https://sputnik-georgia.com/20250228/gamwvirvalobis-kanonis-amerikuli-versia-dasaxvewia-premieri-292299296.html
„გამჭვირვალობის“ კანონის ამერიკული ვერსია დასახვეწია - პრემიერი
„გამჭვირვალობის“ კანონის ამერიკული ვერსია დასახვეწია - პრემიერი
Sputnik საქართველო
ამერიკული კანონის, FARA-ს (Foreign Agents Registration Act) ქართული თარგმანი პარლამენტში კანონპროექტის სახით შევიდა. 28.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-28T11:40+0400
2025-02-28T11:40+0400
2025-02-28T11:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291595037_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_3c27571fb6750a70f44faa9ec3a905e6.jpg
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. „გამჭვირვალობის“ კანონის ამერიკული ვერსია ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა დაიხვეწოს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.ამერიკული კანონის, FARA-ს (Foreign Agents Registration Act) ქართული თარგმანი პარლამენტში კანონპროექტის სახით შევიდა.FARA-ს (Foreign Agents Registration Act) ამერიკული ვერსია ითვალისწინებს უცხოური აგენტის სტატუსს არამხოლოდ უცხოური დაფინანსების მქონე არაკომერციული იურიდიული პირთათვის, არამედ ყველასათვის, მათ შორის ფიზიკური პირებისთვის. შეუსრულებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საქართველოსა და დასავლეთს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. დასავლეთის წარმომადგენლები თვლიან, რომ კანონი არ შეესაბამება დემოკრატიის ნორმებს, ხოლო საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კანონი მხოლოდ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფისკენაა მიმართული და ბევრად უფრო რბილია, ვიდრე მისი დასავლური ანალოგები.მასობრივი პროტესტისა და დასავლეთის ქვეყნების კრიტიკის მიუხედავად საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღეს და ის ძალაში 2024 წლის 3 ივნისს შევიდა.არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების ნაწილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა ახალი კანონის წინააღმდეგ, მიიჩნიეს რა, რომ იგი ადამიანის უფლებებს არღვევს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291595037_39:0:1178:854_1920x0_80_0_0_e67c0c350719c74b2f6b7e1321bd3c24.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
„გამჭვირვალობის“ კანონის ამერიკული ვერსია დასახვეწია - პრემიერი
ამერიკული კანონის, FARA-ს (Foreign Agents Registration Act) ქართული თარგმანი პარლამენტში კანონპროექტის სახით შევიდა.
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. „გამჭვირვალობის“ კანონის ამერიკული ვერსია ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა დაიხვეწოს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ამერიკული კანონის, FARA-ს (Foreign Agents Registration Act) ქართული თარგმანი პარლამენტში კანონპროექტის სახით შევიდა.
„ეს არის საკმაოდ უხეში კანონი, მე იმედი მინდა გამოვთქვა, რომ პარლამენტში დაიხვეწება ამერიკული „ფარას“ კანონი და მოვა შესაბამისობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
FARA-ს (Foreign Agents Registration Act) ამერიკული ვერსია ითვალისწინებს უცხოური აგენტის სტატუსს არამხოლოდ უცხოური დაფინანსების მქონე არაკომერციული იურიდიული პირთათვის, არამედ ყველასათვის, მათ შორის ფიზიკური პირებისთვის. შეუსრულებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საქართველოსა და დასავლეთს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. დასავლეთის წარმომადგენლები თვლიან, რომ კანონი არ შეესაბამება დემოკრატიის ნორმებს, ხოლო საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კანონი მხოლოდ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფისკენაა მიმართული და ბევრად უფრო რბილია, ვიდრე მისი დასავლური ანალოგები.
მასობრივი პროტესტისა და დასავლეთის ქვეყნების კრიტიკის მიუხედავად საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღეს და ის ძალაში 2024 წლის 3 ივნისს შევიდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების ნაწილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა ახალი კანონის წინააღმდეგ, მიიჩნიეს რა, რომ იგი ადამიანის უფლებებს არღვევს.