https://sputnik-georgia.com/20250304/parlamentma-samshoblos-galatis-muxlis-dabrunebas-pirveli-mosmenit-mxari-dauchira-292355199.html
პარლამენტმა სსკ-ში „სამშობლოს ღალატის“ მუხლის დაბრუნებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა სსკ-ში „სამშობლოს ღალატის“ მუხლის დაბრუნებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
Sputnik საქართველო
მმართველმა პარტიამ სისხლის სამართლის კოდექსში სახელმწიფოს ღალატის მუხლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება თებერვლის დასაწყისში მიიღო 04.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-04T21:00+0400
2025-03-04T21:00+0400
2025-03-04T21:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282965457_0:106:2049:1258_1920x0_80_0_0_9c9b9bec445ef4a1a11f6e358788ca40.jpg
თბილისი, 3 მარტი — Sputnik.პარლამენტმა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში “სამშობლოს ღალატის“ მუხლის დაბრუნებას პირველი მოსმენით 83 ხმით მხარი დაუჭირა.მმართველმა პარტიამ სისხლის სამართლის კოდექსში სახელმწიფოს ღალატის მუხლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება თებერვლის დასაწყისში მიიღო - სსკ-ში „სამშობლო ღალატის“ მცნება დაბრუნდება 2007 წლამდე არსებული რედაქციით და მხოლოდ მუხლის სათაური შეიცვლება.კანონპროექტის თანახმად, „სისხლის სამართლის კოდექსს“ ემატება 307¹ მუხლი, რომელიც დაარეგულირებს სამშობლოს ღალატისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს.კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის რატი იონათამიშვილის განმარტებით, სამშობლოს ღალატი ყველაზე მძიმე დანაშაულია, ამიტომაც სახელმწიფომ ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომელიც შექმნის ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის ყველაზე მყარ და მტკიცე გარანტიებს.მისი თქმით, კანონპროექტში მოცემული „სამშობლოს ღალატის“ ფორმულირება შესაბამისობაშია იმ ფორმულირებასთან, რაც ჯერ კიდევ 1991 წელს, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ კანონმდებლობაში შეიტანა.„სისხლის სამართლის კოდექსიდან“ სახელმწიფოს ღალატის მუხლის ამოღება 2007 წელს, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში მოხდა.2007 წლის აპრილამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში „სახელმწიფო ღალატის“ შესახებ ცალკე მუხლი არსებობდა. მისი ამოღების მიზეზად დასახელდა ის, რომ აღნიშნული მუხლი წარმოადგენდა დეკლარატიულ ნორმას და არანაირ იურიდიულ ძალას არ ატარებდა და ასევე ის, რომ მსგავსი მუხლი არ არსებობდა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების საერთაშორისო კანონმდებლობაში.საქართველოს მოქალაქის მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი ნებისმიერი დანაშაული სახელმწიფოს ღალატად ითვლებოდა. სახელმწიფო ღალატისთვის ცალკე სასჯელი არ არსებობდა. სასჯელის ვადა განისაზღვრებოდა სსკ-ის კონკრეტული მუხლით, განაჩენის გამოტანისას კი მუხლი უბრალოდ ემატებოდა ბრალდებების ჩამონათვალს.დანაშაულები სახელმწიფოს წინააღმდეგსაქართველოში სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულად ითვლება: საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, არაკონსტიტუციური შეთანხმებების დადება ან არაკონსტიტუციური მოლაპარაკებების წარმოება, საქართველოს საგარეო უსაფრთხოების ხელყოფა, უცხოურ სადაზვერვო სამსახურში შესვლა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა.მსგავსი დანაშაულების ჩამონათვალში შედის: სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება, ჯაშუშობა, შეთქმულება ან აჯანყება საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი შეცვლის მიზნით, სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონო ხელში ჩაგდება ან კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა, კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი შეცვლის ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებები და საბოტაჟი.ჩამონათვალშია ასევე უცხო სახელმწიფოს, უცხოური ორგანიზაციის ან უცხო სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ორგანიზაციის დახმარება მტრულ საქმიანობაში, სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებაში და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის პროცედურის დარღვევაში.გარდა ამისა, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებად ასევე აღიქმება საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა ან მსგავსი ქმედებების სხვა სახის მატერიალური მხარდაჭერა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282965457_114:0:1933:1364_1920x0_80_0_0_3474031d437b1a27e123d567868daf2d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები
პარლამენტმა სსკ-ში „სამშობლოს ღალატის“ მუხლის დაბრუნებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
მმართველმა პარტიამ სისხლის სამართლის კოდექსში სახელმწიფოს ღალატის მუხლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება თებერვლის დასაწყისში მიიღო
თბილისი, 3 მარტი — Sputnik.პარლამენტმა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში “სამშობლოს ღალატის“ მუხლის დაბრუნებას პირველი მოსმენით 83 ხმით მხარი დაუჭირა.
მმართველმა პარტიამ სისხლის სამართლის კოდექსში სახელმწიფოს ღალატის მუხლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება თებერვლის დასაწყისში მიიღო - სსკ-ში „სამშობლო ღალატის“ მცნება დაბრუნდება 2007 წლამდე არსებული რედაქციით და მხოლოდ მუხლის სათაური შეიცვლება.
კანონპროექტის თანახმად, „სისხლის სამართლის კოდექსს“ ემატება 307¹ მუხლი, რომელიც დაარეგულირებს სამშობლოს ღალატისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის რატი იონათამიშვილის განმარტებით, სამშობლოს ღალატი ყველაზე მძიმე დანაშაულია, ამიტომაც სახელმწიფომ ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომელიც შექმნის ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის ყველაზე მყარ და მტკიცე გარანტიებს.
„ნორმა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსს ემატება, სულ ერთი აბზაცისგან შედგება, მაგრამ მისი მნიშვნელობა გაცილებით დიდია ჩვენი სახელმწიფოსთვის. ის პასუხობს ჩვენი წარსული გმირების სულისკვეთებას, როდესაც ისინი სამშობლოს ერთგულებას საკუთარ სიცოცხლეზე მაღლა აყენებდნენ. ასევე ჩვენი მომავალი თაობების საჭიროებებს, ვინაიდან სახელმწიფოს დაცვა ღალატისგან, ეს არის თითოეული ჩვენგანის ვალდებულება“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
მისი თქმით, კანონპროექტში მოცემული „სამშობლოს ღალატის“ ფორმულირება შესაბამისობაშია იმ ფორმულირებასთან, რაც ჯერ კიდევ 1991 წელს, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ კანონმდებლობაში შეიტანა.
„სისხლის სამართლის კოდექსიდან“ სახელმწიფოს ღალატის მუხლის ამოღება 2007 წელს, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში მოხდა.
2007 წლის აპრილამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში „სახელმწიფო ღალატის“ შესახებ ცალკე მუხლი არსებობდა. მისი ამოღების მიზეზად დასახელდა ის, რომ აღნიშნული მუხლი წარმოადგენდა დეკლარატიულ ნორმას და არანაირ იურიდიულ ძალას არ ატარებდა და ასევე ის, რომ მსგავსი მუხლი არ არსებობდა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების საერთაშორისო კანონმდებლობაში.
საქართველოს მოქალაქის მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი ნებისმიერი დანაშაული სახელმწიფოს ღალატად ითვლებოდა. სახელმწიფო ღალატისთვის ცალკე სასჯელი არ არსებობდა. სასჯელის ვადა განისაზღვრებოდა სსკ-ის კონკრეტული მუხლით, განაჩენის გამოტანისას კი მუხლი უბრალოდ ემატებოდა ბრალდებების ჩამონათვალს.
დანაშაულები სახელმწიფოს წინააღმდეგ
საქართველოში სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულად ითვლება: საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, არაკონსტიტუციური შეთანხმებების დადება ან არაკონსტიტუციური მოლაპარაკებების წარმოება, საქართველოს საგარეო უსაფრთხოების ხელყოფა, უცხოურ სადაზვერვო სამსახურში შესვლა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა.
მსგავსი დანაშაულების ჩამონათვალში შედის: სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება, ჯაშუშობა, შეთქმულება ან აჯანყება საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი შეცვლის მიზნით, სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონო ხელში ჩაგდება ან კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა, კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი შეცვლის ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებები და საბოტაჟი.
ჩამონათვალშია ასევე უცხო სახელმწიფოს, უცხოური ორგანიზაციის ან უცხო სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ორგანიზაციის დახმარება მტრულ საქმიანობაში, სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებაში და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის პროცედურის დარღვევაში.
გარდა ამისა, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებად ასევე აღიქმება საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა ან მსგავსი ქმედებების სხვა სახის მატერიალური მხარდაჭერა.