https://sputnik-georgia.com/20250223/yavelashvili-saqartvelos-azerbaijantan-megobroba-samagalitoa-292220988.html
ყაველაშვილი: საქართველოს აზერბაიჯანთან მეგობრობა სამაგალითოა
ყაველაშვილი: საქართველოს აზერბაიჯანთან მეგობრობა სამაგალითოა
Sputnik საქართველო
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ინტერესებშია რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა. 23.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-23T12:42+0400
2025-02-23T12:42+0400
2025-02-23T12:42+0400
საქართველო
აზერბაიჯანი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/17/292220251_0:43:1920:1123_1920x0_80_0_0_19f23c48c42131d9dfb03da3f727ee89.jpg
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრობა სამაგალითოა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში.საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში, კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთ გაზის დერეფანი.როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ინტერესებშია რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა.„საქართველოში არაერთი საინვესტიციო პროექტი ხორციელდება აზერბაიჯანის მხრიდან, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. საქართველო უაღრესად დაინტერესებულია რეგიონში მშვიდობითა და სტაბილურობით“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.მისი თქმით, საქართველოს მოტივაციაა, რაც შეიძლება მალე დასრულდეს რეგიონში არსებული გამოწვევები, დამყარდეს სრულყოფილი და გრძელვადიანი მშვიდობა, განისაზღვროს დიდი მოთამაშეების როლი.საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა „შუა დერეფნის" განვითარების მნიშვნელობა.„შუა დერეფანი" არის მარშრუტი, რომელიც გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს ავლით ევროპის ქვეყნებისკენ. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.ყაველაშვილის თქმით, რეგიონულ პროცესებში სომხეთიც უნდა იყოს ჩართული.„ჩვენს საერთო ინტერესებშია მშვიდობიანი პოლიტიკის გატარება, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს სამშვიდობო მოლაპარაკებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და გავხადოთ რეგიონი რაც შეიძლება მიმზიდველი", - განაცხადა ყაველაშვილმა.ყაველაშვილმა ასევე ახსენა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რომელსაც სანიმუშო ლიდერი უწოდა და კოლეგას წარმატებები უსურვა.მანამდე ცნობილი გახდა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო მიმოსვლის გახსნა, რომელიც 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა, 2025 წლის 1-ელ მაისს იგეგმება.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/17/292220251_212:0:1920:1281_1920x0_80_0_0_ed539616c25e18b2b865924d2f34f6ba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზერბაიჯანი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
საქართველო, აზერბაიჯანი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
ყაველაშვილი: საქართველოს აზერბაიჯანთან მეგობრობა სამაგალითოა
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ინტერესებშია რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა.
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრობა სამაგალითოა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში.
საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში, კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთ გაზის დერეფანი.
„აზერბაიჯანთან ჩვენი მეგობრობა სამაგალითოა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობები სამაგალითოა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის. იმაზე არ ვლაპარაკობ, რამდენი აზერბაიჯანელი ცხოვრობს საქართველოში და მათ რა დიდი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ საქართველო დღეს განვითარების ასეთ ეტაპზეა. მე პირადად გავიზარდე აზერბაიჯანელებს, საქართველოს მოქალაქეებს შორის, ბევრი მეგობარი მყავს", - განაცხადა ყაველაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ინტერესებშია რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა.
„საქართველოში არაერთი საინვესტიციო პროექტი ხორციელდება აზერბაიჯანის მხრიდან, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. საქართველო უაღრესად დაინტერესებულია რეგიონში მშვიდობითა და სტაბილურობით“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს მოტივაციაა, რაც შეიძლება მალე დასრულდეს რეგიონში არსებული გამოწვევები, დამყარდეს სრულყოფილი და გრძელვადიანი მშვიდობა, განისაზღვროს დიდი მოთამაშეების როლი.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა „შუა დერეფნის" განვითარების მნიშვნელობა.
„ჩვენი მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე, ეკონომიკური და ურთიერთსასარგებლო საკითხები გვაღელვებს, დიდი შესაძლებლობები არსებობს, რომ რეგიონში მეტი განვითარება ჰპოვოს შუა დერეფნის თემამ, რომელიც მსოფლიოში ყველასთვის არის ცნობილი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
„შუა დერეფანი" არის მარშრუტი, რომელიც გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს ავლით ევროპის ქვეყნებისკენ. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
ყაველაშვილის თქმით, რეგიონულ პროცესებში სომხეთიც უნდა იყოს ჩართული.
„ჩვენს საერთო ინტერესებშია მშვიდობიანი პოლიტიკის გატარება, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს სამშვიდობო მოლაპარაკებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და გავხადოთ რეგიონი რაც შეიძლება მიმზიდველი", - განაცხადა ყაველაშვილმა.
ყაველაშვილმა ასევე ახსენა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რომელსაც სანიმუშო ლიდერი უწოდა და კოლეგას წარმატებები უსურვა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო მიმოსვლის გახსნა, რომელიც 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა, 2025 წლის 1-ელ მაისს იგეგმება.