https://sputnik-georgia.com/20250227/sursatis-erovnulma-saagentom-1300-mde-safutkre-meurneoba-daaregistrira-292287047.html
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1300-მდე საფუტკრე მეურნეობა დაარეგისტრირა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1300-მდე საფუტკრე მეურნეობა დაარეგისტრირა
Sputnik საქართველო
საფუტკრე მეურნეობების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს, აცხადებენ უწყებაში 27.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-27T12:21+0400
2025-02-27T12:21+0400
2025-02-27T12:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/19/272466370_0:61:1280:781_1920x0_80_0_0_583e202731f6d5fc3c986d94694a1cbe.jpg
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა 1300-მდე საფუტკრე მეურნეობა დაარეგისტრირეს, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. რეგისტრირებული საფუტკრე მეურნეობები 53 ათასზე მეტ სკას მოიცავს.საფუტკრე მეურნეობების რეგისტრაცია 2023 წლის 1 იანვრიდან გახდა სავალდებულო, რაც ხელს უწყობს მეფუტკრეების მიერ წარმოებული პროდუქციის მიკვლევადობას, შესაბამისად, კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას. „აღსანიშნავია დარგობრივი ასოციაციების აქტიური ჩართულობა მიმდინარე პროცესში. ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა არაერთი საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც მეფუტკრე ფერმერები და მეწარმეები ესწრებოდნენ", - განაცხადა ჯალაღონიამ. საფუტკრე მეურნეობების რეგისტრაციას სურსათის ეროვნული სააგენტო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ცხოველთა რეგისტრაციის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტის მხარდაჭერით ახორციელებს. საფუტკრე მეურნეობებმა რეგისტრაციისთვის სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ ან მუნიციპალურ ოფისებს უნდა მიმართონ. რეგისტრაცია უფასოა. რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/19/272466370_80:0:1201:841_1920x0_80_0_0_87bcd517330d1e69822057f24d2ac46f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1300-მდე საფუტკრე მეურნეობა დაარეგისტრირა
საფუტკრე მეურნეობების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს, აცხადებენ უწყებაში
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა 1300-მდე საფუტკრე მეურნეობა დაარეგისტრირეს, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
რეგისტრირებული საფუტკრე მეურნეობები 53 ათასზე მეტ სკას მოიცავს.
„იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის განხორციელების უმთავრესი მიზანი წარმოებული პროდუქციის მიკვლევადობის შესაძლებლობაა", - აღნიშნა ვეტერინარიის დეპარტამენტის ცხოველთა რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის სამმართველოს უფროსმა გიორგი ჯალაღონიამ.
საფუტკრე მეურნეობების რეგისტრაცია 2023 წლის 1 იანვრიდან გახდა სავალდებულო, რაც ხელს უწყობს მეფუტკრეების მიერ წარმოებული პროდუქციის მიკვლევადობას, შესაბამისად, კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას.
„აღსანიშნავია დარგობრივი ასოციაციების აქტიური ჩართულობა მიმდინარე პროცესში. ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა არაერთი საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც მეფუტკრე ფერმერები და მეწარმეები ესწრებოდნენ", - განაცხადა ჯალაღონიამ.
საფუტკრე მეურნეობების რეგისტრაციას სურსათის ეროვნული სააგენტო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ცხოველთა რეგისტრაციის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტის მხარდაჭერით ახორციელებს.
საფუტკრე მეურნეობებმა რეგისტრაციისთვის სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ ან მუნიციპალურ ოფისებს უნდა მიმართონ. რეგისტრაცია უფასოა.
რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია სურსათის ეროვნული სააგენტოს
ვებგვერდზე.