https://sputnik-georgia.com/20250227/saqartvelo-da-islandia-sahaero-mimosvlaze-setanxmdnen-292293077.html
საქართველო და ისლანდია საჰაერო მიმოსვლაზე შეთანხმდნენ
საქართველო და ისლანდია საჰაერო მიმოსვლაზე შეთანხმდნენ
Sputnik საქართველო
საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მხარეებმა ისლანდიის დედაქალაქში მოაწერეს 27.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-27T17:56+0400
2025-02-27T17:56+0400
2025-02-27T17:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
ისლანდია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/17/249789191_0:0:3343:1881_1920x0_80_0_0_f3e6f8d04c7a324a9a9100aa216ccd0e.jpg
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოსა და ისლანდიას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, იუწყება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში საქართველოსა და ისლანდიის მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მიმდინარე წლის 26 თებერვალს მოეწერა. საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა, ხოლო ისლანდიის მხრიდან - მუდმივმა სახელმწიფო მდივანმა მარტინ ეიოლფსონმა. შეთანხმება უზრუნველყოფს სამართლებრივ წინაპირობას ორ ქვეყანას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების დაწყებისთვის, რაც გაზრდის ავიაკომპანიების დაინტერესებას და ხელს შეუწყობს როგორც ფრენების არეალის გაფართოებას, ისე ტურიზმისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. შეთანხმება ძალაში ორივე მხარის მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ შევა. მასზე მუშაობა საქართველოსა და ისლანდიას შორის 2018 წელს დაიწყო. 2023 წელს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით გამართული საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მოლაპარაკებების (ICAN2023) ფარგლებში კი, მხარეთა მიერ განხორციელდა შეთანხმების პარაფირება. საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან ერთად, საქართველოსა და ისლანდიის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის სხვა აქტუალური საკითხებიც განიხილეს და გამოხატეს მზაობა განაგრძონ აქტიური კომუნიკაცია საავიაციო სფეროში ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნით.
საქართველო
ისლანდია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/17/249789191_325:0:3056:2048_1920x0_80_0_0_555c73eb13bac5cb16c2d1c5f9fb7d0b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, ისლანდია
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, ისლანდია
საქართველო და ისლანდია საჰაერო მიმოსვლაზე შეთანხმდნენ
საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მხარეებმა ისლანდიის დედაქალაქში მოაწერეს
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოსა და ისლანდიას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, იუწყება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში საქართველოსა და ისლანდიის მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მიმდინარე წლის 26 თებერვალს მოეწერა.
საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა, ხოლო ისლანდიის მხრიდან - მუდმივმა სახელმწიფო მდივანმა მარტინ ეიოლფსონმა.
შეთანხმება უზრუნველყოფს სამართლებრივ წინაპირობას ორ ქვეყანას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების დაწყებისთვის, რაც გაზრდის ავიაკომპანიების დაინტერესებას და ხელს შეუწყობს როგორც ფრენების არეალის გაფართოებას, ისე ტურიზმისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.
„საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ეფუძნება ლიბერალურ პრინციპებს და არ ითვალისწინებს შეზღუდვებს დანიშნული ავიაკომპანიების რაოდენობასა და დანიშნულების პუნქტებზე. ამასთან, დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ თავად განსაზღვრონ ფრენების ტევადობა და სიხშირე", - აღნიშულია ინფორმაციაში.
შეთანხმება ძალაში ორივე მხარის მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ შევა. მასზე მუშაობა საქართველოსა და ისლანდიას შორის 2018 წელს დაიწყო. 2023 წელს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით გამართული საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მოლაპარაკებების (ICAN2023) ფარგლებში კი, მხარეთა მიერ განხორციელდა შეთანხმების პარაფირება.
საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან ერთად, საქართველოსა და ისლანდიის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის სხვა აქტუალური საკითხებიც განიხილეს და გამოხატეს მზაობა განაგრძონ აქტიური კომუნიკაცია საავიაციო სფეროში ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნით.