https://sputnik-georgia.com/20250225/ramdenad-epeqturia-stiqiastan-dakavshirebit-gonisziebebi-ombudsmenis-gancxadeba-292252988.html
რამდენად ეფექტურია სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით ღონისძიებები? ომბუდსმენის განმარტება
რამდენად ეფექტურია სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით ღონისძიებები? ომბუდსმენის განმარტება
Sputnik საქართველო
ლევან იოსელიანი გურიაში სტიქიურ მოვლენების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო მწუხარებას გამოთქვამს. 25.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-25T22:37+0400
2025-02-25T22:37+0400
2025-02-25T22:37+0400
საქართველო
საქართველოს სახალხო დამცველი
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/19/292244553_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_f029c46f612838e7c3935063979345b0.jpg
თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. დიდთოვლობით გამოწვეულმა მძიმე პრობლემებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით პრევენციული და შემდგომი ღონისძიებების არაეფექტიანობა, ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ინტენსიური თოვა 22 თებერვალს დაიწყო. ზოგიერთ რაიონში შეიქმნა ელექტროენერგიისა და გაზმომარაგების პრობლემა. მუშაობა შეწყვიტა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა, საავტომობილო გზებზე დაწესდა შეზუდვები, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში შეჩერდა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი. ბათუმის აეროპორტი და „საქართველოს რკინიგზა" შეზღუდულ რეჟიმში მუშაობს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება, კანონმდებლობიდან გამომდინარე, ერთობლივი ძალისხმევით და სათანადო რესურსების გამოყენებით უნდა ატარებდეს შესაბამის კომპლექსურ ღონისძიებებს, მათ შორის, ბუნებრივი ფაქტორით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების დროს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, გარემოს, ქონების დაცვის მიზნით.საქართველოს სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს გურიაში დიდთოვლობის შედეგად მამაკაცის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს.დიდთოვლობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გუშინ მამაკაცი ემხვერპლა - სოფელ კონჭკათში 60 წლამდე კაცი მეზობელს სახლის დათოვლილი სახურავის გაწმენდაში ეხმარებოდა, რა დროსაც სახურავი ჩაინგრა და მამაკაცს.ე.წ. სინკარი დაეცა - იგი ადგილზევე გარდაიცვალა. როგორ ებრძვის ხელისუფლება დიდთოვლობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უწყებები სრულად მობილიზებული არიან და იღებენ ყველა საჭირო ზომას დასავლეთ საქართველოში უამინდობის შედეგად მიყენებული ზარალის პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ყველა შესაბამისი დანაყოფი დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობასთან დაკავშირებით მესამე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობს - სამაშველო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 600-მდე მეხანძრე-მაშველი და ათეულობით სპეციალური ტექნიკაა ჩართული, მათ შორის თოვლის ბურანები. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მთელი საქართველოს მასშტაბით თოვლიანი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება. სინოპტიკოსების პროგნოზით ყინვა, თოვლი და ქარბუქი ნავარაუდევია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება, დროგამოშვებით მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/19/292244553_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_c71e5c336d46e81df22139f114995ddd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
რამდენად ეფექტურია სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით ღონისძიებები? ომბუდსმენის განმარტება
ლევან იოსელიანი გურიაში სტიქიურ მოვლენების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. დიდთოვლობით გამოწვეულმა მძიმე პრობლემებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით პრევენციული და შემდგომი ღონისძიებების არაეფექტიანობა, ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ინტენსიური თოვა 22 თებერვალს დაიწყო. ზოგიერთ რაიონში შეიქმნა ელექტროენერგიისა და გაზმომარაგების პრობლემა. მუშაობა შეწყვიტა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა, საავტომობილო გზებზე დაწესდა შეზუდვები, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში შეჩერდა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი. ბათუმის აეროპორტი და „საქართველოს რკინიგზა" შეზღუდულ რეჟიმში მუშაობს.
„გურიასა და სხვა რეგიონებში დიდთოვლობით გამოწვეულმა მძიმე პრობლემებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით პრევენციული და შემდგომი ღონისძიებების არაეფექტიანობა, რაც პირველ რიგში, საგანგებო სიტუაციების მართვას, საფრთხეების იდენტიფიცირებას და მუნიციპალიტეტებში დამახასიათებელი რისკების გათვალისწინებით, შესაბამისი რისკების მართვის გეგმებს უკავშირდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება, კანონმდებლობიდან გამომდინარე, ერთობლივი ძალისხმევით და სათანადო რესურსების გამოყენებით უნდა ატარებდეს შესაბამის კომპლექსურ ღონისძიებებს, მათ შორის, ბუნებრივი ფაქტორით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების დროს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, გარემოს, ქონების დაცვის მიზნით.
„ამ დრომდე არაერთი ინფორმაცია ვრცელდება გურიის რეგიონში სოფლების გარე სამყაროსთან მოწყვეტისა და მოქალაქეების, მათ შორის, ხანდაზმულებისა და ბავშვების, უმძიმეს ვითარებაში აღმოჩენის (ელექტროენერგიის შეწყვეტის, საკვების მარაგის ამოწურვის, საცხოვრებელი სახლების ნგრევის/ნგრევის რისკების), ასევე, დაშავებული მოქალაქის თაობაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს გურიაში დიდთოვლობის შედეგად მამაკაცის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს.
დიდთოვლობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გუშინ მამაკაცი ემხვერპლა - სოფელ კონჭკათში 60 წლამდე კაცი მეზობელს სახლის დათოვლილი სახურავის გაწმენდაში ეხმარებოდა, რა დროსაც სახურავი ჩაინგრა და მამაკაცს.ე.წ. სინკარი დაეცა - იგი ადგილზევე გარდაიცვალა.
როგორ ებრძვის ხელისუფლება დიდთოვლობას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უწყებები სრულად მობილიზებული არიან და იღებენ ყველა საჭირო ზომას დასავლეთ საქართველოში უამინდობის შედეგად მიყენებული ზარალის პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ყველა შესაბამისი დანაყოფი დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობასთან დაკავშირებით მესამე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობს - სამაშველო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 600-მდე მეხანძრე-მაშველი და ათეულობით სპეციალური ტექნიკაა ჩართული, მათ შორის თოვლის ბურანები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მთელი საქართველოს მასშტაბით თოვლიანი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება. სინოპტიკოსების პროგნოზით ყინვა, თოვლი და ქარბუქი ნავარაუდევია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება, დროგამოშვებით მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით.