შეზღუდვები საქართველოს გზებზე- ბოლო ცნობები

© Racha-Lechkhumi and Kvemo Svaneti Areaგზის გაწმენდითი სამუშაოები
გზის გაწმენდითი სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2025
გამოწერა
რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა
თბილისი, 23 თებერვალი - Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა ინტენსიური თოვისა და ცუდი ხილვადობის გამო დაწესდა.
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება ასევე შეზღუდულია სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 48-119 (გრიგოლეთი-სარფი) კილომეტრ მონაკვეთზე.
ამასთან, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ამ დროისთვის ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები უკვე მოიხსნა თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის აღაიანი-ხაშურის მონაკვეთზე.
საქართველოს ცალკეულ რეგიონებში რამდენიმე დღეა თოვს. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ცივი ამინდი 25 თებერვლამდე გაგრძელდება - ნავარაუდევია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მთაში და მაღალმთაში ნავარაუდევია ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.
ყველა ახალი ამბავი
0