„ევრობასკეტი 2025": სერბეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

© Georgian Basketball Federationკალათბურთის ნაკრები
კალათბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2025
გამოწერა
ნაკრების 12-კაციან განაცხადში თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი არ არიან
თბილისი, 23 თებერვალი - Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები „ევრობასკეტის" საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის მატჩს სტუმრად სერბეთის ნაკრებთან 24 თებერვალს გამართავს.
შეხვედრა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
21 თებერვალს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა „ევრობასკეტი 2025"-ის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში დანიის ნაკრები ანგარიშით 62:60 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური ოფიციალურად მოიპოვა.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა - 12-კაციან განაცხადში თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი არ არიან.
ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:
1.
ლუკა ლიკლიკაძე
2.
კახა ჯინჭარაძე
3.
დუდა სანაძე
4.
სანდრო სანაძე
5.
ლუკა მაზიაშვილი
6.
გიორგი ოჩიკიძე
7.
რატი ანდრონიკაშვილი
8.
ბექა ბურჯანაძე
9.
გიორგი კორსანტია
10.
ალექსანდე ფევაძე
11.
მათე ხატიაშვილი
12.
ილია ლონდარიძე
საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა გამართული 5 შეხვედრიდან სამი მოიგო. სერბეთთან მატჩის შედეგს სატურნირო თვალსაზრისთ მნიშვნელობა არ ექნება და გუნდი G – ჯგუფში მეორე ადგილს შეინარჩუნებს.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტზე პირველად 2011 წელს იასპარეზა და მე-12 ადგილი მოიპოვა. 2022 წელს კი ჩეხეთთან იტალიასთან და გერმანიასთან ერთად, ჩემპიონატს პირველად უმასპინძლა.
2025 წლის ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში ოთხ ქვეყანაში – ფინეთში, კვიპროსში, პოლონეთსა და ლატვიაში ჩატარდება. გათამაშების ფინალური ეტაპის წილისყრა 27 მარტს რიგაში გაიმართება, ხოლო ტურნირი 27 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით შედგება.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ისტორიაში პირველად კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის, მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრისა და კალათბურთში ევროპის ჩემპიონატზე მეექვსედ ასპარეზობის შესაძლებლობისთვის საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ღირსების ორდენზე წარადგინეს.
ყველა ახალი ამბავი
0