https://sputnik-georgia.com/20250227/saqartvelosi-uaxloes-dreebsi-temperatura-mkvetrad-daiklebs-292294495.html
საქართველოში უახლოეს დღეებში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს
საქართველოში უახლოეს დღეებში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს
Sputnik საქართველო
სპეციალისტების შეფასებით, საფრთხის დონე მაღალია 27.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-27T22:01+0400
2025-02-27T22:01+0400
2025-02-27T22:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
ამინდი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/1a/292259976_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_7309b2020e6f78c50dd504a408018eb1.jpg
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე 28 თებერვლიდან 2 მარტამდე მკვეთრად აცივდება - ტემპერატურა მინუს 23 გრადუსამდე დაიკლებს, იუწყებიან გარემოს ეროვნულ სააგენტოში.კერძოდ, 28 თებერვალს და 1-2 მარტს ღამის საათებში საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება: დასავლეთ საქართველოს დაბლობში -5, -10 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, -12, ქვეყნის მთიან რაიონებში -13, -18, მაღალმთიან ზონაში -18, -23 გრადუსამდე.დასავლეთ საქართველოს გზებზე ნარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან ზონაში-ზვავსაშიშროება.საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე არსებული დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -5, -10 გრადუსამდე დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/1a/292259976_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_8a424ef2be2656b1c0930184cab2bfb8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ამინდი საქართველოში, გარემოს ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, ამინდი საქართველოში, გარემოს ეროვნული სააგენტო
საქართველოში უახლოეს დღეებში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს
სპეციალისტების შეფასებით, საფრთხის დონე მაღალია
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე 28 თებერვლიდან 2 მარტამდე მკვეთრად აცივდება - ტემპერატურა მინუს 23 გრადუსამდე დაიკლებს, იუწყებიან გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
კერძოდ, 28 თებერვალს და 1-2 მარტს ღამის საათებში საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება: დასავლეთ საქართველოს დაბლობში -5, -10 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, -12, ქვეყნის მთიან რაიონებში -13, -18, მაღალმთიან ზონაში -18, -23 გრადუსამდე.
დასავლეთ საქართველოს გზებზე ნარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან ზონაში-ზვავსაშიშროება.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე არსებული დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -5, -10 გრადუსამდე დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი).