https://sputnik-georgia.com/20250225/kanonmdeblobidan-termin-genders-amoigeben-292240134.html
კანონმდებლობიდან ტერმინებს „გენდერი“ და „გენდერული იდენტობა“ ამოიღებენ
კანონმდებლობიდან ტერმინებს „გენდერი“ და „გენდერული იდენტობა“ ამოიღებენ
Sputnik საქართველო
პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატები არიან. 25.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-25T12:56+0400
2025-02-25T12:56+0400
2025-02-25T12:56+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_f47842f6cb27d90623beae5f186a61ae.jpg
თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი გეგმავს ტერმინების „გენდერი“ და „გენდერული იდენტობა“ საქართველოს კანონმდებლობიდან ამოიღოს - შესაბამისი ცვლილებები ყველა მოქმედ კანონში განხორციელდება.ცვლილებების თანახმად, კანონებში არსებული ჩანაწერი „გენდერული საკითხები“ შეიცვლება ჩანაწერით - „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხები“, ტერმინი „გენდერის ნიშნის შეუწყნარებლობა“ შეიცვლება „ქალისა და მამაკაცის თანასწორობისადმი შეუწყნარებლობით“, კანონში გამოყენებული სიტყვები „გენდერულად მგრძნობიარე“ შეიცვლება სიტყვებით „სქესის ნიშნისადმი მგრძნობიარე“ და ასე შემდეგ.„გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონს კი სახელწოდება შეეცვლება და მას „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ კანონი დაერქმევა.პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატები არიან.საკანონმდებლო პაკეტი კომიტეტებს განსახილველად უკვე გადაეცა.„გენდერული თანასწორობის შესახებ" კანონი საქართველოს პარლამენტმა 2010 წლის 27 მარტს მიიღო. კანონი არეგულირებს უსაფრთხოების განმტკიცების, შრომის ბაზარზე თანასწორობის შექმნისა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის მექანიზმებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_107:0:1815:1281_1920x0_80_0_0_e58b4d2185634f2999951a427985a5f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
კანონმდებლობიდან ტერმინებს „გენდერი“ და „გენდერული იდენტობა“ ამოიღებენ
პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატები არიან.
თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი გეგმავს ტერმინების „გენდერი“ და „გენდერული იდენტობა“ საქართველოს კანონმდებლობიდან ამოიღოს - შესაბამისი ცვლილებები ყველა მოქმედ კანონში განხორციელდება.
ცვლილებების თანახმად, კანონებში არსებული ჩანაწერი „გენდერული საკითხები“ შეიცვლება ჩანაწერით - „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხები“, ტერმინი „გენდერის ნიშნის შეუწყნარებლობა“ შეიცვლება „ქალისა და მამაკაცის თანასწორობისადმი შეუწყნარებლობით“, კანონში გამოყენებული სიტყვები „გენდერულად მგრძნობიარე“ შეიცვლება სიტყვებით „სქესის ნიშნისადმი მგრძნობიარე“ და ასე შემდეგ.
„გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონს კი სახელწოდება შეეცვლება და მას „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ კანონი დაერქმევა.
პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატები არიან.
საკანონმდებლო პაკეტი კომიტეტებს განსახილველად უკვე გადაეცა.
„გენდერული თანასწორობის შესახებ" კანონი საქართველოს პარლამენტმა 2010 წლის 27 მარტს მიიღო. კანონი არეგულირებს უსაფრთხოების განმტკიცების, შრომის ბაზარზე თანასწორობის შექმნისა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის მექანიზმებს.