დედის დღე საქართველოში: დღესასწაული, რომელიც ტრადიციად იქცა

გამოწერა
საქართველოში 3 მარტს დედის დღეს აღნიშნავენ, რომელიც ქვეყანაში უქმე დღედაა გამოცხადებული. დღესასწაულის ისტორიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო
დღესასწაულის ისტორია ქვეყნის პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას უკავშირდება, რომლის ინიციატივითაც 1991 წელს პარლამენტმა ახალი სადღესასწაულო თარიღი დაადგინა. ახალმა დღესასწაულმა ფაქტობრივად ჩაანაცვლა ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი, რომელიც, ისევე, როგორც საბჭოთა დღესასწაულების უმეტესობა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაუქმდა.
თუმცა ათი წლის შემდეგ, 2002 წლის მარტში საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით 8 მარტმა ისევ მიიღო დღესასწაულის სტატუსი. ახლა საქართველოში ქალებსა და დედებს ორი დღესასწაული ეძღვნებათ – 3 და 8 მარტი.
ყველა ახალი ამბავი
0