მოსაზრება: რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის ბალტიის ექო

© photo: Sputnik / Mikhail Golenkov
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2025
გამოწერა
ბალტიის ქვეყნები, აგრეთვე პოლონეთი და ფინეთი, ნატოში გაწევრიანებამდე არანაირ ეროვნულ და სამხედრო უსაფრთხოების პრობლემას არ განიცდიდნენ. თუმცა, ალიანსის აღმოსავლეთით გაუაზრებელი გაფართოების, უკრაინელი ნაციონალისტების მხარდაჭერისა და რუსეთის მიერ სამწლიანი სამხედრო ოპერაციის შედეგად, ეს ქვეყნები უფსკრულის პირას დგანან.
დიპლომატიური ურთიერთობების გააქტიურება, რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების სავარაუდო ნორმალიზაცია და ვაშინგტონის აშკარა კურსი მოსკოვთან მოლაპარაკებების გაჭიანურებული ომის დასრულების შესახებ ბალტიისპირეთის ქვეყნებში შესამჩნევ შეშფოთებას იწვევს. ყველას ახსოვს რუსეთის 2021 წლის დეკემბრის მოთხოვნა, ნატოს უცხოური ჯარების აღმოსავლეთ ევროპიდან გასვლის შესახებ, 997 წლის საზღვრებში დაბრუნებით.
ლატვიამ, ლიეტუვამ, ესტონეთმა და მათთან შეერთებულმა პოლონეთმა 2 მარტს ევროკომისიას დამატებითი დაფინანსება – 10 მილიარდი ევრო – მოსთხოვეს სამხედრო ბაზების, საარტილერიო არსენალებისა და ფორტიფიკაციური ნაგებობების ასაშენებლად, რომლებიც ევროკავშირის 1340-კილომეტრიან საზღვარს რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსთან გასდევს. მტრული პოლიტიკა და რუსოფობია ძვირი უჯდებათ. მანამდე ევროკავშირის ექსპერტებმა გამოთვალეს, რომ ამ მიმართულების საჰაერო თავდაცვის ბარიერის ღირებულება 500 მილიარდ ევროს შეადგენს.
ფინეთის არმია, თავის მხრივ, აპირებს, ლენინგრადის ოლქის ტერიტორიაზე რადიოელექტრონული დაზვერვა აწარმოოს Kelluu-ს ტიპის აეროსტატების საშუალებით. ჰელსინკი ცდილობს, არ შეიმჩნიოს მკაფიო კავშირი საკუთარი სამხედრო ხარჯების მკვეთრ ზრდასა და ნეიტრალური ფინეთის ნატოში გაწევრიანებას შორის. ამას ემატება უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მხარდაჭერაც.
ბალტიის ქვეყნების სამხედრო პოტენციალის სუსტ პოზიციას დასავლური რეიტინგი Global Firepower ასახავს, სადაც ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, შესაბამისად, 88-ე, 99-ე და 107-ე ადგილებს იკავებენ. მათი საერთო შეიარაღებული ძალები მოიცავს: 44 ათას სამხედროს და 125 საარტილერიო დანადგარს. არც ერთი ტანკი, დარტყმითი ავიაცია ან სამხედრო-საზღვაო გემი არ გააჩნიათ.
მეზობელიფინეთი – 48-ე ადგილი რეიტინგში: 24 ათასიმოქმედი სამხედრომოსამსახურე, 150 ტანკი, 630 საარტილერიო დანადგარი. აგრესიულ პოლონეთს Global Firepower მხოლოდ 21-ე ადგილს ანიჭებს: არმიაში 200 ათასი სამხედრომოსამსახურე, 40 გამანადგურებელი, 430 ტანკი, 800 საარტილერიო ერთეულია.
თუ ვინმე ფიქრობს, რომ ნატოს მნიშვნელოვანი სამხედრო ძალები დასავლეთ ევროპაშია თავმოყრილი, უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანეთი, საფრანგეთი დაიტალია (6-ე, 7-ე და 10-ე ადგილები GlobalFirepower-ის რეიტინგში), ჯამში, ფლობენ 550-ათასიან არმიას, 480 ტანკს, 400 დარტყმით ავიაციასა და 360 საარტილერიო ერთეულს.
შედარებისთვის: რუსეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა და კონვენციური შესაძლებლობები ასეთია:
1,32 მილიონი მოქმედისამხედრო მოსამსახურე,
1000-ზე მეტიგამანადგურებელი და ბომბდამშენი,
4000-ზემეტი ტანკი,
12 000 საარტილერიო დანადგარი და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - თუ არ ჩავთვლით ჰიპერბგერითი სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის უპირატესობას, სამხედრო-საზღვაო ძალების დარტყმით ხომალდებსა და ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების აბსოლუტურ უპირატესობას – დაახლოებით, 6000 ბირთვულ მუხტს.

აღსანიშნავია, რომ დასავლეთ ევროპაში მხოლოდ საფრანგეთს შეუძლია 55-მდე ტაქტიკური ბირთვული ქობინის განლაგება (500-კილომეტრიანი მოქმედების საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები).
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა:

„ფრონტის ხაზი მუდმივად გვიახლოვდება… ევროპულ კონტინენტზე, ევროკავშირში ომის რისკი არასოდეს ყოფილა ასეთი მაღალი… ჩვენ გვინდა, რომ აშშ-მა, ზეწოლის გზით, აიძულოს ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს… და სამუდამოდ ბოლო მოუღოს მის იმპერიალისტურ ამბიციებს.“
ამ რეალობისგან სრულიად მოწყვეტილ „სურვილების“ ყველაზე რბილი შეფასება სახელმწიფოებრივი იდიოტიზმია, თუმცა, ბაროს გამოსვლა საფრანგეთის მთავრობის გაზეთმა LeFigaro-მ გამოაქვეყნა.
მანამდე ლონდონში გაიმართა ევროპელი ლიდერების შეხვედრა, სადაც განსაკუთრებული აქტიურობით „ბალტიის ვეფხვები“ გამოირჩეოდნენ– პოლონეთის, ლიტვისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები (რადოსლავ სიკორსკი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ელინა ვალტონენი) და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკაში კაია კალასი.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა 2 მარტს განაცხადა, რომ ლონდონი და პარიზი მზად არიან, „მსურველთა კოალიციის“ სათავეში ჩადგნენ, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინის მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს რუსეთის წინააღმდეგ, რაც მოიცავს სახმელეთო ჯარებისა და ავიაციის ფრონტზე გაგზავნას.
დასავლეთ ევროპელი ლიდერები ვერ აცნობიერებენ თავიანთი სამხედრო შესაძლებლობების შეზღუდულობას, ბრძოლისუნარიანი ჯარებისა და ავიაციის არარსებობას.
ამგვარად, სტარმერმა კიევის რეჟიმს შეიარაღების შესაძენად 2,8 მილიარდი დოლარის კრედიტი გამოუყო, მათ შორის 5000 ბრიტანული საზენიტო რაკეტისთვის, რომელთა წარმოებისთვის ბელფასტში ჯერ ქარხანაც კი არ არის მზად.
ევროპის მრავალი ქვეყანა ცდილობდა აშშ-ის რუსეთთან პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში ჩათრევას, მაგრამ ეს გეგმა ჩავარდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 28 თებერვალს განაცხადა, რომ„მესამე მსოფლიო ომის თამაშები დასრულებულია“.
ევროპას არ შესწევს ძალა, რუსეთთან დაპირისპირება საკუთარი, შედარებით სუსტი შეიარაღებული ძალებით, პენტაგონისა და აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გარეშე.
ამიტომ ევროპელი ლიდერები ცდილობენ, თავიდან აიცილონ აშშ-ისა და უკრაინის ურთიერთობების გაუარესება, რათა შეინარჩუნონ მანევრის სივრცე რუსეთთან ომის გასაგრძელებლად.
კოლექტიურმა დასავლეთმა დღემდე ვერ გააცნობიერა სტრატეგიული შეცდომა ამ ეგზისტენციალურ კონფლიქტში. „როგორც ჩანს, ამას ხელს უშლის ევროპული „ელიტის“ ინტელექტუალური შეზღუდულობა და მათი გაბატონებული, რეალობას მოწყვეტილი მსოფლმხედველობა.“
ფრანგმა საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორმა და სამხედრო სტრატეგიის ავტორიტეტულმა ანალიტიკოსმა ოლივიე ზაეცმა აღნიშნა:
„ვაშინგტონი ერთმნიშვნელოვან სიგნალებს აგზავნის იმის შესახებ, რომ თამაშის გაგრძელებას ახალი ფსონების რისკის ქვეშ არ აპირებს. ზელენსკის კი ეს არა და არ ესმის“.
ნეტავ, მხოლოდ ვადაგასული კიეველი მსახიობი ყოფილიყო. ბევრ ევროპელ „ფრონტოვიკს“ კატეგორიულად არ სურს „ბალტიისა და შავ ზღვებს შორის მდებარე ფრონტის ხაზიდან“ წასვლა და ისინი პირდაპირ მოუწოდებენ აშშ-ს, ომში ჩაერთოს რუსეთის წინააღმდეგ.
ძლიერ მეზობლის მიმართ მტრული დამოკიდებულება ყოველთვის იწვევს შედეგებს. ცნობილმა ამერიკელმა ეკონომისტმა ჯეფრი საქსმა შემთხვევით არ განაცხადა, რომ ლატვიას, ლიტვასა და ესტონეთს, წლობით რუსოფობიის გამო, გარდაუვალი სასჯელი ელის. თუმცა, ახალი მსოფლიო წესრიგისგან „დაზარალებულთა“ სია ბალტიისპირეთის ქვეყნებით არ შემოიფარგლება. ნატოს ევროპაში ყოფილმა მთავარსარდალმა ჯეიმს სტავრიდისმა უკვე იწინასწარმეტყველა „ნატოს დასასრული“.
თვითმკვლელთა კლუბი იხურება. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0