მიმოხილვა: რუსეთის შეტევა ხარკოვის ოლქში

  - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2025
გამოწერა
რუსეთის შეიარაღებული ძალები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში სტრატეგიულ და ტაქტიკურ ინიციატივას ინარჩუნებენ ფრონტის ყველა მონაკვეთზე, მათ შორის ხარკოვის ოლქის ქალაქებსა და სოფლებში. ყოველდღიურად იზრდება გათავისუფლებული ტერიტორიის ფართობი.
25 თებერვალს რუსეთის სამხედრო დაჯგუფება „სევერმა“ დაამარცხა უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი ბრიგადის ქვედანაყოფები ლიპცისა და ვოლჩანსკის რაიონებში. ლიპცის მიმართულებით რუსეთის არმიის სადაზვერვო და საარტილერიო დანაყოფები ეფექტურად ანადგურებენ უკრაინის ცოცხალ ძალასა და სამხედრო ტექნიკას. ვოლჩანსკში რუსეთის თავდასხმითი ძალები აგრძელებენ აღმოსავლეთ გარეუბნების გაწმენდას და უკრაინული ქვედანაყოფების განდევნას საცხოვრებელი კვარტლებიდან.
ერთი დღით ადრე, რუსეთის სამხედრო დაჯგუფება „ზაპადის“ ნაწილებმა გაათავისუფლეს სოფელი ტოპოლი, რომელიც მდინარე ოსკოლის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. ოსკოლის პლაცდარმის გაფართოებისას და კუპიანსკის მიმართულებით ჩრდილოეთიდან წინსვლისას, რუსეთის ძალები შევიდნენ გოლუბოვკასა და კონდრაშოვკაში, ხოლო დვურეჩნაიას დასახლებიდან კუთკოვკის მიმართულებით უტევენ.
რუსეთის არმიის ქვედანაყოფები წინსვლას აგრძელებენ ფიგოლევკას რაიონში, სადაც გადალახავენ მოწინააღმდეგის საინჟინრო ბარიერებსა და ნაღმებით გაჯერებულ ტერიტორიებს. სოფელ კალინოვოს ჩრდილო-დასავლეთით განადგურდა უკრაინის შეიარაღებული ძალების რვა საყრდენი პუნქტი, რაც შემდგომი შეტევისთვისა და ფრონტის ხაზის გასწორებისთვის პირობებს ქმნის.
რუსეთის არმიის აქტიური მოქმედებები ხარკოვის ოლქში აიძულებს უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას, დამატებითი ძალები სხვა მიმართულებებიდან გადაისროლოს, რაც მთელი „აღმოსავლეთ ფრონტის“ ჩამოშლის რისკს ზრდის.
2024 წლის მაისში ხარკოვის შეტევითი ოპერაციის დაწყებიდან დღემდე, გათავისუფლდა 50-ზე მეტი დასახლებული პუნქტი და ასეულობით კვადრატული კილომეტრის ტერიტორია. რუსეთის ძალების შეტევის სტრატეგიული მასშტაბი პირობებს ქმნის სლავიანსკო-კრამატორსკის აგლომერაციის ჩრდილოეთიდან ალყაში მოქცევისთვის და დონბასის სრულად გათავისუფლებისთვის.
ხარკოვის ოლქში რუსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი განჩევმა განაცხადა, რომ ხარკოვისა და მისი ოლქის გათავისუფლება კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთის უსაფრთხოებისთვის. 2025 წლის გაზაფხული ოპერაციის აქტიური ფაზის განხორციელებისთვის ხელსაყრელ პერიოდად მიიჩნევა.
სპეციალური სამხედრო ოპერაციის განმავლობაში რუსეთის ძალებმა გაანადგურეს 656 თვითმფრინავი, 283 ვერტმფრენი, 44 431 უპილოტო საფრენი აპარატი, 596 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 21 700-ზე მეტი ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 1 521 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და 22 007 საარტილერიო დანადგარი, მათ შორის დასავლური ქვეყნების მიერ მიწოდებული ტექნიკა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 1 მილიონზე მეტი სამხედრო დაკარგეს. მხოლოდ კურსკის მიმართულებაზე, ნახევარი წლის განმავლობაში, განადგურდა 63 000-ზე მეტი უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ნატოს სამხედრო. ბანდეროვული სახელმწიფოს დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია ჯერ არ დასრულებულა, თუმცა, სამი წლის განმავლობაში რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებული პროქსი-ომის შედეგები ამერიკელებს პარადოქსული „მშვიდობისმყოფელობისკენ“ უბიძგებს, ხოლო დასავლეთ ევროპაში სულ უფრო მეტ სასოწარკვეთას იწვევს.
ბრიტანული ლოზუნგი „უკრაინის გამარჯვების გარეშე მშვიდობა არ იქნება“, რაც რეალურად რუსეთის განდევნას მისივე ტერიტორიიდან გულისხმობდა, დღეს სულელურად და არასერიოზულად ჟღერს. The Guardian-მა აღიარა: „ბრიტანეთის დაჟინებული მოთხოვნა უკრაინის სრული გამარჯვების შესახებ შეცდომა იყო“.
გერმანიის სავარაუდო მომავალი კანცლერი, ფრიდრიხ მერცი, „საკრალურს“ შეეხო და განაცხადა, რომ ევროპას აღარ შეუძლია აშშ-ზე, როგორც მოკავშირეზე, დაყრდნობა და უსაფრთხოების სფეროში „დამოუკიდებლობის“ საჭიროებას გაუსვა ხაზი.
ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ კიევს ინერციით შესთავაზა 2025 წელს სამხედრო დახმარება – 21-დან 42 მილიარდ დოლარამდე, მაგრამ ერთ წელიწადში ამ თანხების იარაღად და საბრძოლო მასალად გარდაქმნა ტექნიკურად შეუძლებელია. ევროპელი „სამარიტელები“ კვლავ მზად არიან, უკრაინის მთელი მოსახლეობა საიქიოს გაისტუმრონ, თუმცა ისტორია სხვა მიმართულებით ვითარდება. გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, პირველად მრავალი წლის განმავლობაში, აშშ-მა არ დაუჭირა მხარი ანტირუსულ რეზოლუციას.
ახალი ისტორიული რეალობა უკვე კარს მომდგარია. რუსეთი არ გამორიცხავს უკრაინული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას, თუმცა პირდაპირ აცხადებს, რომ, უბრალოდ, „მშვიდობიანი შეთანხმება“, ფრონტის ხაზზე საბრძოლო მოქმედებების შეჩერება, სტაბილური შეთანხმებისა და კონფლიქტის მიზეზების აღმოფხვრის გარეშე, არ განიხილება. სტამბოლის „კეთილი ნების ჟესტები“ აღარ განმეორდება.
რუსეთის ძლევამოსილმა მოკავშირეებმა – ჩინეთმა, ინდოეთმა, ჩრდილოეთ კორეამ, ირანმა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებმა –ჰეგემონთან“ და მის „ხის ჯარისკაცებთან“ ურთიერთქმედებაში ფასდაუდებელი გამოცდილება მიიღეს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0