საკრაულას ხეობაში დაკაგული მესამე მწყემსიც იპოვეს

© photo : press-service of the Emergency Management Service of Georgiaმაშველები
მაშველები - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2025
გამოწერა
მწყემსის ადგილსამყოფელი დრონებმა დაადგინეს
თბილისი, 3 მარტი - Sputnik. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, საკრაულას ხეობაში დაკარგული მესამე მწყემსი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
სამი ადამიანის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 28 თებერვალს გავრცელდა. მედიის ცნობით, ადგილობრივ მწყემსებს საკრაულას ხეობაში ნახირი ჰყავდათ გაყვანილი და უხვი ნალექის გამო მათთან კომუნიკაცია ვერ ხერხდებოდა. მაშველებმა დაკარგულების სამძებრო სამუშაოები იმავე დღესვე დაიწყეს.
მაშველებმა სამი მწყემსიდან ორის ადგილსამყოფელი გუშინ დაადგინეს, მესამე პირის სამძებრო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდებოდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თავდაცვის ძალების და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ სპეციალური დრონებით ხდებოდა ხეობის დათვალიერება და სწორედ, მათ მიერ მოხდა პირის ადგილსამყოფლის დადგენა.
ყველა ახალი ამბავი
0