https://sputnik-georgia.com/20250302/papuashvilma-bagration-gruzinskis-gardacvalebis-gamo-mwuxareba-gamotqva-292323141.html
პაპუაშვილმა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა
პაპუაშვილმა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა
Sputnik საქართველო
ბაგრატიონთა შთამომავალი 1-ელ მარტს გარდაიცვალა 02.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-02T16:52+0400
2025-03-02T16:52+0400
2025-03-02T16:51+0400
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/01/292314190_0:18:1081:626_1920x0_80_0_0_a1c28cfeb90e04c54136248b5883948c.jpg
თბილისი, 2 მარტი - Sputnik. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს სამეფო სახლს მისი მეთაურის, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადა.ბაგრატიონთა შთამომავალი, პოეტ პეტრე გრუზინსკის შვილი ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი 75 წლის ასაკში 1-ელ მარტს გარდაიცვალა. ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი საქართველოს სამეფო სახლს 1984 წლიდან, 40-ზე მეტი წლის განმავლობაში მეთაურობდა. „ბაგრატიონთა დინასტიის უწყვეტობის ტრადიცია მან ურთულეს წლებში გამოატარა", - დაწერა პაპუაშვილმა . იგი იყო მიხეილ თუმანიშვილის მოსწავლე და მისი თანამოაზრე, რეჟისორი და პედაგოგი.ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ეკუთვნის შემდეგი დადგმები: მიშელ ფერმოს "კარებს აჯახუნებენ", მიხეილ მრევლიშვილის "წამება დედოფლისა", ილია ჭავჭავაძის "განდეგილი", გურამ დოჩანაშვილის "აღდგენითი სამუშაოები", ნოდარ დუმბაძის "ასტვაც ინჩუ ჰამარ", გურამ დოჩანაშვილის "ჰარალეთი, ჰარალეთი", გურამ დოჩანაშვილის "მხოლოდ ერთი კაცი", ანზორ სალუქვაძის "ნანილი", გურამ დოჩანაშვილის "მფრინავი ხვლიკი ქართულა" და სხვ. მას შესრულებული აქვს ერთ-ერთი მთავარი როლი ფილმში "ღიმილის ბიჭები".
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/01/292314190_0:0:1081:810_1920x0_80_0_0_8a1cbdab198fe4a71bbaa17a173e9b09.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
პაპუაშვილმა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა
ბაგრატიონთა შთამომავალი 1-ელ მარტს გარდაიცვალა
თბილისი, 2 მარტი - Sputnik. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს სამეფო სახლს მისი მეთაურის, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადა.
ბაგრატიონთა შთამომავალი, პოეტ პეტრე გრუზინსკის შვილი ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი 75 წლის ასაკში 1-ელ მარტს გარდაიცვალა.
„კინოსა და თეატრის რეჟისორი, მსახიობი, მამის შემოქმედებითი ტრადიციის გამგრძელებელი ნუგზარ ბაგრატიონი თავისი ცხოვრების განმავლობაში ქართულ კულტურაზე გამორჩეული მზრუნველი იყო. ვუსამძიმრებ მის მეუღლეს, ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს და სრულიად საქართველო”, - დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი საქართველოს სამეფო სახლს 1984 წლიდან, 40-ზე მეტი წლის განმავლობაში მეთაურობდა.
„ბაგრატიონთა დინასტიის უწყვეტობის ტრადიცია მან ურთულეს წლებში გამოატარა", - დაწერა პაპუაშვილმა .
იგი იყო მიხეილ თუმანიშვილის მოსწავლე და მისი თანამოაზრე, რეჟისორი და პედაგოგი.
ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ეკუთვნის შემდეგი დადგმები: მიშელ ფერმოს "კარებს აჯახუნებენ", მიხეილ მრევლიშვილის "წამება დედოფლისა", ილია ჭავჭავაძის "განდეგილი", გურამ დოჩანაშვილის "აღდგენითი სამუშაოები", ნოდარ დუმბაძის "ასტვაც ინჩუ ჰამარ", გურამ დოჩანაშვილის "ჰარალეთი, ჰარალეთი", გურამ დოჩანაშვილის "მხოლოდ ერთი კაცი", ანზორ სალუქვაძის "ნანილი", გურამ დოჩანაშვილის "მფრინავი ხვლიკი ქართულა" და სხვ. მას შესრულებული აქვს ერთ-ერთი მთავარი როლი ფილმში "ღიმილის ბიჭები".