https://sputnik-georgia.com/20250304/bochorishvili-saqartvelostvis-uzbeketis-potenciali-sainteresoa-292342369.html
ბოჭორიშვილი: საქართველოსთვის უზბეკეთის პოტენციალი საინტერესოა
ბოჭორიშვილი: საქართველოსთვის უზბეკეთის პოტენციალი საინტერესოა
Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართულ დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში გაემგზავრა 04.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-04T15:51+0400
2025-03-04T15:51+0400
2025-03-04T15:51+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
უზბეკეთი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291387180_0:112:2048:1265_1920x0_80_0_0_71c15834afef2ba101a61c23703094f8.jpg
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. უზბეკეთში ვიზიტისას ქართულ დელეგაციას დისკუსია ექნება ქვეყნისთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც საერთაშორისო დღის წესრიგში დგას, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა. დღეს, ქართული დელეგაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კობახიძის შეხვედრა უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან, პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან, ასევე საკანონმდებლო ორგანოს საკანონმდებლო პალატის სპიკერსა და სენატის თავმჯდომარესთან. ტაშკენტში ასევე გაიმართება საქართველოსა და უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მიიღებენ მონაწილეობას.მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოსთვის საინტერესოა პოტენციალი, რაც ცენტრალური აზიის ქვეყნებში და ამ შემთხვევაში უზბეკეთში არის. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან. საქართველოსა და უზბეკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 19 აგვისტოს დამყარდა. მას შემდეგ ქვეყნები თანამშრომლობენ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ფარმაციის და სხვა სფეროებში. უზბეკეთს საქართველოში საელჩო არ აქვს, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობებისთვის უზბეკეთი იყენებს საელჩოს ბაქოში.
საქართველო
უზბეკეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291387180_322:101:1840:1239_1920x0_80_0_0_104e865071337545d7481f18551c0b41.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, უზბეკეთი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, უზბეკეთი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ბოჭორიშვილი: საქართველოსთვის უზბეკეთის პოტენციალი საინტერესოა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართულ დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში გაემგზავრა
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. უზბეკეთში ვიზიტისას ქართულ დელეგაციას დისკუსია ექნება ქვეყნისთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც საერთაშორისო დღის წესრიგში დგას, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
დღეს, ქართული დელეგაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კობახიძის შეხვედრა უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან, პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან, ასევე საკანონმდებლო ორგანოს საკანონმდებლო პალატის სპიკერსა და სენატის თავმჯდომარესთან.
„უმაღლეს დონეზე ვიზიტის განხორციელება, პირველ რიგში, მიმართულია იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში მოხდეს იმ საკითხების წინ წამოწევა, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის „შუა დერეფნის" განვითარების, ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების თვალსაზრისით", –განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ტაშკენტში ასევე გაიმართება საქართველოსა და უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მიიღებენ მონაწილეობას.
„ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა შესაძლებლობას მისცემს სხვადასხვა სექტორის, მიმართულების მინისტრებს ურთიერთშეთანხმებისა და ურთიერთდიალოგის საფუძველზე მოახდინონ იმ თემების იდენტიფიცირება, რაც მნიშვნელოვანია მომავალში ქვეყნებს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად“, - განაცხადა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოსთვის საინტერესოა პოტენციალი, რაც ცენტრალური აზიის ქვეყნებში და ამ შემთხვევაში უზბეკეთში არის.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
საქართველოსა და უზბეკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 19 აგვისტოს დამყარდა. მას შემდეგ ქვეყნები თანამშრომლობენ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ფარმაციის და სხვა სფეროებში. უზბეკეთს საქართველოში საელჩო არ აქვს, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობებისთვის უზბეკეთი იყენებს საელჩოს ბაქოში.