https://sputnik-georgia.com/20250224/kvaracxelia-liontan-matchis-sauketeso-motamashed-daasaxeles-292226837.html
კვარაცხელია „ლიონთან" მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
კვარაცხელია „ლიონთან" მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
Sputnik საქართველო
კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმეთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი მიმდინარე წლის 17 იანვარს გააფორმა. 24.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-24T10:26+0400
2025-02-24T10:26+0400
2025-02-24T10:26+0400
საქართველო
სპორტი
საფრანგეთი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1a/291888137_0:0:800:451_1920x0_80_0_0_fc8740f19a300f552d9e424908211b28.jpg
თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. საფრანგეთის ლიგა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა ქართველი ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია „ლიონი“- „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.ლიგა 1-ის ოცდამესამე ტურში „პსჟ"-მა გასვლით მატჩში „ლიონი" ანგარიშით 3:2 დაამარცხა.ქართველი თავდამსხმელი ანალიტიკურმა საფეხბურთო ვებგვერდებმაც გამოარჩიეს: კვარაცხელიას Flashscore-მა 9 ქულა დაუწერა, Whoscored-მა – 8,9. ერთადერთი გამონაკლისი Sofascore გამოდგა, რომელმაც საუკეთესოდ დუბლის ავტორი, აშრაფ ჰაკიმი (8.9) მიიჩნია, თუმცა, ხვიჩას მეორე საუკეთესო შეფასება (8.6) დაუწერა.„პსჟ" 59 ქულით ლიდერია და მომდევნო მატჩს 27 თებერვალს ჩაატარებს - რენში რანგით მეოთხე დივიზიონის „სტად ბრიოშინს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ლიონი“ 36 ქულით მეექვსე პოზიციაზეა და 2 მარტს „ბრესტს“ უმასპინძლებს.კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმეთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი მიმდინარე წლის 17 იანვარს გააფორმა. აღნიშნულ ტრანსფერში ფეხბურთელის ყოფილმა კლუბმა, იტალიურმა „ნაპოლიმ“ 70 მილიონი ევრო და ბონუსის სახით დამატებით 10 მილიონი მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელია სეზონში 11 მილიონ ევროს მიიღებს, „ნაპოლიში“ კი მისი ანაზღაურება მხოლოდ 1,8 მილიონი იყო და თანაგუნდელებს შორის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ანაზღაურებად ითვლებოდა.„პარი სენ-ჟერმენის" ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიის ლიდერია - მისი საბაზრო ღირებულება 85 მილიონი ევროა. მონაცემები გერმანულმა პორტალმა Transfermarkt-მა განაახლა.
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1a/291888137_0:0:712:533_1920x0_80_0_0_6a3492b43aeb42e55fcac35b1ad08fca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საფრანგეთი , საზოგადოება
საქართველო, სპორტი, საფრანგეთი , საზოგადოება
კვარაცხელია „ლიონთან" მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმეთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი მიმდინარე წლის 17 იანვარს გააფორმა.
თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. საფრანგეთის ლიგა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა ქართველი ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია „ლიონი“- „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
ლიგა 1-ის ოცდამესამე ტურში „პსჟ"-მა გასვლით მატჩში „ლიონი" ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
ქართველი თავდამსხმელი ანალიტიკურმა საფეხბურთო ვებგვერდებმაც გამოარჩიეს: კვარაცხელიას Flashscore-მა 9 ქულა დაუწერა, Whoscored-მა – 8,9. ერთადერთი გამონაკლისი Sofascore გამოდგა, რომელმაც საუკეთესოდ დუბლის ავტორი, აშრაფ ჰაკიმი (8.9) მიიჩნია, თუმცა, ხვიჩას მეორე საუკეთესო შეფასება (8.6) დაუწერა.
„პსჟ" 59 ქულით ლიდერია და მომდევნო მატჩს 27 თებერვალს ჩაატარებს - რენში რანგით მეოთხე დივიზიონის „სტად ბრიოშინს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ლიონი“ 36 ქულით მეექვსე პოზიციაზეა და 2 მარტს „ბრესტს“ უმასპინძლებს.
კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმეთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი მიმდინარე წლის 17 იანვარს გააფორმა. აღნიშნულ ტრანსფერში ფეხბურთელის ყოფილმა კლუბმა, იტალიურმა „ნაპოლიმ“ 70 მილიონი ევრო და ბონუსის სახით დამატებით 10 მილიონი მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელია სეზონში 11 მილიონ ევროს მიიღებს, „ნაპოლიში“ კი მისი ანაზღაურება მხოლოდ 1,8 მილიონი იყო და თანაგუნდელებს შორის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ანაზღაურებად ითვლებოდა.
„პარი სენ-ჟერმენის" ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიის ლიდერია - მისი საბაზრო ღირებულება 85 მილიონი ევროა. მონაცემები გერმანულმა პორტალმა Transfermarkt-მა განაახლა.