https://sputnik-georgia.com/20250223/saqartvelos-rkinigzam-matareblebis-reisebi-gaauqma-292221564.html
„საქართველოს რკინიგზამ" მატარებლების რამდენიმე რეისი გააუქმა
„საქართველოს რკინიგზამ" მატარებლების რამდენიმე რეისი გააუქმა
Sputnik საქართველო
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უამინდობა 25 თებერვლამდე გაგრძელდება. 23.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-23T14:19+0400
2025-02-23T14:19+0400
2025-02-23T14:19+0400
საქართველო
საქართველოს რკინიგზა
ამინდი საქართველოში
გურია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0e/291409318_0:50:960:590_1920x0_80_0_0_3ac999e963b224ee79ad0b51d1314b23.jpg
თბილისი, 23 თებერვალი - Sputnik. გურიის რეგიონში დიდთოვლობის გამო „საქართველოს რკინიგზამ" 24 თებერვალს დაგეგმილი მატარებლების რამდენიმე რეისი გააუქმა, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.გაუქმდა შემდეგი რეისები:24 თებერვალი - ოზურგეთი-თბილისი;24 თებერვალი - ბათუმი-ოზურგეთი ;24 თებერვალი - რიონი-ქუთაისი-რიონი.„შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მიმავალი მგზავრები, ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე მგზავრობენ. ხოლო რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე მგზავრობენ საგარეუბნო ელექტრომატარებლებით, რომელთა გრაფიკი მორგებულია თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის განრიგს", - ნათქვამია განცხადებაში.შესაბამისად, 24 თებერვალს ოზურგეთი-თბილისის სამგზავრო რეისის გაუქმების შედეგად უქმდება რიონი-ქუთაისი-რიონის ელექტრომატარებელიც.საქართველოს რკინიგზა ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივი ამინდი 25 თებერვლამდე გაგრძელდება - ნავარაუდევია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მთაში და მაღალმთაში ნავარაუდევია ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.
საქართველო
გურია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0e/291409318_54:0:907:640_1920x0_80_0_0_2a2b5b49859cc8964d2f60b18f0e5527.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რკინიგზა, ამინდი საქართველოში, გურია , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რკინიგზა, ამინდი საქართველოში, გურია , ახალი ამბები
„საქართველოს რკინიგზამ" მატარებლების რამდენიმე რეისი გააუქმა
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უამინდობა 25 თებერვლამდე გაგრძელდება.
თბილისი, 23 თებერვალი - Sputnik. გურიის რეგიონში დიდთოვლობის გამო „საქართველოს რკინიგზამ" 24 თებერვალს დაგეგმილი მატარებლების რამდენიმე რეისი გააუქმა, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
24 თებერვალი - ოზურგეთი-თბილისი;
24 თებერვალი - ბათუმი-ოზურგეთი ;
24 თებერვალი - რიონი-ქუთაისი-რიონი.
„შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მიმავალი მგზავრები, ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე მგზავრობენ. ხოლო რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე მგზავრობენ საგარეუბნო ელექტრომატარებლებით, რომელთა გრაფიკი მორგებულია თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის განრიგს", - ნათქვამია განცხადებაში.
შესაბამისად, 24 თებერვალს ოზურგეთი-თბილისის სამგზავრო რეისის გაუქმების შედეგად უქმდება რიონი-ქუთაისი-რიონის ელექტრომატარებელიც.
საქართველოს რკინიგზა ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივი ამინდი 25 თებერვლამდე გაგრძელდება - ნავარაუდევია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მთაში და მაღალმთაში ნავარაუდევია ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.