უმაღლესი განათლება საქართველოში: ბოლო მონაცემები

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2025
გამოწერა
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა შესაძლებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოში 63 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ფუნქციონირებს, მათგან 19 სახელმწიფო სასწავლებელია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
უწყების ცნობით, უმაღლესი სასწავლებლების საერთო რაოდენობის 64% თბილისში მდებარეობს, დანარჩენი კი ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში.
2024 წელს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 54,2 ათასი სტუდენტი, აქედან 30,5 ათასი სახელმწიფო სასწავლებლებში, 23,7 ათასი კი კერძო სასწავლებლებში.
2024/2025 სასწავლო წელს საქართველოში 187,8 ათასი სტუდენტი ირიცხებოდა - 2024 წელს უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა 29,6 ათასმა ახალგაზრდამ.
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა შესაძლებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, რომლის დროსაც აბიტურიენტებმა უნდა ჩააბარონ სამი სავალდებულო საგანი და კიდევ ერთი საგანი – უნივერსიტეტის არჩევანით. საქართველოში უმაღლესი განათლება ფასიანია.
ჩარიცხვა ხდება მიღებული ქულების მიხედვით. მათზეა დამოკიდებული ასევე სახელმწიფო დაფინანსების პროცენტიც.
საქართველოში სტუდენტები სახელმწიფოს მხრიდან სარგებლობენ გარკვეული შეღავათებით, მათ შორის, ტრანსპორტით სარგებლობისას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიღებისას, ნაკრძალების, მუზეუმების დათვალიერებისას და ა.შ.
ყველა ახალი ამბავი
0