https://sputnik-georgia.com/20250303/didtovloba-guriashi-bolo-cnobebi-regionidan-292327109.html
ვითარება გურიაში - ბოლო მონაცემები რეგიონიდან
ვითარება გურიაში - ბოლო მონაცემები რეგიონიდან
Sputnik საქართველო
გურიაში ამ დროისათვის ელექტროენერგიის გარეშე 110 აბონენტია დარჩენილი, ხოლო ბუნებრივი აირი 171 აბონენტს არ მიეწოდება. 03.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-03T12:13+0400
2025-03-03T12:13+0400
2025-03-03T13:01+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/15/292202974_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_71c20ad7438952d613b2cfd06dc5a8f2.jpg
თბილისი, 3 მარტი— Sputnik. გურიის რეგიონში, რომელიც დიდთოვლობის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა, საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა, რის შემდეგაც შიდა საუბნო გზების გასუფთავება დაიწყება.დასავლეთ საქართველოს რეგიონებში თოვა 22 თებერვალს დაიწყო. სტიქიამ განსაკუთრებით გურია და აჭარა დააზარალა - სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან მაშველები, პოლიცია და ჯარი. საგანგებო რეჟიმში მუშაობს დიდთოვლობასთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო შტაბი. დასახლებულ პუნქტების დამაკავშირებელ შიდა გზებზე ავტომობილების გადაადგილების პრობლემა კვლავ რჩება. გურიის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძის განცხადებით, გზების უმეტესი ნაწილი უკვე გახსნილია. მისი თქმით, გურიაში ამ დროისათვის ელექტროენერგიის გარეშე 110 აბონენტია დარჩენილი, ხოლო ბუნებრივი აირი 171 აბონენტს არ მიეწოდება. თოვლით დაზარალებული გურიის მოსახლეობის დასახმარებლად 140 ტონა სასურსათო პროდუქცია და პირველადი მოხმარების საგნები ჩაიტანეს, რომელიც დაზარალებული რაიონების მოსახლეობას ურიგდება.დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ გურიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 600 თანამშრომელი და თავდაცვის ძალები მუშაობენ. მაშველებმა ათობით ადამიანი უსაფრთხო ადგილზე უკვე გადაიყვანეს. გურიის რეგიონში ამ დრომდე რჩებიან გეოლოგები და ჰიდროლოგები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/15/292202974_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_1ca202cd75fb18518190870d1f62c192.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, ახალი ამბები
ვითარება გურიაში - ბოლო მონაცემები რეგიონიდან
12:13 03.03.2025 (განახლებულია: 13:01 03.03.2025) გურიაში ამ დროისათვის ელექტროენერგიის გარეშე 110 აბონენტია დარჩენილი, ხოლო ბუნებრივი აირი 171 აბონენტს არ მიეწოდება.
თბილისი, 3 მარტი— Sputnik. გურიის რეგიონში, რომელიც დიდთოვლობის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა, საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა, რის შემდეგაც შიდა საუბნო გზების გასუფთავება დაიწყება.
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში თოვა 22 თებერვალს დაიწყო. სტიქიამ განსაკუთრებით გურია და აჭარა დააზარალა - სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან მაშველები, პოლიცია და ჯარი. საგანგებო რეჟიმში მუშაობს დიდთოვლობასთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო შტაბი. დასახლებულ პუნქტების დამაკავშირებელ შიდა გზებზე ავტომობილების გადაადგილების პრობლემა კვლავ რჩება.
გურიის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძის განცხადებით, გზების უმეტესი ნაწილი უკვე გახსნილია.
„მიმდინარეობს ყველა სოფელთან დამაკავშირებელი გზის წმენდა. უმეტესი ნაწილის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დასრულებულია და სოფლის ცენტრებთან მისვლისა და გადაადგილების პრობლემა მოხსნილია. საკმაოდ სერიოზული პროგრესი გვაქვს როგორც ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის ისე წყალმომარაგების აღდგენის მიმართულებითაც ”, -განაცხადა ურუშაძემ.
მისი თქმით, გურიაში ამ დროისათვის ელექტროენერგიის გარეშე 110 აბონენტია დარჩენილი, ხოლო ბუნებრივი აირი 171 აბონენტს არ მიეწოდება.
თოვლით დაზარალებული გურიის მოსახლეობის დასახმარებლად 140 ტონა სასურსათო პროდუქცია და პირველადი მოხმარების საგნები ჩაიტანეს, რომელიც დაზარალებული რაიონების მოსახლეობას ურიგდება.
დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ გურიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 600 თანამშრომელი და თავდაცვის ძალები მუშაობენ. მაშველებმა ათობით ადამიანი უსაფრთხო ადგილზე უკვე გადაიყვანეს.
გურიის რეგიონში ამ დრომდე რჩებიან გეოლოგები და ჰიდროლოგები.