https://sputnik-georgia.com/20250227/intensiuri-tovis-gamo-qutaissi-satl-basebis-mozraoba-droebit-cerdeba-292286540.html
ინტენსიური თოვის გამო ქუთაისში „შატლ ბასების" მოძრაობა დროებით ჩერდება
ინტენსიური თოვის გამო ქუთაისში „შატლ ბასების" მოძრაობა დროებით ჩერდება
Sputnik საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მთელი საქართველოს მასშტაბით თოვლიანი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება. 27.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-27T11:09+0400
2025-02-27T11:09+0400
2025-02-27T11:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქუთაისი
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
სტიქიური მოვლენები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/10/274927318_0:183:837:653_1920x0_80_0_0_b7dc123d18b8b95d6e51c7ec84974d0a.jpg
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ინტენსიური თოვის გამო, აეროპორტიდან „შატლ ბასების" (SHUTTLE BUS) მოძრაობა ქუთაისის ცენტრამდე და პირიქით დროებით ჩერდება. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს. როგორც აეროპორტის განცხადებაშია აღნიშნული, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ათენიდან პირდაპირი რეისი უკვე შესრულდა. უწყება ინფორმაციას აეროპორტის ოპერირებასთან დაკავშირებით პერიოდულად განაახლებს. დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ინტენსიური თოვა 22 თებერვალს დაიწყო. დიდთოვლობამ რამდენიმე რეგიონი - აჭარა, სამეგრელო, იმერეთი და გურია დააზარალა. გუშინ დიდთოვლობის და უამინდობის, ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ცუდი ხილვადობის გამო აბუ-დაბი-ქუთაისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო. ქუთაისში გზებზე გართულებული გადაადგილების გამო გუშინ ასევე დროებით შეჩერდა ე.წ. შატლ ბასების მოძრაობა. უწყების ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხორციელდება საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო ყველა პროცედურა, ასევე სპეციალური მოყინვის საწინააღმდეგო სითხით მუშავდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები. დიდთოვლობის გამო დასავლეთ საქართველოში მუშაობა შეწყვიტა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში შეჩერდა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, ჩახერგილია ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები, ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლები, შეფერხებულია ენერგო და გაზმომარაგება. დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მატარებლების მიმოსვლა შეაჩერა „საქართველოს რკინიგზამაც“. უამინდობისა და ქარბუქის გამო ბათუმის აეროპორტიც რამდენიმე დღის განმავლობაში შეზღუდულ რეჟიმში მუშაობდა. 24 თებერვალს აეროპორტში 8 ავიარეისი გაუქმდა - ავიარეისებს მის ნაცვლად ქუთაისის აეროპორტი იღებდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მთელი საქართველოს მასშტაბით თოვლიანი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე კვლავ ყინვა, თოვლი და ქარბუქია ნავარაუდევი.
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/10/274927318_0:104:837:731_1920x0_80_0_0_6cfc3445e9a4fd59c02d1008e493515e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქუთაისი , ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, სტიქიური მოვლენები
ახალი ამბები, საქართველო, ქუთაისი , ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, სტიქიური მოვლენები
ინტენსიური თოვის გამო ქუთაისში „შატლ ბასების" მოძრაობა დროებით ჩერდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მთელი საქართველოს მასშტაბით თოვლიანი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება.
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ინტენსიური თოვის გამო, აეროპორტიდან „შატლ ბასების" (SHUTTLE BUS) მოძრაობა ქუთაისის ცენტრამდე და პირიქით დროებით ჩერდება. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.
როგორც აეროპორტის განცხადებაშია აღნიშნული, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ათენიდან პირდაპირი რეისი უკვე შესრულდა.
უწყება ინფორმაციას აეროპორტის ოპერირებასთან დაკავშირებით პერიოდულად განაახლებს.
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ინტენსიური თოვა 22 თებერვალს დაიწყო. დიდთოვლობამ რამდენიმე რეგიონი - აჭარა, სამეგრელო, იმერეთი და გურია დააზარალა.
გუშინ დიდთოვლობის და უამინდობის, ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ცუდი ხილვადობის გამო აბუ-დაბი-ქუთაისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო. ქუთაისში გზებზე გართულებული გადაადგილების გამო გუშინ ასევე დროებით შეჩერდა ე.წ. შატლ ბასების მოძრაობა.
უწყების ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხორციელდება საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო ყველა პროცედურა, ასევე სპეციალური მოყინვის საწინააღმდეგო სითხით მუშავდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები.
დიდთოვლობის გამო დასავლეთ საქართველოში მუშაობა შეწყვიტა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში შეჩერდა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, ჩახერგილია ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები, ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლები, შეფერხებულია ენერგო და გაზმომარაგება. დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მატარებლების მიმოსვლა შეაჩერა „საქართველოს რკინიგზამაც“.
უამინდობისა და ქარბუქის გამო ბათუმის აეროპორტიც რამდენიმე დღის განმავლობაში შეზღუდულ რეჟიმში მუშაობდა. 24 თებერვალს აეროპორტში 8 ავიარეისი გაუქმდა - ავიარეისებს მის ნაცვლად ქუთაისის აეროპორტი იღებდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მთელი საქართველოს მასშტაბით თოვლიანი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე კვლავ ყინვა, თოვლი და ქარბუქია ნავარაუდევი.