ივანიშვილის ყოფილ პატრნიორ გიორგი ბაჩიაშვილს პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2025
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბაჩიაშვილს 2-დან 5 წლამდე ვადით პეტიმრობა ემუქრება.
თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენდირექტორ გიორგი ბაჩიაშვილს სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა, ნათქვვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახალი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ დამფუძნეელ ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ ბაჩიაშვილს 2-დან 5 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
ბაჩიაშვილს თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორის პოსტი 2013 წლიდან 2019 წლის მაისამდე პერიოდში ეკავა, შემდეგ კი 2023 წლამდე იყო ამავე ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.
თანაინვესტირების ფონდმა კომპანია „GCF ლუქსემბურგთან" 2014 წლის ნოემბერში ხელი მოაწერა წერილობით შეთანხმებას, რომლითაც კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების, ასევე არსებული აქტივების სწორად და ეფექტურად მართვაზე პასუხისმგებლობა აიღო. იმავე წელს აღნიშნულმა კომპანიამ ბაჩიაშვილის ინიციატივით შპს ,,მტკვარი ჰესის“ წილი შეიძინა, რომელიც ახალციხეში მდინარე მტკვარზე ასაშენებელ ჰესის პროექტს ფლობდა.
„თავდაპირველი გათვლებით „მტკვარი ჰესი" მომგებიან საინვესტიციო პროექტს წარმოადგენდა, რომლის აშენების ღირებულება დაახლოებით 140 მლნ დოლარს შეადგენდა და ჰესი ექსპლუატაციაში 2019 წელს უნდა შესულიყო“, - ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის ცნობით, „მტკვარი ჰესის" პროექტის შეძენამდე, თანაინვესტირების ფონდის დაკვეთით, ჰესის პროექტის ექსპერტიზა და შესაბამისი კვლევები ჩატარდა, რის შედეგადაც გამოვლინდა არაერთი მნიშვნელოვანი და არსებითი ხასიათის რისკი და საფრთხეები, რომლებიც უნდა გათვალისწინებულიყო როგორც ჰესის მშენებლობის დაწყებისას, ისე მიმდინარეობის პროცესში.
გამოძიების ცნობით, ბაჩიაშვილი, როგორც თანაინვესტირების ფონდის გენდირექტორი, სრულად იყო პასუხისმგებელი „GCF ლუქსემბურგის" საინვესტიციო პროექტების და აქტივების სწორად და ეფექტურად მართვაზე, იგი არაჯეროვნად ასრულებდა მისდამი დაკისრებულ მოვალეობას და არც ჰესის მშენებლობის დაწყებისას და არც შემდგომ პერიოდში, არ მიიღო შესაბამისი და აუცილებელი ზომები იდენტიფიცირებული რისკების თუ საფრთხეების აღმოსაფხვრელად, რაც ჰესის მშენებლობის პროცესს უკავშირდებოდა.
ბაჩიაშვილის მოქმედებების შედეგად „მტკვარი ჰესის" საინვესტიციო მოცულობა და ექსპლუატაციაში შესვლის პერიოდი გაიზარდა, რაც ნეგატიურად აისახა პროექტის მომგებიანობაზე. მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 100 მლნ დოლარით - 240 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მიუხედავად კოლოსალური დანახარჯებისა, ჰესი ექსპლუატაციაში დღემდე არ შესულა, შედეგად კი არსებითად დაზიანდა ინვესტორის კანონიერი ინტერესები.
გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სსკ-ის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პარტნიორისთვის ეს ერთადერთი საქმე არ არის.
ბაჩიაშვილს გამოძიება ასევე დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის გაფლანგვასა და 39,2 მლნ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. გამოძიების ვერსიით, მან დაარწმუნა ივანიშვილი ბიტკოინის მაინინგში თანხა ჩაედო, შემდეგ კი შემოსავალი თავადვე მიითვისა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი იანვრში დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0