https://sputnik-georgia.com/20250227/mixeil-yavelasvilma-didtovloba-oms-seadara-292291976.html
მიხეილ ყაველაშვილმა დიდთოვლობა ომს შეადარა
მიხეილ ყაველაშვილმა დიდთოვლობა ომს შეადარა
Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი აჭარაში შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო. 27.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-27T16:57+0400
2025-02-27T16:57+0400
2025-02-27T16:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
სტიქიური მოვლენები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1b/291898164_0:101:927:622_1920x0_80_0_0_022a02137920dfeb2f19409fff5a1b2f.jpg
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. როდესაც ქვეყანაში სტიქია მძვინვარებს, ეს დაახლოებით, ომის ანალოგია - ასეთ შემთხვევაში, არსებობენ ადამიანები, რომლებიც დეზინფორმაციას ეწევიან, რაც მიუღებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ინტენსიური თოვა 22 თებერვალს დაიწყო, რამაც მოსახლეობას უამრავი პრობლემა შეუქმნა.მისი თქმით, ასეთი სტიქიისგან დაზღვეული არავინაა. მთავარია შემდეგ როგორ რეაგირებ. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. „ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ქვეყანაში სრული მობილიზაციაა და გაგრძელდება მთელი ეს პერიოდი", - განაცხადა ყაველაშვილმა. დღეს საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, ქობულეთში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად შექმნილ შტაბში იმყოფებოდა, მიხეილ ყაველაშვილმა ინფორმაცია მიიღო არსებული ვითარებისა და იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციით ახორციელებს. პრეზიდენტმა ასევე მოინახულა აჭარის მაღალმთიან სოფლებში - ზენითსა და სახალვაშოში, სადაც ადგილზე გაეცანო არსებულ ვითარებას. „გარკვეული გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება მაღალმთიან აჭარაში, თუმცა ადმინისტრაციულ ერთეულებამდე მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად გრძელდება და მაქსიმუმი გაკეთდება მოსახლეობის საჭიროებების მოკლე ვადებში დასაკმაყოფილებლად", - დაწერა ყაველაშვილმა. სტიქია დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობამ დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონი - აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, გურია დააზარალა - მუშაობა შეწყვიტა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში შეჩერდა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, ჩახერგილია ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები, ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლები, შეფერხებულია ენერგო და გაზმომარაგება. დიდთოვლობას ოზურგეთისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში მსხვერპლიც მოჰყვა - სოფელ კონჭკათში 60 წლამდე მამაკაცი მეზობელს სახლის დათოვლილი სახურავის გაწმენდაში ეხმარებოდა, რა დროსაც სახურავი ჩაინგრა და მამაკაცს.ე.წ. სინკარი დაეცა - იგი ადგილზევე გარდაიცვალა. ქობულეთში კი 50 წლამდე მამაკაცი საკუთარი სახლის ეზოში გაყინული ადგილობრივებმა ნახეს. დიდთოვლობასთან დაკავშირებით გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში საკოორდინაციო შტაბი შეიქმნა. დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობს შსს-ს ყველა შესაბამისი დანაყოფი - სამაშველო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 600-მდე მეხანძრე-მაშველი და ათეულობით სპეციალური ტექნიკაა ჩართული, მათ შორის თოვლის ბურანები. სტიქიასთან ბრძოლაში ჩართულია თავდავბის ძალებიც. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით საქართველოში თოვა დღის მეორე ნახევრიდან უნდა შეწყდეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1b/291898164_0:14:927:709_1920x0_80_0_0_8e919be3ca8585372ac460faeb8c87c1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, სტიქიური მოვლენები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, სტიქიური მოვლენები
მიხეილ ყაველაშვილმა დიდთოვლობა ომს შეადარა
საქართველოს პრეზიდენტი აჭარაში შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. როდესაც ქვეყანაში სტიქია მძვინვარებს, ეს დაახლოებით, ომის ანალოგია - ასეთ შემთხვევაში, არსებობენ ადამიანები, რომლებიც დეზინფორმაციას ეწევიან, რაც მიუღებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ინტენსიური თოვა 22 თებერვალს დაიწყო, რამაც მოსახლეობას უამრავი პრობლემა შეუქმნა.
„შეიძლება პრეტენზიები ნებისმიერ ხელისუფლებასთან და მთავრობასთან გქონდეს, მაგრამ ასეთ სიტუაციაში ერთმანეთს რომ მხარში უნდა დავუდგეთ, მგონი ეს ბავშვმაც ძალიან კარგად იცის" , - აღნიშნა ყაველაშვილმა.
მისი თქმით, ასეთი სტიქიისგან დაზღვეული არავინაა. მთავარია შემდეგ როგორ რეაგირებ. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.
„ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ქვეყანაში სრული მობილიზაციაა და გაგრძელდება მთელი ეს პერიოდი", - განაცხადა ყაველაშვილმა.
დღეს საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, ქობულეთში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად შექმნილ შტაბში იმყოფებოდა,
მიხეილ ყაველაშვილმა ინფორმაცია მიიღო არსებული ვითარებისა და იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციით ახორციელებს.
„აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები და აჭარაში სიტუაცია სრულ კონტროლზეა აყვანილი. ყველა ადმინისტრაციულ ერთეულამდე მისასვლელი გზა უკვე გაწმენდილია, აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და კომუნალური სერვისების მიწოდება", - დაწერა ყაველაშვილმა სოციალურ ქსელში.
პრეზიდენტმა ასევე მოინახულა აჭარის მაღალმთიან სოფლებში - ზენითსა და სახალვაშოში, სადაც ადგილზე გაეცანო არსებულ ვითარებას.
„გარკვეული გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება მაღალმთიან აჭარაში, თუმცა ადმინისტრაციულ ერთეულებამდე მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად გრძელდება და მაქსიმუმი გაკეთდება მოსახლეობის საჭიროებების მოკლე ვადებში დასაკმაყოფილებლად", - დაწერა ყაველაშვილმა.
სტიქია დასავლეთ საქართველოში
დიდთოვლობამ დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონი - აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, გურია დააზარალა - მუშაობა შეწყვიტა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში შეჩერდა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, ჩახერგილია ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები, ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლები, შეფერხებულია ენერგო და გაზმომარაგება.
დიდთოვლობას ოზურგეთისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში მსხვერპლიც მოჰყვა - სოფელ კონჭკათში 60 წლამდე მამაკაცი მეზობელს სახლის დათოვლილი სახურავის გაწმენდაში ეხმარებოდა, რა დროსაც სახურავი ჩაინგრა და მამაკაცს.ე.წ. სინკარი დაეცა - იგი ადგილზევე გარდაიცვალა. ქობულეთში კი 50 წლამდე მამაკაცი საკუთარი სახლის ეზოში გაყინული ადგილობრივებმა ნახეს.
დიდთოვლობასთან დაკავშირებით გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში საკოორდინაციო შტაბი შეიქმნა.
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობს შსს-ს ყველა შესაბამისი დანაყოფი - სამაშველო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 600-მდე მეხანძრე-მაშველი და ათეულობით სპეციალური ტექნიკაა ჩართული, მათ შორის თოვლის ბურანები. სტიქიასთან ბრძოლაში ჩართულია თავდავბის ძალებიც.
გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით საქართველოში თოვა დღის მეორე ნახევრიდან უნდა შეწყდეს.