https://sputnik-georgia.com/20250226/rogor-sheicvala-pasebi-samrewvelo-produqciaze-292257194.html
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
მიმდინარე წლის იანვარში, 2024 წლის დეკემბერთან შედარებით ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,1%-ით გაიზარდა. 26.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-26T13:39+0400
2025-02-26T13:39+0400
2025-02-26T13:39+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1a/251563518_0:252:1365:1020_1920x0_80_0_0_9b74d3bce670852d52e622ac8d6a416b.jpg
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2025 წლის იანვარში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,2%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 6,1%-ით, მათ შორის ფასები სურსათზე გაიზარდა – 3,5%–ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 24,1%-ით.2025 წლის იანვარში, 2024 წლის დეკემბერთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 1%-ით გაიზარდა.ადგილობრივი წარმოებაფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე იანვარში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,8%-ით გაიზარდა.ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 11,1%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში - 2,8%-ით.ექსპორტი და იმპორტიექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი იანვარში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11,6%-ით გაიზარდა.სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 28,6%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 10,1%-ით, მათ შორის სასმელზე - 10,4%-ით.საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 4,2%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 5,9%-ით გაძვირდა.სამომხმარებლო ფასებიწლიური ინფლაციის დონემ 2025 წლის იანვარში 2% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). მიმდინარე წლის იანვარში, 2024 წლის დეკემბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,4% შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1a/251563518_154:282:1259:1110_1920x0_80_0_0_97489b30f598f984e9b09c8820fad13d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა
მიმდინარე წლის იანვარში, 2024 წლის დეკემბერთან შედარებით ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,1%-ით გაიზარდა.
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2025 წლის იანვარში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,2%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 6,1%-ით, მათ შორის ფასები სურსათზე გაიზარდა – 3,5%–ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 24,1%-ით.
2025 წლის იანვარში, 2024 წლის დეკემბერთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 1%-ით გაიზარდა.
ფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე იანვარში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,8%-ით გაიზარდა.
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 11,1%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში - 2,8%-ით.
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი იანვარში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11,6%-ით გაიზარდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 28,6%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 10,1%-ით, მათ შორის სასმელზე - 10,4%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 4,2%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 5,9%-ით გაძვირდა.
წლიური ინფლაციის დონემ 2025 წლის იანვარში 2% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). მიმდინარე წლის იანვარში, 2024 წლის დეკემბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,4% შეადგინა.