https://sputnik-georgia.com/20250228/imeretsi-stiqiis-salikvidacio-samusaoebi-grzeldeba-292301637.html
იმერეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
იმერეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
Sputnik საქართველო
დიდთოვლობამ დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონი დააზარალა. 28.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-28T15:33+0400
2025-02-28T15:33+0400
2025-02-28T15:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
იმერეთი
სტიქიური მოვლენები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/09/273755600_0:229:1200:904_1920x0_80_0_0_7679bb4299c7e4139d46098477f892b1.jpg
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. იმერეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება - გაიხსნა 45 ჩაკეტილი სოფელი, ნათქვამია იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ინტენსიური თოვა 22 თებერვალს დაიწყო, რამაც მოსახლეობას უამრავი პრობლემა შეუქმნა. უწყების ცნობით, დილიდან იმერეთში 150 ერთეული ტექნიკით სამუშაოები ისევ განახლდა, რათა დარჩენილ 60 სოფელშიც შევიდეს ტექნიკა. იმერეთის რეგიონში ნაწილობრივ აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება, დარჩენილია 9120 აბონენტი. ამ დროისთვის კვლავ შეწყვეტილია სასწავლო პროცესი სკოლებისა და ბაღების ნაწილში. დიდთოვლობამ დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონი - აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, გურია დააზარალა - მუშაობა შეწყვიტა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში შეჩერდა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, ჩახერგილია ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები, ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლები, შეფერხებულია ენერგო და გაზმომარაგება. დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობს შსს-ს ყველა შესაბამისი დანაყოფი. იმერეთში სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ძალები. ჯარისკაცები და სამხედრო ტექნიკა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში არიან განაწილებულები.
საქართველო
იმერეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/09/273755600_0:117:1200:1017_1920x0_80_0_0_fbf58d9b38985d3c94e03bdc898e333a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, იმერეთი , სტიქიური მოვლენები
ახალი ამბები, საქართველო, იმერეთი , სტიქიური მოვლენები
იმერეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
დიდთოვლობამ დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონი დააზარალა.
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. იმერეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება - გაიხსნა 45 ჩაკეტილი სოფელი, ნათქვამია იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ინტენსიური თოვა 22 თებერვალს დაიწყო, რამაც მოსახლეობას უამრავი პრობლემა შეუქმნა.
უწყების ცნობით, დილიდან იმერეთში 150 ერთეული ტექნიკით სამუშაოები ისევ განახლდა, რათა დარჩენილ 60 სოფელშიც შევიდეს ტექნიკა.
„როგორც იცით, იმერეთის ხუთ მუნიციპალიტეტში იყო კრიტიკული სიტუაცია. ბოლო დღეების განმავლობაში არ გაჩერებულა არც ტექნიკა და არც შესაბამისი სამსახურები ბოლომდე მივიყვანთ გაწმენდით სამუშაოებს და გავწმენდთ არამარტო ცენტრალურ გზებს, არამედ უბნებსა და საუბნო გზებსაც. ყველა იმ საჭიროებაზე, რაც იქნება ჩვენი მოსახლეობის წინაშე, რა თქმა უნდა, ვრეაგირებთ", - განაცხადა „ქართული ოცნების" ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის დელეგატმა პარლამენტში ზვიად შალამბერიძემ.
იმერეთის რეგიონში ნაწილობრივ აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება, დარჩენილია 9120 აბონენტი. ამ დროისთვის კვლავ შეწყვეტილია სასწავლო პროცესი სკოლებისა და ბაღების ნაწილში.
დიდთოვლობამ დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონი - აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, გურია დააზარალა - მუშაობა შეწყვიტა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში შეჩერდა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, ჩახერგილია ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები, ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლები, შეფერხებულია ენერგო და გაზმომარაგება.
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობს შსს-ს ყველა შესაბამისი დანაყოფი. იმერეთში სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ძალები. ჯარისკაცები და სამხედრო ტექნიკა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში არიან განაწილებულები.