რკინიგზით სატვირთო გადაზიდვები რეკორდულად გაიზარდა - ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerრკინიგზა
რკინიგზა - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2025
გამოწერა
ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება გაიზარდა 21%-ით, ქიმიკატების - 35%-ით, ხოლო მშრალი ტვირთების - 70%-ით.
თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. რკინიგზით სატვირთო ადაზიდვების მოცულობა რეკორდული ტემპით იზრდება - 2025 წლის იანვარში მან 1,1 მლნ ტონა შეადგინა, 14%-ით მეტი 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იუწყება „საქართველოს რკინიგზა".
კომპანიის ცნობით, „საქართველოს რკინიგზის" შემოსავლები სატვირთო გადაზიდვებიდან 30%-ით გაიზარდა. რაც შეეხება საკონტეინერო გადაზიდვებს, იგი 37%-ით გაიზარდა.
მათ შორის ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება გაიზარდა 21%-ით, ქიმიკატების - 35%-ით, ხოლო მშრალი ტვირთების - 70%-ით.
როგორც კომპანიაში აღნიშნეს, რომ მიზნად ისახავენ ზრდის ტენდენციის შენარჩუნებას მთელი წლის განმავლობაში.
სახელმწიფო კომპანია სს „საქართველოს რკინიგზა" ქვეყნის სტრატეგიული კომპანიაა, რომლის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი სახელმწიფოა.
„საქართველოს რკინიგზა“ ამჟამად არის როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელი. მას გადააქვს სხვადასხვა სახის ტვირთი, ძირითადად, კასპიის ზღვიდან და შუა აზიიდან შავ ზღვამდე. საქართველოს რკინიგზა უზრუნველყოფს ასევე შიდა და საერთაშორისო სამგზავრო გადაზიდვებს.
„საქართველოს რკინიგზის" ისტორია 1872 წლის 10 ოქტომბრიდან იწყება, როდესაც ფოთიდან თბილისში პირველი მატარებელი ჩამოვიდა.
ყველა ახალი ამბავი
0