https://sputnik-georgia.com/20250304/kobaxidzem-uzbeketis-damoukideblobis-monumenti-gvirgvinit-sheamko-292352158.html
კობახიძემ უზბეკეთის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო
კობახიძემ უზბეკეთის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო
Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორდღიანი ვიზიტით უზბეკეთში დღეს გაემგზავრა. 04.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-04T19:39+0400
2025-03-04T19:39+0400
2025-03-04T19:39+0400
საქართველო
უზბეკეთი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0c/289412461_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_fd3a088aa81883958374a09e12bfd8fe.jpg
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური. ქვეყნის დამოუკიდებლობის მონუმენტთან საქართველოს მთავრობის მეთაური უზბეკეთის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან და დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, ორდღიანი ვიზიტით უზბეკეთში დღეს გაემგზავრა.ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან, პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან, ასევე საკანონმდებლო ორგანოს საკანონმდებლო პალატის სპიკერსა და სენატის თავმჯდომარესთან. ტაშკენტში ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით საქართველოსა და უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უზბეკეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან. საქართველოსა და უზბეკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 19 აგვისტოს დამყარდა. მას შემდეგ ქვეყნები თანამშრომლობენ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ფარმაციის და სხვა სფეროებში. უზბეკეთს საქართველოში საელჩო არ აქვს, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობებისთვის უზბეკეთი იყენებს საელჩოს ბაქოში.
საქართველო
უზბეკეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0c/289412461_111:0:1890:1334_1920x0_80_0_0_8cc8f7c903b9a7fdfc608199b418da4a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, უზბეკეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, უზბეკეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
კობახიძემ უზბეკეთის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორდღიანი ვიზიტით უზბეკეთში დღეს გაემგზავრა.
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
ქვეყნის დამოუკიდებლობის მონუმენტთან საქართველოს მთავრობის მეთაური უზბეკეთის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან და დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.
ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, ორდღიანი ვიზიტით უზბეკეთში დღეს გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან, პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან, ასევე საკანონმდებლო ორგანოს საკანონმდებლო პალატის სპიკერსა და სენატის თავმჯდომარესთან.
ტაშკენტში ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით საქართველოსა და უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა გაიმართება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი უზბეკეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
საქართველოსა და უზბეკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 19 აგვისტოს დამყარდა. მას შემდეგ ქვეყნები თანამშრომლობენ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ფარმაციის და სხვა სფეროებში. უზბეკეთს საქართველოში საელჩო არ აქვს, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობებისთვის უზბეკეთი იყენებს საელჩოს ბაქოში.