https://sputnik-georgia.com/20250226/didtovloba-saqartveloshi-bolo-cnobebi-292280058.html
დიდთოვლობა საქართველოში: ბოლო ცნობები რეგიონებიდან
დიდთოვლობა საქართველოში: ბოლო ცნობები რეგიონებიდან
Sputnik საქართველო
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში უამინდობა ხუთი დღეა გრძელდება 26.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-26T20:39+0400
2025-02-26T20:39+0400
2025-02-26T21:57+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/1a/292278661_0:103:2048:1255_1920x0_80_0_0_98eecde5c0188a0feea8856fd320cb34.jpg
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გურიაში მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა გამორიცხა, სადაც, როგორც ქვეყნის სხვა რეგიონებში, რამდენიმე დღეა თოვლი არ წყდება.დასავლეთ საქართველოს რეგიონებში თოვა 22 თებერვალს დაიწყო. სტიქიამ განსაკუთრებით გურია და აჭარა დააზარალა. ზოგიერთ რაიონში არის ბუნებრივი არისისა და ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საავტომობილო გზებზე დაწესებულია შეზღუდვები, ბაღებსა და სკოლებში შეჩერდა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი. შეზღუდვებით მუშაობს „საქართველოს რკინიგზა".პრემიერის თქმით, მოხერხდა ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომამდე მისვლა, რომელიც რამდენიმე დასახლებულ პუნქტთან ერთად გარესამყაროს იყო მოწყვეტილი.ამ სოფლების მოსახლეობას ელექტროენერგია ჯერ კიდევ არ მიეწოდება. ენერგოგამანაწილებელი კომპანია Energo-Pro Georgia-ს თანამშრომლებმა პრობლემის უახლოეს საათებში მოგვარების პირობა დადეს.პრემიერმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს დაავალა გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები უმოკლეს ვადაში დაასრულონ. სინოპტიკოსების ინფორმაციით, 27 თებერვლიდან გურიაში დღისით პლუს 4 გრადუსია მოსალოდნელი.იმერეთიამ დროისთვის იმერეთის მაღალმთიან ზონაში 150-მდე სოფელი, სადაც თოვლის საფარი ორ მეტრს აღწევს, გარესამყაროს მოწყვეტილია.ელექტროენერგია არ მიეწოდება 30 ათასამდე აბონენტს, ბუნებრივი აირი კი 237 აბონენტს. ამ დროისთვის ცენტრალური და შიდა სასოფლო გზების გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია 148 ერთეული ტექნიკა.დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ქუთაისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 4 მარტამდე შეჩერდა.კახეთიამ დროისთვის კახეთში დიდთოვლობასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოხსნილია. ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე ამ ეტაპზე ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება ნებადართულია. ამასთან, მუნიციპალიტეტებს შორის ცენტრალურ მაგისტრალებზეც ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველა ქალაქში შეუფერხებლად მუშაობს. ასევე მოიხსნა ელექტროენერგიის მიწოდებასთან შექმნილი პრობლემა - ყველა სოფელს ჩვეულ რეჟიმში მიეწოდება ელექტროენერგია.თოვლის გამო მატარებლების რეისები კვლავ გაუქმდა„საქართველოს რკინიგზამ” უამინდობის გამო 26-28 თებერვალს დაგეგმილი მატარებლების კიდევ რამდენიმე რეისი გააუქმა. მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.გაუქმდა თბილისი-ბათუმის და ბათუმი-თბილისის, ზუგდიდი-თბილისის და თბილისი-ფოთის, ბორჯომი-თბილისის და თბილისი-ბორჯომის, თბილისი-ოზურგეთი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლები და რიონი-ქუთაისის ელექტრომატარებელი.ძლიერი თოვის, ზვავსაშიშროებისა და მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო საერთაშორისო და შიდა საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/1a/292278661_119:0:1930:1358_1920x0_80_0_0_3b6864f67e4e4a84899faba33af7f1a3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
დიდთოვლობა საქართველოში: ბოლო ცნობები რეგიონებიდან
20:39 26.02.2025 (განახლებულია: 21:57 26.02.2025) დასავლეთ საქართველოს რეგიონებში უამინდობა ხუთი დღეა გრძელდება
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გურიაში მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა გამორიცხა, სადაც, როგორც ქვეყნის სხვა რეგიონებში, რამდენიმე დღეა თოვლი არ წყდება.
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში თოვა 22 თებერვალს დაიწყო. სტიქიამ განსაკუთრებით გურია და აჭარა დააზარალა. ზოგიერთ რაიონში არის ბუნებრივი არისისა და ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საავტომობილო გზებზე დაწესებულია შეზღუდვები, ბაღებსა და სკოლებში შეჩერდა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი. შეზღუდვებით მუშაობს „საქართველოს რკინიგზა".
„ევაკუაცია ნაკლებად აქტუალურია. თუმცა უკლებლივ ყველა სოფელში უნდა შევიდეთ იმისათვის, რომ მოსახლეობას ადგილზე გავუწიოთ დახმარება. ეს არის გეგმა, რომელიც გვაქვს დასახული", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, მოხერხდა ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომამდე მისვლა, რომელიც რამდენიმე დასახლებულ პუნქტთან ერთად გარესამყაროს იყო მოწყვეტილი.
ამ სოფლების მოსახლეობას ელექტროენერგია ჯერ კიდევ არ მიეწოდება. ენერგოგამანაწილებელი კომპანია Energo-Pro Georgia-ს თანამშრომლებმა პრობლემის უახლოეს საათებში მოგვარების პირობა დადეს.
პრემიერმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს დაავალა გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები უმოკლეს ვადაში დაასრულონ.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, 27 თებერვლიდან გურიაში დღისით პლუს 4 გრადუსია მოსალოდნელი.
ამ დროისთვის იმერეთის მაღალმთიან ზონაში 150-მდე სოფელი, სადაც თოვლის საფარი ორ მეტრს აღწევს, გარესამყაროს მოწყვეტილია.
ელექტროენერგია არ მიეწოდება 30 ათასამდე აბონენტს, ბუნებრივი აირი კი 237 აბონენტს. ამ დროისთვის ცენტრალური და შიდა სასოფლო გზების გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია 148 ერთეული ტექნიკა.
დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ქუთაისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 4 მარტამდე შეჩერდა.
ამ დროისთვის კახეთში დიდთოვლობასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოხსნილია. ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე ამ ეტაპზე ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება ნებადართულია. ამასთან, მუნიციპალიტეტებს შორის ცენტრალურ მაგისტრალებზეც ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველა ქალაქში შეუფერხებლად მუშაობს. ასევე მოიხსნა ელექტროენერგიის მიწოდებასთან შექმნილი პრობლემა - ყველა სოფელს ჩვეულ რეჟიმში მიეწოდება ელექტროენერგია.
თოვლის გამო მატარებლების რეისები კვლავ გაუქმდა
„საქართველოს რკინიგზამ” უამინდობის გამო 26-28 თებერვალს დაგეგმილი მატარებლების კიდევ რამდენიმე რეისი გააუქმა. მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.
გაუქმდა თბილისი-ბათუმის და ბათუმი-თბილისის, ზუგდიდი-თბილისის და თბილისი-ფოთის, ბორჯომი-თბილისის და თბილისი-ბორჯომის, თბილისი-ოზურგეთი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლები და რიონი-ქუთაისის ელექტრომატარებელი.
ძლიერი თოვის, ზვავსაშიშროებისა და მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო საერთაშორისო და შიდა საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.