https://sputnik-georgia.com/20250228/gaero-momxrea-ruset-amerikis-molaparakebebi-stambolsi-292301077.html
გაერო მომხრეა - რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებები სტამბოლში
გაერო მომხრეა - რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებები სტამბოლში
Sputnik საქართველო
გაერო მიესალმება დათბობას ამერიკულ-რუსულ ურთიერთობებში, რომელიც სადავო საკითხების გადაჭრას შეუწყობს ხელს 28.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-28T13:41+0400
2025-02-28T13:41+0400
2025-02-28T13:41+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ
რუსეთი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/06/285464505_0:0:2112:1188_1920x0_80_0_0_7613d51bfe92bef7b64a2139d5a1dd58.png.webp
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა სტეფან დუჟარიკმა მოსკოვისა და ვაშინგტონის სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების კომენტირებისას განაცხადა, რომ გაერო მიესალმება დიალოგს რუსეთის ფედერაციასა და შეერთებულ შტატებს შორის, იუწყება „რია ნოვოსტი“.ხუთშაბათს სტამბოლში გაიმართა რუსულ-ამერიკული შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა ორმხრივ ურთიერთობებში სადავო საკითხებს და მოსკოვსა და ვაშინგტონში საელჩოების მუშაობაში არსებულ სირთულეებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოლაპარაკებების დაწყებამდე იმედი გამოთქვა, რომ მათი შედეგები აჩვენებს, თუ რამდენად სწრაფად და ეფექტურად შეძლებენ მხარეები წინსვლას მიმდინარე საკითხების გადაწყვეტაში.მოლაპარაკებები დაიწყო 27 თებერვალს, დაახლოებით 10:00 საათზე (მოსკოვის დროით) აშშ-ის გენერალური კონსულის რეზიდენციაში არნავუტკოის რაიონში ბოსფორის სანაპიროზე. რუსულმა დელეგაციამ რეზიდენცია მიკროავტობუსით 16:20 საათზე დატოვა. პრესისთვის განცხადებები არ გაკეთებულა.მოსკოვი იმედოვნებს, რომ რუსულ-ამერიკულ შეხვედრას დიპლომატიური მისიების მუშაობაზე სხვა ასეთი შეხვედრებიც მოყვება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.კითხვაზე, ვინ იმყოფება სტამბოლში რუსულ დელეგაციაში, ზახაროვამ განაცხადა, რომ ესენი არიან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც რუსულ-ამერიკული ურთიერთობებს კურირებენ.ფედერაციების საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკო დარწმუნებულია, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დიპმისიების აღდგენაზე წარმატებული იქნება.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/06/285464505_264:0:1848:1188_1920x0_80_0_0_7da9482e7a54d9c428505080936f16de.png.webpSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , რუსეთი, პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , რუსეთი, პოლიტიკა
გაერო მომხრეა - რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებები სტამბოლში
გაერო მიესალმება დათბობას ამერიკულ-რუსულ ურთიერთობებში, რომელიც სადავო საკითხების გადაჭრას შეუწყობს ხელს
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა სტეფან დუჟარიკმა მოსკოვისა და ვაშინგტონის სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების კომენტირებისას განაცხადა, რომ გაერო მიესალმება დიალოგს რუსეთის ფედერაციასა და შეერთებულ შტატებს შორის, იუწყება „რია ნოვოსტი“.
ხუთშაბათს სტამბოლში გაიმართა რუსულ-ამერიკული შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა ორმხრივ ურთიერთობებში სადავო საკითხებს და მოსკოვსა და ვაშინგტონში საელჩოების მუშაობაში არსებულ სირთულეებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოლაპარაკებების დაწყებამდე იმედი გამოთქვა, რომ მათი შედეგები აჩვენებს, თუ რამდენად სწრაფად და ეფექტურად შეძლებენ მხარეები წინსვლას მიმდინარე საკითხების გადაწყვეტაში.
„შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის გადაუწყვეტელი საკითხების დარეგულირებაზე ნებისმიერი დიალოგი მისასალმებელია", - განაცხადა დუჟარიკმა.
მოლაპარაკებები დაიწყო 27 თებერვალს, დაახლოებით 10:00 საათზე (მოსკოვის დროით) აშშ-ის გენერალური კონსულის რეზიდენციაში არნავუტკოის რაიონში ბოსფორის სანაპიროზე. რუსულმა დელეგაციამ რეზიდენცია მიკროავტობუსით 16:20 საათზე დატოვა. პრესისთვის განცხადებები არ გაკეთებულა.
მოსკოვი იმედოვნებს, რომ რუსულ-ამერიკულ შეხვედრას დიპლომატიური მისიების მუშაობაზე სხვა ასეთი შეხვედრებიც მოყვება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
კითხვაზე, ვინ იმყოფება სტამბოლში რუსულ დელეგაციაში, ზახაროვამ განაცხადა, რომ ესენი არიან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც რუსულ-ამერიკული ურთიერთობებს კურირებენ.
ფედერაციების საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკო დარწმუნებულია, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დიპმისიების აღდგენაზე წარმატებული იქნება.