დიდთოვლობის გამო მატარებლების კიდევ რამდენიმე რეისი გაუქმდა

© Georgian Railwayთოვლი გზაზე
თოვლი გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2025
გამოწერა
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს
თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. „საქართველოს რკინიგზამ” უამინდობის გამო 25-26 თებერვალს დაგეგმილი მატარებლების კიდევ რამდენიმე რეისი გააუქმა, ნათქვამია კომპანიის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მთელი საქართველოს მასშტაბით თოვლიანი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება. სინოპტიკოსების პროგნოზით ყინვა, თოვლი და ქარბუქი ნავარაუდევია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.
დიდთოვლობის გამო გაუქმდა შემდეგი რეისები:
25 თებერვალი - ხაშური-ზესტაფონი
25 თებერვალი - ზესტაფონი -ხაშური
26 თებერვალი - ქუთაისი-ბათუმი
26 თებერვალი - ქუთაისი-ბათუმი
26 თებერვალი - ბათუმი-ოზურგეთი
26 თებერვალი - ხაშური-ზესტაფონი
26 თებერვალი -ხაშური-ზესტაფონი
კომპანიის ინფორმაციით, მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად ანაზღაურდებათ.
„საქართველოს რკინიგზა" მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო.
ხუთდღიანმა ინტენსიურმა თოვამ საქართველოს რამდენიმე რეგიონი - აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, გურია დააზარალა - ჩახერგილია ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები, შეფერხებულია ენერგო და გაზმომარაგება. შეზღუდულ რეჟიმში მუშაობს ბათუმის აეროპორტი.
ყველა ახალი ამბავი
0