https://sputnik-georgia.com/20250223/saqartveloshi-uamindobas-ebrzvian-292223544.html
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან
Sputnik საქართველო
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უამინდობა 25 თებერვლამდე გაგრძელდება 23.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-23T17:44+0400
2025-02-23T17:44+0400
2025-02-23T17:43+0400
საქართველო
ამინდი საქართველოში
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22990/75/229907597_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_ccf38e8327116bcdbd50577cf34cb1af.jpg
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. დასავლთ საქართველოს რეგიონებში დიდთოვლობამ პრობლემები შეუქმნა.ფოთის მუნიციპალიტეტში მოსულმა თოვლმა ტრანსპორტის მოძრაობას პრობლემები შეუქმნა, გარკვეულ უბნებს არ მიეწოდება ელექტროენერგია.ფოთის მერიის ცნობით, ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება 6 000-მდე აბონენტს.„აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და 17:00 საათისთვის სრულად აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება”, - ნათქვამია განცხადებაში.უწყების ცნობით, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ გზის გაწმენდით სამუშაოებს, ხდება ტქნიკუი მარილის დაყრა.მოსალოდნელი უამინდობის გამო, 24 და 25 თებერვალს ფოთის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდება, რაც შეეხება საჯარო სკოლებს, სასწავლო პროცესი მხოლოდ 24 თებერვალს გაუქმდა. დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა გურიაშიც. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მესამე დღეა ინტენსიურად თოვს, რის გამოც მერია და ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.მერიის ცნობით, ქალაქსა და სოფლებში თოვლისგან იწმინდება ცენტრალური გზები, მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროსადენების აღდგენა.ელექტროგამანაწილებელი კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ჯგუფები ელექტროენერგიის აღსადგენად ინტენსიურად მუშაობენ. ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღდგენილია - დაბა ურეკში, დაბა ნასაკირალში, ლიხაურში, ჭანიეთში, ძიმითსა და ჯონჭკათში. ენერგომომარაგება სრულად ადგენილია სოფლებში - ოზურგეთი, მერია, გურიანთა, შემოქმედი, შრომა, ნაგომარი, ვაკიჯვარი, მთისპირი, ბოხვაური, მელექედური, ვაკიჯვარი.დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან აჭარშიც.სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ბათუმის ტერიტორიაზე ამ დრომდე გრძელდება. უხვმა ნალექმა ქალაქის ტერიტორიაზე არსებული 80- მდე ხე-მცენარე დააზიანა, ასევე იყო გარკვეული პრობლემები ელექტროენერგიის, წყალმომარაგების და ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით.ბათუმის მერის არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია ქალაქის მერიის 500-მდე თანამშრომელი, ასევე მობილიზებულია 40 ერთეულზე მეტი ტექნიკა.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24-25 თებერვალს დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი. სანაპირო რაიონებში ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი, კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე დაწევა.საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22990/75/229907597_84:0:1416:999_1920x0_80_0_0_6671aaea6ef1d4451d469fa5f1053b1b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ამინდი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, ამინდი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უამინდობა 25 თებერვლამდე გაგრძელდება
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. დასავლთ საქართველოს რეგიონებში დიდთოვლობამ პრობლემები შეუქმნა.
ფოთის მუნიციპალიტეტში მოსულმა თოვლმა ტრანსპორტის მოძრაობას პრობლემები შეუქმნა, გარკვეულ უბნებს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
ფოთის მერიის ცნობით, ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება 6 000-მდე აბონენტს.
„აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და 17:00 საათისთვის სრულად აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება”, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ გზის გაწმენდით სამუშაოებს, ხდება ტქნიკუი მარილის დაყრა.
მოსალოდნელი უამინდობის გამო, 24 და 25 თებერვალს ფოთის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდება, რაც შეეხება საჯარო სკოლებს, სასწავლო პროცესი მხოლოდ 24 თებერვალს გაუქმდა.
დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა გურიაშიც. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მესამე დღეა ინტენსიურად თოვს, რის გამოც მერია და ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
მერიის ცნობით, ქალაქსა და სოფლებში თოვლისგან იწმინდება ცენტრალური გზები, მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროსადენების აღდგენა.
ელექტროგამანაწილებელი კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ჯგუფები ელექტროენერგიის აღსადგენად ინტენსიურად მუშაობენ. ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღდგენილია - დაბა ურეკში, დაბა ნასაკირალში, ლიხაურში, ჭანიეთში, ძიმითსა და ჯონჭკათში. ენერგომომარაგება სრულად ადგენილია სოფლებში - ოზურგეთი, მერია, გურიანთა, შემოქმედი, შრომა, ნაგომარი, ვაკიჯვარი, მთისპირი, ბოხვაური, მელექედური, ვაკიჯვარი.
დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან აჭარშიც.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ბათუმის ტერიტორიაზე ამ დრომდე გრძელდება. უხვმა ნალექმა ქალაქის ტერიტორიაზე არსებული 80- მდე ხე-მცენარე დააზიანა, ასევე იყო გარკვეული პრობლემები ელექტროენერგიის, წყალმომარაგების და ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით.
ბათუმის მერის არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია ქალაქის მერიის 500-მდე თანამშრომელი, ასევე მობილიზებულია 40 ერთეულზე მეტი ტექნიკა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24-25 თებერვალს დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი. სანაპირო რაიონებში ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი, კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე დაწევა.
საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა.