https://sputnik-georgia.com/20250301/2025-wels-ekonomikis-zrda-yvela-prognozs-gadaawarbebs-ministris-moadgile-292310938.html
2025 წელს ეკონომიკის ზრდა ყველა პროგნოზს გადააჭარბებს - მინისტრის მოადგილე
2025 წელს ეკონომიკის ზრდა ყველა პროგნოზს გადააჭარბებს - მინისტრის მოადგილე
Sputnik საქართველო
წელს არაერთი ახალი ინიციატივა გაჟღერდება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტრუქტურულ გაუმჯობესებას, განაცხადა მინისტრის მოადგილემ 01.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-01T10:55+0400
2025-03-01T10:55+0400
2025-03-01T10:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283818372_0:189:3304:2048_1920x0_80_0_0_479e1411c637bf5c7ed68408f328c857.jpg.webp
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. 2025 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ამას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა. ამავე ხედვა აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკსაც.მისივე თქმით, 2025 წელი ეკონომიკური აქტივობის საკმაოდ მაღალი ტემპით დაიწყო, იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 11,1% შეადგინა.„აქვე აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო ასევე საგარეო ვაჭრობის მხრივ დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები, აქ გამოვყოფდი ექსპორტის დაახლოებით 20%-იან ზრდას, რომლის მოცულობამაც 404 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ასევე ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია შიდა ტურიზმის კუთხით დაფიქსირებული ტენდენციები“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.2025 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,1% შეადგინა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის იანვარში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული და სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობა, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, გადამამუშავებელი მრეწველობა და ვაჭრობა.კლება მხოლოდ სამთო-მომპოვებელი მრეწველობის სფეროში დაფიქსირდა.საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 10,6% იყო, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%, 2024 წელს - 10,4%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283818372_990:312:3304:2048_1920x0_80_0_0_7c732aeedd0ee3ce17d8775a241dd4d3.jpg.webpSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
2025 წელს ეკონომიკის ზრდა ყველა პროგნოზს გადააჭარბებს - მინისტრის მოადგილე
წელს არაერთი ახალი ინიციატივა გაჟღერდება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტრუქტურულ გაუმჯობესებას, განაცხადა მინისტრის მოადგილემ
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. 2025 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ამას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა. ამავე ხედვა აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკსაც.
„ჩვენი მოლოდინია, რომ 2025 წელს ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ამას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, წელს არაერთი ახალი ინიციატივა იქნება გაჟღერებული, რომლებიც ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტრუქტურულ გაუმჯობესებას და მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას“, - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.
მისივე თქმით, 2025 წელი ეკონომიკური აქტივობის საკმაოდ მაღალი ტემპით დაიწყო, იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 11,1% შეადგინა.
„აქვე აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო ასევე საგარეო ვაჭრობის მხრივ დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები, აქ გამოვყოფდი ექსპორტის დაახლოებით 20%-იან ზრდას, რომლის მოცულობამაც 404 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ასევე ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია შიდა ტურიზმის კუთხით დაფიქსირებული ტენდენციები“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
2025 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,1% შეადგინა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის იანვარში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული და სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობა, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, გადამამუშავებელი მრეწველობა და ვაჭრობა.
კლება მხოლოდ სამთო-მომპოვებელი მრეწველობის სფეროში დაფიქსირდა.
საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 10,6% იყო, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%, 2024 წელს - 10,4%.