https://sputnik-georgia.com/20250301/gudauri-kobis-monakvetze-msubuqi-avtogtransportis-mozraoba-ardga-292313699.html
გუდაური–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
გუდაური–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
Sputnik საქართველო
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს 01.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-01T17:41+0400
2025-03-01T17:41+0400
2025-03-01T17:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ვითარება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24502/29/245022947_0:89:2001:1214_1920x0_80_0_0_6bbe35a127b197904531407b4b2376bb.jpg.webp
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში. დეპარტამენტის ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით კვლავ აკრძალულია. მლეთა-გუდაურის, გუდაური (ფოსტა)-კობისა და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონის გამო გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუშინ აიკრძალა. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი "ყაზბეგი"–"ზემო ლარსი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24502/29/245022947_130:0:1869:1304_1920x0_80_0_0_20bb1028969fd019c99a848d1d0fd153.jpg.webpSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე
გუდაური–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
დეპარტამენტის ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით კვლავ აკრძალულია.
მლეთა-გუდაურის, გუდაური (ფოსტა)-კობისა და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონის გამო გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუშინ აიკრძალა.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი "ყაზბეგი"–"ზემო ლარსი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.