადგინა.
ვიზიტების დროს ფული უმეტესად დაიხარჯა საყიდლებზე, კვებასა და ტრანსპორტზე.
ვიზიტების დროს ფული უმეტესად დაიხარჯა საყიდლებზე, კვებასა და ტრანსპორტზე.
შიდა ტურისტების ხარჯები (თვის საშუალო მაჩვენებელი):
ხარჯის სახეობა | ხარჯი, მლნ ლარი | ერთი ვიზიტის ხარჯი, ლარი |
შოპინგი | 107,2 | 65,4 |
საჭმელი და სასმელი | 74,4 | 45,4 |
ტრანსპორტი | 60,3 | 36,8 |
განთავსება | 15,7 | 9,6 |
გართობა | 2,9 | 1,8 |
სხვა | 39,5 | 24,1 |
შიდა ტურისტების 55,6%-ს ქალები შეადგენენ.