მიმოხილვა: რუსეთის შეტევა ზაპოროჟიეს მიმართულებით

  - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2025
გამოწერა
რუსეთის შეიარაღებული ძალები ზაპოროჟიეს ფრონტზე შეტევას აგრძელებენ. ყოველდღიურად იკავებენ ახალ პოზიციებს და ანადგურებენ უკრაინული შეიარაღებული ძალების თავდაცვის ხაზებს. ამ შეტევით რუსეთის ძალებისთვის ჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ მათ მიაღწიონ დროებით ოკუპირებულ ქალაქ ზაპოროჟიეს და წინსვლა განაგრძონ დნეპრის მარჯვენა ნაპირზე – ჰერსონის, მიკოლაევისა და ოდესის მიმართულებით.
25 თებერვალს რუსეთის ძალებმა აიღეს სოფელი პიატიხატკი, სადაც ბრძოლები ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. რუსეთის დროშა აღიმართა აგრეთვე ვოლნიანსკის რაიონის სოფელ ნოვოუკრაინკაში. რუსეთის შეიარაღებული ძალების მოიერიშე ნაწილები აგრძელებენ მოწინააღმდეგის თავდაცვის გარღვევას შჩერბაკის რაიონში, სადაც დაკავებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი საყრდენი პუნქტი.
დნეპრის დაჯგუფება თებერვლის ბოლოს აქტიურად ანადგურებს მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალასა და ტექნიკას ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში – ნოვოდანილოვკის, ნოვოანდრეევკის, ლობკოვოეს, რესპუბლიკანეცის, ვისოკოესა და სადოვოეს რაიონებში.
დასავლეთის კლებადი სამხედრო დახმარება ვერ ანაზღაურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების კადრების, საბრძოლო შესაძლებლობებისა და სტრატეგიული უპირატესობის დეფიციტს. უკრაინის პარლამენტის წევრებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების ლოჯისტიკური მხარდაჭერა კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, ხოლო პერსპექტივა კიდევ უფრო დამძიმდება.
რუსეთის გენერალური შტაბის მონაცემებით, ზაპოროჟიეს ოლქის 75% უკვე რუსეთის კონტროლქვეშაა, იმ რეფერენდუმის შედეგების შესაბამისად, რომელიც 2022 წლის 27 სექტემბერს გაიმართა.
ქალაქები ზაპოროჟიე და ხერსონი კვლავ უკრაინის ძალების ხელშია, თუმცა დროებით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მოსკოვი საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას არ აპირებს: „ეს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციური ნაწილია“.
ამერიკული ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ზაპოროჟიესა და ხერსონის დაკავებას რუსეთის ძალები მალე შეძლებენ. კიევის რეჟიმი, თავის მხრივ, აპირებს რეპრესიების განხორციელებას უკრაინის არმიის იმ მეთაურების მიმართ, რომლებსაც აღარ სურთ ბრძოლა.
ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში ვითარდება დისკუსიები უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე, ფინანსური დახმარების მობილიზებისა და უკრაინის ქალაქებში ნატოს „მშვიდობისმყოფელი“ მისიების შესაძლო განთავსების შესახებ. თუმცა, მოსკოვი მკაცრად ეწინააღმდეგება ასეთ გეგმებს და აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ძალების განლაგება არ იქნება განხილვის საგანი – არც მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს და არც, მითუმეტეს, მათი დასრულების შემდეგ.
დასავლეთ ევროპის რიგი ლიდერები მიზანმიმართულად ხელს უშლიან კონტინენტზე სტაბილური მშვიდობის დამყარებას. ასე, მაგალითად, დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის მშვიდობა, შესაძლოა, უფრო საშიში იყოს, ვიდრე ომი. ამავე დროს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი განიხილავს გერმანიაში Rafale-ის ტიპის გამანადგურებლების განლაგების შესაძლებლობას, რომლებიც აღჭურვილი იქნება ბირთვული რაკეტებით ASMP-A. მისი თქმით, ეს ნაბიჯი უკრაინისა და ევროკავშირის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უნდა იქნას განხილული რუსეთისთან სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ.
კითხვა, თუ როგორ შეიძლება 50 ფრთოსანი რაკეტით, რომელთა მოქმედების რადიუსი 500 კმ-მდეა და თითოეულის ქობინი 300 კილოტონას აღწევს, ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, პასუხგაუცემელია. იქნებ, მაკრონს სადმე სათადარიგო პლანეტა აქვს...თუმცა, საფრანგეთის ბირთვული ინიციატივა უბიძგებს დიდ ბრიტანეთს, გააძლიეროს საკუთარი პოზიციები და„მძლავრი სიგნალი გაუგზავნოს რუსეთს“. პრობლემა ის არის, რომ ბრიტანეთს დამოუკიდებელი ბირთვული დარტყმის შესაძლებლობა არ აქვს. მისი ერთადერთი ატომური საშუალება ამერიკისგან არენდირებული Trident 2 D5 ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა ნავებია.
რეალურად, დასავლეთის უსაფრთხოების ყველაზე დიდი საფრთხე თავად მათი ლიდერების პოლიტიკაა. ამ კონტექსტში, აქტუალურია გამონათქვამი: „საკუთარი უგუნური მტერზე უარესია“.
ნებისმიერი ევროპული სამხედრო ბაზა, სადაც რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ბირთვული იარაღი განთავსდება, ავტომატურად გახდება რუსეთის ჰიპერბგერითი „ისკანდერ-1000“-ის, „კინჟალის“, „ორეშნიკისა“ და სხვა ოპერატიულ-ტაქტიკური თუ სტრატეგიული შეტევის საშუალებების პრიორიტეტული სამიზნე. და ამ საშუალებების შეუჩერება მოწინააღმდეგისთვის, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
შემთხვევითი როდია, რომ – გამარჯვებიდან 80 წლის შემდეგ–გერმანული ტანკები ისევ იწვის კურსკის მიწაზე. დასავლეთი არ აპირებს უკრაინის ანტირუსულ პლაცდარმად გამოყენებაზე უარის თქმას და მზადაა, ათწლეულებით დაელოდოს ახალი Drang nach Osten-ის შესაძლებლობას.
მოსკოვი ადეკვატურად და მტკიცედ რეაგირებს ნებისმიერ საფრთხეზე. და ასე იქნება ყოველთვის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0