https://sputnik-georgia.com/20250304/ra-vitarebaa-guriashi-bolo-monacemebi-regionidan-292341390.html
რა ვითარებაა გურიაში: ბოლო მონაცემები რეგიონიდან
რა ვითარებაა გურიაში: ბოლო მონაცემები რეგიონიდან
Sputnik საქართველო
კომისია ზარალის დათვლას დასავლეთ საქართველოში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყებს. 04.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-04T11:49+0400
2025-03-04T11:49+0400
2025-03-04T11:49+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/19/292243620_0:56:1080:664_1920x0_80_0_0_701938f3dd8620b8fb402d3ce6fef889.jpg
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. გურიის რეგიონში, რომელიც დიდთოვლობის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა, ცენტრალური და შიდა სასოფლო გზების ძირითადი ნაწილი თოვლის საფარისგან სრულად გასუფთავებულია, განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ.გუშინ გამართულ საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია რეგიონში არსებულ ვითარებაზე - საუბარი შეეხო როგორც გზის გაწმენდით სამუშაოებს, ისე სოფლებში გახსნილ მიკროშტაბებს, რომლებიც საკვები პროდუქტებით, მედიკამენტებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით მარაგდება.თოვლით დაზარალებული გურიის მოსახლეობის დასახმარებლად 140 ტონა სასურსათო პროდუქცია და პირველადი მოხმარების საგნები ჩაიტანეს, რომელიც დაზარალებული რაიონების მოსახლეობას ურიგდება. ბოლო მონაცემებით, მოქალაქეებზე 10 ათასზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა.საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც დეტალურად შეისწავლის ზარალს, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. კერძოდ, დიდთოვლობის შედეგად დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს, ხოლო მოქალაქეებს, რომელთა სახლებიც გარემონტებას არ ექვემდებარება – ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფს.როგორც ურუშაძემ აღნიშნა, რეგიონის მასშტაბით ყველა პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მისი თქმით, სპეციალური კომისია მოსახლეობისთვის დიდთოვლობით მიყენებული ზარალის ოდენობას დაითვლის. ჩოხატაურის მერის, დავით შარაშიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტში გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. მისი თქმით, ამ დროისთვის ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი ყველა სოფელსა და ოჯახს მიეწოდება. „აბსოლუტურად ყველა ცენტრალური გზა გაწმენდილია გარდა სურებისა. სურებში კი ცენტრალურ გზაზე კვლავ აქტიურად გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები“, - აღნიშნა შარაშიძემ. სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძეც. მან მოსახლეობას მთავრობის ინიციატივა გააცნო, რომლის მიხედვით, დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს. მათ კი, ვინც საცხოვრებელი დაკარგა, ალტერნატივით უზრუნველყოფენ. დასავლეთ საქართველოში რამდენიმედღიანმა თოვამ პრობლემები შექმნა. დიდთოვლობამ განსაკუთრებით გურია და აჭარა დააზარალა - უამინდობის გამო საბავშვო ბაღებსა და სკოლებში შეჩერებული იყო სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, მუშაობა შეწყვიტა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა, „საქართველოს რკინიგზამ" დასავლეთის მიმართულებით მატარებლების რეისები გაუქმდა, ჩაიხერგა ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები, ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლები, შეფერხდა ენერგო და გაზმომარაგება.ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში მუშაობს დიდთოვლობასთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო შტაბი. დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ გურიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 600 თანამშრომელი და თავდაცვის ძალები არიან მობილიზებული. მაშველებმა ათობით ადამიანი უსაფრთხო ადგილზე უკვე გადაიყვანეს. გურიის რეგიონში ამ დრომდე რჩებიან გეოლოგები და ჰიდროლოგები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/19/292243620_61:0:1020:719_1920x0_80_0_0_24717ee62bdcbfe32a07876f5595d0ee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, ახალი ამბები
რა ვითარებაა გურიაში: ბოლო მონაცემები რეგიონიდან
კომისია ზარალის დათვლას დასავლეთ საქართველოში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყებს.
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. გურიის რეგიონში, რომელიც დიდთოვლობის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა, ცენტრალური და შიდა სასოფლო გზების ძირითადი ნაწილი თოვლის საფარისგან სრულად გასუფთავებულია, განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ.
გუშინ გამართულ საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია რეგიონში არსებულ ვითარებაზე - საუბარი შეეხო როგორც გზის გაწმენდით სამუშაოებს, ისე სოფლებში გახსნილ მიკროშტაბებს, რომლებიც საკვები პროდუქტებით, მედიკამენტებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით მარაგდება.
თოვლით დაზარალებული გურიის მოსახლეობის დასახმარებლად 140 ტონა სასურსათო პროდუქცია და პირველადი მოხმარების საგნები ჩაიტანეს, რომელიც დაზარალებული რაიონების მოსახლეობას ურიგდება. ბოლო მონაცემებით, მოქალაქეებზე 10 ათასზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც დეტალურად შეისწავლის ზარალს, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. კერძოდ, დიდთოვლობის შედეგად დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს, ხოლო მოქალაქეებს, რომელთა სახლებიც გარემონტებას არ ექვემდებარება – ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფს.
როგორც ურუშაძემ აღნიშნა, რეგიონის მასშტაბით ყველა პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მისი თქმით, სპეციალური კომისია მოსახლეობისთვის დიდთოვლობით მიყენებული ზარალის ოდენობას დაითვლის.
„პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა ოჯახისთვის, რომელიც დააზიანა სტიქიამ, აღმოჩენილი იქნება შესაბამისი დახმარება, იქნება მყისიერი რეაგირება. უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც დაითვლის ზარალის ოდენობას“, - განაცხადა ურუშაძემ.
ჩოხატაურის მერის, დავით შარაშიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტში გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. მისი თქმით, ამ დროისთვის ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი ყველა სოფელსა და ოჯახს მიეწოდება.
„აბსოლუტურად ყველა ცენტრალური გზა გაწმენდილია გარდა სურებისა. სურებში კი ცენტრალურ გზაზე კვლავ აქტიურად გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები“, - აღნიშნა შარაშიძემ.
სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძეც. მან მოსახლეობას მთავრობის ინიციატივა გააცნო, რომლის მიხედვით, დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს. მათ კი, ვინც საცხოვრებელი დაკარგა, ალტერნატივით უზრუნველყოფენ.
დასავლეთ საქართველოში რამდენიმედღიანმა თოვამ პრობლემები შექმნა. დიდთოვლობამ განსაკუთრებით გურია და აჭარა დააზარალა - უამინდობის გამო საბავშვო ბაღებსა და სკოლებში შეჩერებული იყო სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, მუშაობა შეწყვიტა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა, „საქართველოს რკინიგზამ" დასავლეთის მიმართულებით მატარებლების რეისები გაუქმდა, ჩაიხერგა ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები, ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლები, შეფერხდა ენერგო და გაზმომარაგება.
ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში მუშაობს დიდთოვლობასთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო შტაბი. დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ გურიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 600 თანამშრომელი და თავდაცვის ძალები არიან მობილიზებული. მაშველებმა ათობით ადამიანი უსაფრთხო ადგილზე უკვე გადაიყვანეს.
გურიის რეგიონში ამ დრომდე რჩებიან გეოლოგები და ჰიდროლოგები.