https://sputnik-georgia.com/20250227/dasavlet-saqartvelosi-eleqtroenergiis-miwodebis-procesi-dawyebulia-292294000.html
დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების პროცესი დაწყებულია
დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების პროცესი დაწყებულია
Sputnik საქართველო
ადგილობრივ ელექტრიკოსებთან ერთად მუშაობას აღმოსავლეთ საქართველოდან ჩასული დამატებითი ბრიგადებიც აგრძელებენ. 27.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-27T20:34+0400
2025-02-27T20:34+0400
2025-02-27T20:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/15/263779867_9:0:2466:1382_1920x0_80_0_0_711aa52128f135f6c2b7f0fbec932109.jpg.webp
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. დასავლეთ საქართველოში „ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ - აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა, ნათქვამია ენერგოგამანაწილებელი კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დასავლეთ საქართველოში რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს. უამინდობის გამო ელექტროენერგიის გარეშე ასობით აბონენტია დარჩენილი. დიდთოვლობის გამო ჩახერგილია გზებიც. გაუქმებულია მატარებლების რეისები. სკოლებსა და ბაღებში შეჩერებულია სასწავლო პროცესი. „ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, გურიის მასშტაბით, სტიქიის პიკზე ენერგომომარაგება შეზღუდული ჰქონდა აბონენტების 28-30%-ს, ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშეა აბონენტების 18-20%. აღდგენითი სამუშაოები ასევე მიმდინარეობს იმერეთში, სადაც ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება ვანის, ხარაგაულის, ბაღდათის და ზესტაფონის სოფლების ნაწილს. ხონს სრულად მიეწოდება ძაბვა. ასევე ძაბვა მიეწოდება სამეგრელოს აბონენტების უმრავლესობას. ამ დროისთვის, ელექტროენერგიით შეზღუდვით მარაგდება მხოლოდ ზუგდიდის და აბაშის სოფლების მცირე ნაწილი. საგანგებო ვითარებაში მუშაობა აქაც გრძელდება. უწყების ცნობით, აჭარის აბონენტების უმრავლესობაც სტაბილურად მარაგდება ელექტროენერგიით. ქობულეთის და ზემო აჭარის მცირე ნაწილია მხოლოდ დენის გარეშე. ხულოს მუნიციპალიტეტს სრულად მიეწოდება ელექტროენერგია. ამასთან, კომპანიის ინფორმაციით, ზოგიერთ სოფელში, შესაძლოა, გადატეხილი იყოს ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენი და ადგილზე ახალი ბოძების მიტანის საჭიროება დადგეს. ადგილობრივ ელექტრიკოსებთან ერთად მუშაობას საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ აღმოსავლეთ საქართველოდან ჩასული დამატებითი ბრიგადები. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო გზებზე სპეციალურ ტექნიკას გადაადგილება უჭირს, უმეტეს შემთხვევაში, ელექტრიკოსებს ფეხით უწევთ დაზიანების ადგილებამდე მისვლა,. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს მასშტაბით თოვლიანი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/15/263779867_316:0:2159:1382_1920x0_80_0_0_e8ec8e56f0708d474279fa7136058067.jpg.webpSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა
დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების პროცესი დაწყებულია
ადგილობრივ ელექტრიკოსებთან ერთად მუშაობას აღმოსავლეთ საქართველოდან ჩასული დამატებითი ბრიგადებიც აგრძელებენ.
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. დასავლეთ საქართველოში „ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ - აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა, ნათქვამია ენერგოგამანაწილებელი კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დასავლეთ საქართველოში რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს. უამინდობის გამო ელექტროენერგიის გარეშე ასობით აბონენტია დარჩენილი. დიდთოვლობის გამო ჩახერგილია გზებიც. გაუქმებულია მატარებლების რეისები. სკოლებსა და ბაღებში შეჩერებულია სასწავლო პროცესი.
„ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, გურიის მასშტაბით, სტიქიის პიკზე ენერგომომარაგება შეზღუდული ჰქონდა აბონენტების 28-30%-ს, ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშეა აბონენტების 18-20%.
აღდგენითი სამუშაოები ასევე მიმდინარეობს იმერეთში, სადაც ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება ვანის, ხარაგაულის, ბაღდათის და ზესტაფონის სოფლების ნაწილს. ხონს სრულად მიეწოდება ძაბვა.
ასევე ძაბვა მიეწოდება სამეგრელოს აბონენტების უმრავლესობას. ამ დროისთვის, ელექტროენერგიით შეზღუდვით მარაგდება მხოლოდ ზუგდიდის და აბაშის სოფლების მცირე ნაწილი. საგანგებო ვითარებაში მუშაობა აქაც გრძელდება.
უწყების ცნობით, აჭარის აბონენტების უმრავლესობაც სტაბილურად მარაგდება ელექტროენერგიით. ქობულეთის და ზემო აჭარის მცირე ნაწილია მხოლოდ დენის გარეშე. ხულოს მუნიციპალიტეტს სრულად მიეწოდება ელექტროენერგია.
ამასთან, კომპანიის ინფორმაციით, ზოგიერთ სოფელში, შესაძლოა, გადატეხილი იყოს ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენი და ადგილზე ახალი ბოძების მიტანის საჭიროება დადგეს.
„შესაძლოა, ზოგიერთ სოფელში გადატეხილი იყოს ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენი, რომელიც იწონის 400 კგ-ს. აქ საჭიროა სპეცტექნიკა, რომელთაც უნდა მოხდეს ახალი ბოძების შეტანა. ასეთ შემთხვევაში სამუშაოებს უფრო მეტი დრო დასჭირდება", - აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში".
ადგილობრივ ელექტრიკოსებთან ერთად მუშაობას საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ აღმოსავლეთ საქართველოდან ჩასული დამატებითი ბრიგადები.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო გზებზე სპეციალურ ტექნიკას გადაადგილება უჭირს, უმეტეს შემთხვევაში, ელექტრიკოსებს ფეხით უწევთ დაზიანების ადგილებამდე მისვლა,.
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს მასშტაბით თოვლიანი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება.