https://sputnik-georgia.com/20250301/xaragaulsi-erti-piris-zebna-grzeldeba-ori-mwyemsi-masvelebma-ukve-ipoves-292312693.html
ხარაგაულში ერთი პირის სამძებრო სამუშაოებში გრძელდება: ორი მწყემსი მაშველებმა უკვე იპოვეს
ხარაგაულში ერთი პირის სამძებრო სამუშაოებში გრძელდება: ორი მწყემსი მაშველებმა უკვე იპოვეს
Sputnik საქართველო
სამძებრო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალები და მეხანძრე-მაშველები არიან ჩართულები. 01.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-01T14:52+0400
2025-03-01T14:52+0400
2025-03-01T14:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
სტიქიური მოვლენები
იმერეთი
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24820/44/248204442_0:4:1699:960_1920x0_80_0_0_2a84ca048ea24b9a3a8295ababa7eb60.jpg
თბილისი, 1 მარტი - Sputnik. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, საკარაულას ხეობაში ერთი პირის სამძებრო სამუშაოებში გრძელდება, იუწყება ქართული მედია. სამი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გუშინ დაიწყო. მწყემსებს საკრაულას ხეობაში ნახირი ჰყავდათ გაყვანილი და უხვი ნალექის გამო მათთან კომუნიკაცია ვერ ხერხდებოდა. მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსამანაშვილის ინფორმაციით, სამი მწყემსიდან ორის ადგილსამყოფელთან მაშველები უკვე მივიდნენ. მათგან ერთი მაშველებმა ხეობიდან გამოიყვანეს, მეორე კი საკუთარი ნებით დარჩა ადგილზე. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მესამე მწყემსის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება. ხარაგაულის მერის განცხადებით, მისი ადგილსამყოფელის დადგენა სპეციალური დრონებით ხდება. სამძებრო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები გუშინვე ჩაერთვნენ და ტერიტორიების მონიტორინგი დრონებით განხორციელდა. დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, მათ შორის იმერეთში, ინტენსიური თოვა 22 თებერვალს დაიწყო, რამაც მოსახლეობას უამრავი პრობლემა შეუქმნა. დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობს შსს-ს ყველა შესაბამისი დანაყოფი. იმერეთში სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ძალები. ჯარისკაცები და სამხედრო ტექნიკა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში არიან განაწილებულები.
საქართველო
იმერეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24820/44/248204442_208:0:1492:963_1920x0_80_0_0_63ce438570bfda1eb63de51d04790573.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სტიქიური მოვლენები, იმერეთი , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, სტიქიური მოვლენები, იმერეთი , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ხარაგაულში ერთი პირის სამძებრო სამუშაოებში გრძელდება: ორი მწყემსი მაშველებმა უკვე იპოვეს
სამძებრო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალები და მეხანძრე-მაშველები არიან ჩართულები.
თბილისი, 1 მარტი - Sputnik. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, საკარაულას ხეობაში ერთი პირის სამძებრო სამუშაოებში გრძელდება, იუწყება ქართული მედია.
სამი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გუშინ დაიწყო. მწყემსებს საკრაულას ხეობაში ნახირი ჰყავდათ გაყვანილი და უხვი ნალექის გამო მათთან კომუნიკაცია ვერ ხერხდებოდა.
მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსამანაშვილის ინფორმაციით, სამი მწყემსიდან ორის ადგილსამყოფელთან მაშველები უკვე მივიდნენ. მათგან ერთი მაშველებმა ხეობიდან გამოიყვანეს, მეორე კი საკუთარი ნებით დარჩა ადგილზე. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მესამე მწყემსის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება. ხარაგაულის მერის განცხადებით, მისი ადგილსამყოფელის დადგენა სპეციალური დრონებით ხდება.
სამძებრო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები გუშინვე ჩაერთვნენ და ტერიტორიების მონიტორინგი დრონებით განხორციელდა.
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, მათ შორის იმერეთში, ინტენსიური თოვა 22 თებერვალს დაიწყო, რამაც მოსახლეობას უამრავი პრობლემა შეუქმნა.
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობს შსს-ს ყველა შესაბამისი დანაყოფი. იმერეთში სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ძალები. ჯარისკაცები და სამხედრო ტექნიკა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში არიან განაწილებულები.