https://sputnik-georgia.com/20250304/papuashvili-lietuvam-rusettan-vachroba-gazarda-292347444.html
პაპუაშვილი: ვიდრე ამაში საქართველოს ადანაშაულებდა, ლიეტუვამ რუსეთთან ვაჭრობა გაზარდა
პაპუაშვილი: ვიდრე ამაში საქართველოს ადანაშაულებდა, ლიეტუვამ რუსეთთან ვაჭრობა გაზარდა
Sputnik საქართველო
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არდაწესების გამო საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გამხდარა დასავლეთის მხრიდან კრიტიკის ობიექტი 04.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-04T17:00+0400
2025-03-04T17:00+0400
2025-03-04T17:00+0400
საქართველო
ლიეტუვა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
უკრაინა
ქართულ–უკრაინული ურთიერთობები
რუსეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291588929_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_e56ad5656873956cfa4524f375af6a76.jpg
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ლიეტუვამ გაზარდა ღვინის ექსპორტი რუსეთში, ხოლო საქართველოს მოუწოდებს მაღაზიების დახლებიდან რუსული საქონელი ამოიღოს, დაწერა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებდა, რადგან ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა. ამავდროულად, ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ისინი იცავენ საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან.პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე გამოაქვეყნა საქართველოში ლიეტუვის ყოფილი ელჩის ანდრიუს კალინდრას მიერ 2022 წლის 26 თებერვალს, უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან მეორე დღეს გამოქვეყნებული პოსტი და მას პროვოკაციული უწოდა.„მას (ლიეტუვის ელჩს - რედ.) არ დაეზარა, თბილისის ერთ-ერთ მაღაზიაში ფოტო გადაუღო რუსული წარმოების პროდუქტებს, შემდეგ Twitter-ზე გამოაქვეყნა და მოგვიწოდა, შევწყვიტოთ რუსეთის ეკონომიკის მხარდაჭერა“, - დაწერა პაპუაშვილი.როგორც ადრე პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, Deep State-ის წარმომადგენლები მოუწოდებდნენ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას, უკრაინაში მოხალისეებისა და იარაღის გაგზავნას და ასევე „მეორე ფრონტის" გახსნას.„მეორე ფრონტის“ გახსნა არის გარკვეული დასავლელი და უკრაინელი პოლიტიკოსების საქართველოს ხელისუფლებისადმი მოწოდება, დაიწყოს სამხედრო მოქმედებები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ ამ მოწოდებაზე უარის თქმამ დასავლეთთან ურთიერთობებში ბზარი გააჩინა.2025 წლის იანვარში საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 7%-ით გაიზარდა და 203,3 მლნ დოლარი შეადგინა.2024 წელს ქვეყნებმა დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარის საქონლით ივაჭრეს, რაც 5,4%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით. ამასთან, შარშან საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაიზარდა 3,7%-ით, რუსეთიდან საქართველოში იმპორტი კი გაიზარდა 6%-ით.
საქართველო
ლიეტუვა
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291588929_84:0:1223:854_1920x0_80_0_0_42897fec6157d7bb5c24765a37cfee37.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ლიეტუვა , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , უკრაინა , ქართულ–უკრაინული ურთიერთობები, რუსეთი, ახალი ამბები
საქართველო, ლიეტუვა , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , უკრაინა , ქართულ–უკრაინული ურთიერთობები, რუსეთი, ახალი ამბები
პაპუაშვილი: ვიდრე ამაში საქართველოს ადანაშაულებდა, ლიეტუვამ რუსეთთან ვაჭრობა გაზარდა
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არდაწესების გამო საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გამხდარა დასავლეთის მხრიდან კრიტიკის ობიექტი
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ლიეტუვამ გაზარდა ღვინის ექსპორტი რუსეთში, ხოლო საქართველოს მოუწოდებს მაღაზიების დახლებიდან რუსული საქონელი ამოიღოს, დაწერა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებდა, რადგან ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა. ამავდროულად, ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ისინი იცავენ საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან.
„ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ გაირკვა, რომ ლიეტუვა გახდა მსოფლიოში ნომერ პირველი ქვეყანა რუსეთში ღვინის ექსპორტის მხრივ. ამასთან, იგი თავად ღვინოს არ აწარმოებს. ალბათ, ყველა დაფიქრდება, რაშია ამ ამბის მორალი", - განაცხადა სპიკერმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე გამოაქვეყნა საქართველოში ლიეტუვის ყოფილი ელჩის ანდრიუს კალინდრას მიერ 2022 წლის 26 თებერვალს, უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან მეორე დღეს გამოქვეყნებული პოსტი და მას პროვოკაციული უწოდა.
„მას (ლიეტუვის ელჩს - რედ.) არ დაეზარა, თბილისის ერთ-ერთ მაღაზიაში ფოტო გადაუღო რუსული წარმოების პროდუქტებს, შემდეგ Twitter-ზე გამოაქვეყნა და მოგვიწოდა, შევწყვიტოთ რუსეთის ეკონომიკის მხარდაჭერა“, - დაწერა პაპუაშვილი.
როგორც ადრე პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, Deep State-ის წარმომადგენლები მოუწოდებდნენ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას, უკრაინაში მოხალისეებისა და იარაღის გაგზავნას და ასევე „მეორე ფრონტის" გახსნას.
„მეორე ფრონტის“ გახსნა არის გარკვეული დასავლელი და უკრაინელი პოლიტიკოსების საქართველოს ხელისუფლებისადმი მოწოდება, დაიწყოს სამხედრო მოქმედებები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ ამ მოწოდებაზე უარის თქმამ დასავლეთთან ურთიერთობებში ბზარი გააჩინა.
2025 წლის იანვარში საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 7%-ით გაიზარდა და 203,3 მლნ დოლარი შეადგინა.
2024 წელს ქვეყნებმა დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარის საქონლით ივაჭრეს, რაც 5,4%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით. ამასთან, შარშან საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაიზარდა 3,7%-ით, რუსეთიდან საქართველოში იმპორტი კი გაიზარდა 6%-ით.