https://sputnik-georgia.com/20250301/saqartvelos-ekonomika-zrdas-ganagrzobs-ianvris-monacemebi-292309364.html
საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს - იანვრის სტატისტიკა
საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს - იანვრის სტატისტიკა
Sputnik საქართველო
კლება მხოლოდ სამთო-მომპოვებელი მრეწველობის სფეროში დაფიქსირდა. 01.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-01T10:16+0400
2025-03-01T10:16+0400
2025-03-01T10:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24624/92/246249235_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_52a5a3b4b13608dcfb884376ad91a287.jpg
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. 2025 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,1% შეადგინა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.2024 წლის დეკემბერში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მშპ-ს რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 6,7% შეადგინა.„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის იანვარში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული და სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობა, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, გადამამუშავებელი მრეწველობა და ვაჭრობა.კლება მხოლოდ სამთო-მომპოვებელი მრეწველობის სფეროში დაფიქსირდა.საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 10,6% იყო, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%, 2024 წელს - 10,4%.რა გაიზარდა და რამდენით2025 წლის იანვრის მონაცემებით, ექსპორტი 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19,3%-ით, იმპორტი კი 45,5%-ით გაიზარდა.იანვარში ქვეყანაში 5,4 ათასი ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 1,6%-ით ნაკლებია გასული წლის დეკემბერთან შედარებით.„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, კლება ძირითადად შპს-ის რაოდენობის რეგისტრაციის შემცირებით არის განპირობებული.თოდრაძის თქმით, სამშენებლო სექტორის ზრდა დაკავშირებულია მშენებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების რაოდენობის ზრდასთან, ასევე სპეციალიზებულ სამშენებლო სამუშაოებთან.ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორის ზრდა დაკავშირებულია როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო ტრანსპორტის ზრდასთან. ზრდა დაფიქსირდა როგორც სამგზავრო გადაზიდვებში, ასევე ტვირთების სატრანსპორტო დამუშავების კუთხით. გაიზარდა სახმელეთო ტრანსპორტით სატვირთო გადაზიდვების რაოდენობაც.პროფესიული და სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობის ზრდა დაკავშირებულია ბიზნესის მართვის საკითხებზე საკონსულტაციო მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან, ასევე ბუღალტრული, სააღრიცხვო, სარეკლამო და აუდიტორული კომპანიების შემოსავლების ზრდასთან.საინფორმაციო და საკომუნიკაციო სექტორის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებით და ზოგადად IT-კონსალტინგის გაფართოებით.გადამამუშავებელ მრეწველობაში ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ბეტონისა და ცემენტის, ასევე საკვები პროდუქტების წარმოებისა ზრდით, ასევე სასუქების წარმოების ზრდით.ვაჭრობის ზრდა განპირობებული იყო ბუნებრივი აირით და საწვავით, ავტომობილებითა და ავტონაწილებით, საკვებით, სასმელებითა და თამბაქოს ნაწარმით საბითუმო და საცალო ვაჭრობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24624/92/246249235_259:0:2930:2003_1920x0_80_0_0_dd715e1a2c047d3da6ffc4fda69c962c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს - იანვრის სტატისტიკა
კლება მხოლოდ სამთო-მომპოვებელი მრეწველობის სფეროში დაფიქსირდა.
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. 2025 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,1% შეადგინა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
2024 წლის დეკემბერში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მშპ-ს რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 6,7% შეადგინა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის იანვარში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული და სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობა, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, გადამამუშავებელი მრეწველობა და ვაჭრობა.
კლება მხოლოდ სამთო-მომპოვებელი მრეწველობის სფეროში დაფიქსირდა.
საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 10,6% იყო, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%, 2024 წელს - 10,4%.
2025 წლის იანვრის მონაცემებით, ექსპორტი 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19,3%-ით, იმპორტი კი 45,5%-ით გაიზარდა.
იანვარში ქვეყანაში 5,4 ათასი ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 1,6%-ით ნაკლებია გასული წლის დეკემბერთან შედარებით.
„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, კლება ძირითადად შპს-ის რაოდენობის რეგისტრაციის შემცირებით არის განპირობებული.
„დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 14,7%-ით გაიზარდა და 12,2 მლრდ ლარი შეადგინა“, - განაცხადა თოდრაძემ.
თოდრაძის თქმით, სამშენებლო სექტორის ზრდა დაკავშირებულია მშენებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების რაოდენობის ზრდასთან, ასევე სპეციალიზებულ სამშენებლო სამუშაოებთან.
ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორის ზრდა დაკავშირებულია როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო ტრანსპორტის ზრდასთან. ზრდა დაფიქსირდა როგორც სამგზავრო გადაზიდვებში, ასევე ტვირთების სატრანსპორტო დამუშავების კუთხით. გაიზარდა სახმელეთო ტრანსპორტით სატვირთო გადაზიდვების რაოდენობაც.
პროფესიული და სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობის ზრდა დაკავშირებულია ბიზნესის მართვის საკითხებზე საკონსულტაციო მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან, ასევე ბუღალტრული, სააღრიცხვო, სარეკლამო და აუდიტორული კომპანიების შემოსავლების ზრდასთან.
საინფორმაციო და საკომუნიკაციო სექტორის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებით და ზოგადად IT-კონსალტინგის გაფართოებით.
გადამამუშავებელ მრეწველობაში ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ბეტონისა და ცემენტის, ასევე საკვები პროდუქტების წარმოებისა ზრდით, ასევე სასუქების წარმოების ზრდით.
ვაჭრობის ზრდა განპირობებული იყო ბუნებრივი აირით და საწვავით, ავტომობილებითა და ავტონაწილებით, საკვებით, სასმელებითა და თამბაქოს ნაწარმით საბითუმო და საცალო ვაჭრობით.