ჯანდაცვის მინისტრმა დედის დღე ახალშობილთა დედებს მიულოცა

ახალშობილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2025
გამოწერა
საქართველოში ქალებსა და დედებს ორი დღესასწაული ეძღვნებათ: 3 და 8 მარტი და ორივე დასვენების დღეა გამოცხადებული.
თბილისი, 3 მარტი - Sputnik. ჯანდაცვის მინსტრმა მიხეილ სარჯველაძე დედებს დღესასწაული მიულოცა, იუწყება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.
საქართველოში 3 მარტს დედის დღეს აღნიშნავენ. ეს დღე ქვეყანაში სახალხო დღესასწაულია.
სარჯველაძე დღეს დავით გაგუას სახელობის კლინიკას ესტუმრა, სადაც ახალშობილეთა დედები მოინახულა და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, შობადობის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებს.
„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სრულად ფინანსდება მშობიარობა, ფინანსდება ანტენატალური ვიზიტები, ორსულებისა და ახალშობილთა სკრინინგი, გარდა ამისა მოქმედებს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა”, - განაცხადა სარჯველაძემ.
დედის დღე საქართველოში 1991 წელს ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაარსდა. ახალმა დღესასწაულმა ფაქტობრივად ჩაანაცვლა ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი, რომელიც, ისევე, როგორც საბჭოთა დღესასწაულების უმეტესობა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაუქმდა.
თუმცა ათი წლის შემდეგ, 2002 წლის მარტში საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით 8 მარტმა ისევ მიიღო დღესასწაულის სტატუსი.
შესაბამისად, საქართველოში ახლა ქალებსა და დედებს ორი დღესასწაული ეძღვნებათ – 3 და 8 მარტი და ორივე არასამუშაო დღედ არის გამოცხადებული.
ყველა ახალი ამბავი
0