https://sputnik-georgia.com/20250301/saqartvelos-premier-ministrma-trampis-kritikasi-dif-steitis-kvali-dainaxa-292313361.html
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტრამპის კრიტიკაში „დიფ სთეითის“ კვალი დაინახა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტრამპის კრიტიკაში „დიფ სთეითის“ კვალი დაინახა
Sputnik საქართველო
გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, ვის უნდა მშვიდობა და აწუხებს უკრაინელების ბედი და ვის უნდა ომი, განაცხადა კობახიძემ. 01.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-01T17:09+0400
2025-03-01T17:09+0400
2025-03-01T17:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/0d/290878285_0:0:2049:1153_1920x0_80_0_0_fdec4be4d97386d91f08f42852a24b72.jpg
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის მკაფიო ზღვარი გაივლო, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპელი ლიდერების მხრიდან აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კრიტიკაზე საპასუხოდ.ვაშინგტონში ტრამპის და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის ჩაშლის შემდეგ, ევროპელმა პოლიტიკოსებმა და ევროკავშირის ლიდერებმა ზელენსკის და უკრაინის პოზიციას მხარდაჭერა გამოუცხადეს.პრემიერმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ტრამპი და მისი სამშვიდობო ძალისხმევა ერთმანეთის მიყოლებით დაგმეს ადამიანებმა, რომლებიც პასუხისმგებელი არიან უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე.„გლობალურმა ომის პარტიამ პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ მყისიერად დაამობილიზა ჩვენთვის კარგად ნაცნობი სპიკერები - ჯინ შაჰინით დაწყებული, ბრიუსელის მრავალრიცხოვანი ჩინოვნიკებით დამთავრებული“, - განაცხადა კობახიძემ.გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე, აღნიშნა მან.მმართველ პარტიაში Deep state-ს ასევე უწოდებენ „გლობალური ომის პარტიას" - „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც ამერიკისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე პრინციპული გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.პრემიერმა აღნიშნა, რომ ბრძოლა ომის პარტიასა და მშვიდობის მოსურნე ძალებს შორის გადამწყვეტ ფაზაში შედის, და გამოთქვა იმედი, რომ ეს ბრძოლა მშვიდობის გამარჯვებით დასრულდება.აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა პარასკევს ვაშინგტონში გაიმართა და კამათში გადაიზარდა. იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა გაუქმდა და ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთთან კონფლიქტის მოგვარების სურვილი არ დაანახა.მანამდე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა ვერ მიიღებს უსაფრთხოების მნიშვნელოვან გარანტიებს შეერთებული შტატებისგან რესურსების შეთანხმების ნაწილში და შესაძლოა დაივიწყოს ნატოში გაწევრიანება.იმავდროულად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა იანვარში რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების მიზანი არ უნდა იყოს ხანმოკლე ცეცხლის შეწყვეტა და შესვენება ძალების გადაჯგუფებისა და შემდგომი გადაიარაღებისთვის კონფლიქტის შემდგომი ესკალაციისთვის, არამედ მიზანი უნდა უყოს გრძელვადიანი მშვიდობა.მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება გააგრძელებს ბრძოლას რუსი ხალხის ინტერესებისთვის, სწორედ ეს არის სპეცოპერაციის აზრი. უკრაინაში მშვიდობა, როგორც პუტინმა აღნიშნა, უნდა ეფუძნებოდეს „ამ რეგიონში მცხოვრები ყველა ადამიანის, ყველა ერის ლეგიტიმური ინტერესების პატივისცემას“.
საქართველო
უკრაინა
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/0d/290878285_63:0:1820:1318_1920x0_80_0_0_e21a8f0a32a900c69ab03c2cc02d02e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , აშშ
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , აშშ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტრამპის კრიტიკაში „დიფ სთეითის“ კვალი დაინახა
გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, ვის უნდა მშვიდობა და აწუხებს უკრაინელების ბედი და ვის უნდა ომი, განაცხადა კობახიძემ.
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის მკაფიო ზღვარი გაივლო, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპელი ლიდერების მხრიდან აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კრიტიკაზე საპასუხოდ.
ვაშინგტონში ტრამპის და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის ჩაშლის შემდეგ, ევროპელმა პოლიტიკოსებმა და ევროკავშირის ლიდერებმა ზელენსკის და უკრაინის პოზიციას მხარდაჭერა გამოუცხადეს.
„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო მკაფიო ზღვარი ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის. ვგულისხმობ არა იმდენად ტრამპისა და ზელენსკის პოლემიკას, რამდენადაც შემდგომ გამოხმაურებას ამ პოლემიკაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ტრამპი და მისი სამშვიდობო ძალისხმევა ერთმანეთის მიყოლებით დაგმეს ადამიანებმა, რომლებიც პასუხისმგებელი არიან უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე.
„გლობალურმა ომის პარტიამ პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ მყისიერად დაამობილიზა ჩვენთვის კარგად ნაცნობი სპიკერები - ჯინ შაჰინით დაწყებული, ბრიუსელის მრავალრიცხოვანი ჩინოვნიკებით დამთავრებული“, - განაცხადა კობახიძემ.
გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე, აღნიშნა მან.
„გამოჩნდა ისიც, რომ გლობალური ომის პარტია და „დიფ სთეითი“ ომს ასე მარტივად არ შეელევიან. კიდევ ერთხელ დამტკიცდა ისიც, რასაც სამი წელი ვამტკიცებდით - აშშ და გლობალური ომის პარტია ორი სხვადასხვა მოცემულობაა“, - განაცხადა პრემიერმა.
მმართველ პარტიაში Deep state-ს ასევე უწოდებენ „გლობალური ომის პარტიას" - „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც ამერიკისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე პრინციპული გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ბრძოლა ომის პარტიასა და მშვიდობის მოსურნე ძალებს შორის გადამწყვეტ ფაზაში შედის, და გამოთქვა იმედი, რომ ეს ბრძოლა მშვიდობის გამარჯვებით დასრულდება.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა პარასკევს ვაშინგტონში გაიმართა და კამათში გადაიზარდა. იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა გაუქმდა და ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთთან კონფლიქტის მოგვარების სურვილი არ დაანახა.
მანამდე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა ვერ მიიღებს უსაფრთხოების მნიშვნელოვან გარანტიებს შეერთებული შტატებისგან რესურსების შეთანხმების ნაწილში და შესაძლოა დაივიწყოს ნატოში გაწევრიანება.
იმავდროულად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა იანვარში რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების მიზანი არ უნდა იყოს ხანმოკლე ცეცხლის შეწყვეტა და შესვენება ძალების გადაჯგუფებისა და შემდგომი გადაიარაღებისთვის კონფლიქტის შემდგომი ესკალაციისთვის, არამედ მიზანი უნდა უყოს გრძელვადიანი მშვიდობა.
მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება გააგრძელებს ბრძოლას რუსი ხალხის ინტერესებისთვის, სწორედ ეს არის სპეცოპერაციის აზრი. უკრაინაში მშვიდობა, როგორც პუტინმა აღნიშნა, უნდა ეფუძნებოდეს „ამ რეგიონში მცხოვრები ყველა ადამიანის, ყველა ერის ლეგიტიმური ინტერესების პატივისცემას“.